კონგრესმენი ენდი ბიგსი: ჯო ბაიდენის კოგნიტიური შესაძლებლობები უარესდება, რეალურად ის არ მართავს თეთრ სახლს, ამას მისი კაბინეტი აკეთებს

კონგრესმენი ენდი ბიგსი: ჯო ბაიდენის კოგნიტიური შესაძლებლობები უარესდება, რეალურად ის არ მართავს თეთრ სახლს, ამას მისი კაბინეტი აკეთებს

რესპუბლიკელი კონგრესმენი ენდი ბიგსი აცხადებს, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თეთრ სახლს რეალურად მისი კაბინეტის წევრები მართავენ. ამის შესახებ მან Fox Business-ის ეთერში ისაუბრა.

„პრეზიდენტ ბაიდენის კოგნიტიური შესაძლებლობები უარესდება. ამას ვხედავთ არა მხოლოდ მე და თქვენ, არამედ მთელი მსოფლიო. მას უჭირს, დარჩეს ფოკუსირებული. ჩვენ ვგრძნობთ, რომ ის რეალურად არ მართავს [თეთრ სახლს]. უამრავი ადამიანი მოდის და მეკითხება, ვინ მართავს რეალურად [თეთრ სახლს]? ამას მისი კაბინეტი აკეთებს. ჩემი აზრით, სავსებით ნორმალურია, რომ ამერიკელები სვამენ კითხვას - ეს ადამიანი არ მართავს, მაშინ ვინ მართავს რეალურად და რატომ არის საქმე ასე ცუდად?“ - აღნიშნა კონგრესმენმა.