ოლექსი დანილოვი: საერთაშორისო მედიატორების მცდელობები მიმართული უნდა იყოს არა უკრაინის დაყოლიებაზე, არამედ რუსეთის იძულებაზე, იმოქმედოს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად

ოლექსი დანილოვი: საერთაშორისო მედიატორების მცდელობები მიმართული უნდა იყოს არა უკრაინის დაყოლიებაზე, არამედ რუსეთის იძულებაზე, იმოქმედოს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად

გავლენიანი ქვეყნების წარმომადგენელი საერთაშორისო მედიატორების მცდელობები მიმართული უნდა იყოს არა უკრაინის დაყოლიებაზე, არამედ რუსეთის იძულებაზე, იმოქმედოს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, - ამის შესახებ Facebook-ზე უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი წერს.

არავინ აპატიებს რუს ომის დამნაშავეებს უდანაშაულო უკრაინელი ბავშვების დახოცვას. ვიდრე არ იქნება სამართლიანი სასამართლო და სასჯელი, კრემლში მყოფ ნაძირლებთან კონტაქტი ვერ გვექნება. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა გადახედვას არ ექვემდებარება და ეს არის უკრაინის პოზიცია ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერ შეთავაზებასთან დაკავშირებით. ფრონტზე მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ ჩიხური არაა. უკრაინული საზოგადოება დაიღალა ომისგან, მაგრამ თუ არჩევანი დგას დაღლასა და მონობას შორის, ყოველთვის ავირჩევთ თავისუფლებას, რომლისთვისაც ვიბრძოლებთ იმდენ ხანს, ვრამდენიც საჭირო იქნება. გავლენიანი ქვეყნების წარმომადგენელი საერთაშორისო მედიატორების მცდელობები მიმართული უნდა იყოს არა უკრაინის დაყოლიებაზე, არამედ რუსეთის იძულებაზე, იმოქმედოს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, - წერს დანილოვი.