2021 წელს 15 პოლიტიკური გაერთიანება შეთანხმდა, რომ თითოეული მათგანი, მათ ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით, იბრძოლებს საქართველოში ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარ ადამიანების მიმართ არსებული დისკრიმინაციისა და ძალადობის აღმოსაფხვრელად. მემორადუმი, რომელიც 2021 წელს გაფორმდა, აგებულია დეზინფორმაციაზე და ტყუილზე.
მაგალითად, მემორანდუმში წერია, რომ საქართველოში გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის გამო მოქალაქეები ხშირად იჩაგრებიან. ხელმომწერი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც საარჩევნო სუბიექტები არიან, აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ პოლიტიკურ პროცესში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიადაგზე სოციალური შუღლის გაღვივებასა და სიძულვილის ენის გამოყენებას.
ასე დაიწყო ლგბტ თემის წარმომადგენლებსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობა ლგბტ უფლებების შესახებ საერთო შეთანხმების მისაღწევად, რომელიც დღემდე გრძელდება და აგრესიულ პროპაგანდაში გადაიზარდა. ვითარება იმდენად უკონტროლო ხდება, რომ ლგბტ პროპაგანდა უკვე აქტიური ხდება მედიაში. მეტიც, დღეს 6 მარტს დაგეგმილია წიგნის „ცისფერი - ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში“ პრეზიდნტაცია. წიგნი, რომელიც ჰოლანდიის, ნორვეგიისა და შვეიცარიის საელჩოების, ასევე გაეროს დაფინანსებული UNDP-ს პროგრამის მიერ არის დაფინანსებული, ეხება იმას, თუ როგორი წარმატებულები არიან ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანები ხელოვნების სფეროში.
მას შემდეგ, რაც საბრძნეთის ხელისუფლებამ ოფიციალურად დააკანონა ერთნაირსქესიანთა ქორწინება და პარალელურად, ევროკავშირის კანდიტატის სტატუსის მქონე უკრაინამ რადაში ოფიციალურად დაარეგისტრირა აღნიშნული კანონპროექტი, სამიზნე გახდა საქართველო, რომელიც ასევე არის კანდიდატის სტატუსის მატარებელი სახელმწიფო და რომელმაც სტატუსი 9 დათქმის საფუძველზე მიიღო. მათ შორის არის უმცირესობის უფლებების დაცვა. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს.
უკვე ცნობილია, რომ კანონპროქეტის განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს ოპოზიცია. მათ შორის არის პარტია „მოქალაქეები“. მიუხედავად იმისა, რომ ალეკო ელისაშვილი მემორანდუმს ხელს არ აწერს, აცხადებს, რომ „მოქალაქეები“ ფსევდოლიბერალურ პროპაგანდასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს. ელისაშვილის თქმით, ქვეყანაში რეალურად სხვა პრობლემები არსებობს.
„არანაირ განხილვაში არ ჩავერთვებით, რადგან ეს არის სისულელე, ყურით მოთრეული თემა წინასაარჩევნოდ, ქალაქში რომ გახვალ, ვითომ რაღაც უბედურება ხდება. „ქართული ოცნება“ რეალობას და ხალხს რომ მოწყდა, იმიტომაა, რომ ასეთ სისულელეებს აკეთებს. წამოვიდეს, იაროს ფეხით ქუჩაში და ნახავს, რა არის რეალური გაჭირვება, რეალურად რა უჭირს ხალხს და ამ რაღაც ყურით მოთრეულ, არარსებულ თემებზე ლაპარაკს არ დაიწყებს. მოიფიქრეს? უნდათ? კი ბატონო, ჩვენ ამაში მონაწილეობას არ მივიღებთ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
„გირჩის“ წევრი ჰერმან საბოს არ გონია, რომ ქართველი ერი შეიძლება გახდეს ლგბტ პროპაგანდის მსხვერპლი და ამით ვიღაცამ სქესი ან ორიენტაცია შეიცვალოს. შესაბამისად, არ ფიქრობს, რომ რელევანტური იყოს „ქართული ოცნებისა“ და მისი მეგობრების მიერ შემოტანილი კანონპროექტი.
„ქართული ოცნება“ აღნიშნულ კანონპროექტს გამოიყენებს წინასაარჩევნო დაყოფისა და დაპირისპირებისთვის. ასევე, არ მგონია, რომ „ქართული ოცნება“ ამაში გულწრფელია იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ, მაგალითად, გვაქვს გამზადებული პარლამენტში კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს კანონებიდან სიტყვა გენდერი ამოვიღოთ და ჩავწეროთ ქალი და მამაკაცი, გაუქმდეს გენდერის საბჭო და გენდერული კვოტები. ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ შემოიტანა გენდერის მიმართულებით, ეს ყველაფერი გაუქმდეს. ჩვენ საპარლამენტო ფორმატში, კომიტეტებსა და სესიებზე მონაწილეობას მივიღებთ და ჩვენს აზრს დავაფიქსირებთ“, - განაცხადა ჰერმან საბომ.
კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობას მიიღებს „სტრაგეტია აღმაშენებელი“. პაატა მანჯგალაძეს აინტერესებს, „ქართული ოცნება“ როგორ გაავლებს ზღვარს.
„ქართული ოცნება“ რადგან აყენებს საკითხს, ეს არის პრობლემა, მაგრამ აქ პრობლემის გადაწყვეტა კი არ უნდა „ქართულ ოცნებას“, მას უნდა, არჩევნების წინ დადგეს და ილაპარაკოს, პაატა მანჯგალაძე გარყვნილების მომხრეაო. მეტი არაფერი აინტერესებთ. მართლა მაინტერესებს ამ საკითხის გადაწყვეტა “, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
პარლამენტის წევრის, პარტია „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკური მდივნის სალომე სამადაშვილის შეფასებით, ლგბტ პროპაგანდის საკითხი „ქართული ოცნების“ მიერ არის მოგონილი იმისთვის, რომ არ განიხილონ ის კონკრეტული პრობლემები, რომლებიც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს. მისი თქმით, არ არის ხალხის დაცვა საჭირო იმისგან, რომ კაცი ქალი არ ეგონოთ და ქალი - კაცი.
„ქართულ ოცნებას“, ხანდახან, სწორი ინიციატივებიც აქვს. რაც შეეხება ცხოველების დაცვის შესახებ კანონმდებლობას, ნამდვილად საჭიროა ჩვენი საზოგადოებისა და ხალხისთვის, მაგრამ არ ვიცი, რამდენად საჭიროა, რომ დავიცვათ ჩვენი თანამოქალაქეები იმისგან, რომ კაცი ქალი არ ეგონოთ და ქალი - კაცი. მგონია, რომ ეს პრობლემა მოგონილია „ქართული ოცნების“ მიერ იმისთვის, რომ ჩვენ არ ვისაუბროთ იმ კონკრეტულ პრობლემებზე, რომელიც აწუხებს საქართველოს მოსახლეობას“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
მმართველ გუნდში კი ფიქრობენ, რომ ოპოზიციას არ ჰყოფნის სიმამაცე, ფსევდოლიბერალურ პროპაგანდასთან დაკავშირებით პრობლემის გადაწყვეტაში იყვნენ სოლიდარული.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით ქართულ ოპოზიციას დამოუკიდებელი ხედვა არ აქვს. როგორც ქადაგიძე აცხადებს, საუბარია იმაზე, რომ დაცული უნდა იყოს ყველას უფლება, მათ შორის სექსუალური უმცირესობების უფლებები.
„ამავე დროს, მოზარდ თაობებსა და ბავშვებში არ უნდა მოხდეს იმდაგვარი წესის შემოტანა, რასაც ვუყურებთ, როცა საბავშვო ბაღებსა და დამწყებ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პირდაპირ პროპაგანდა მიმდინარეობს - რა სქესი ხარ, შენ თვითონ უნდა აირჩიო. ამის გამოხატულებებს ვუყურებთ და საზოგადოებაში ძალიან დიდი შეშფოთებაა. ასევე მცდელობაა, რომ ახალი ენა დამკვიდრდეს ჩვენს ყოფასა და საზოგადოებრივ ურთიერთობებში - არ მოვიხსენიოთ დედა, მამა, შვილი. ეს ტენდენციები ოფიციალურ დონეზეა როგორც საგანმანათლებლო, ასევე სხვა სივრცეებში მსოფლიოში.
ეს საკითხი დღეს თუ არა, ხვალ პირდაპირ დადგება საქართველოს წინაშე, ისევე როგორც დადგა სხვა საკითხი, რომ განგვესაზღვრა, რა არის ოჯახი. ამ მიზნით კონსტიტუციაში შევიტანეთ ცვლილებები, რადგან სხვანაირად აღარ გამოდიოდა. ოპოზიციას არ ჰყოფნის არანაირი სიმამაცე, თქვას, რომ ეს პრობლემაა და ამის გადაწყვეტაში ვიყოთ სოლიდარული, მათ თავიანთი დამოუკიდებელი ხედვა არაფერზე აქვთ“, - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.
ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის შეფასებით, ორი აზრი არ არსებობს იმის შესახებ, რომ ოპოზიციის ეს ნაწილი ერთ საქმეს ემსახურება - საქართველოში დაკანონდეს ლგბტ პროპაგანდა და საბერძნეთის მსგავსად მომზადდეს ნიადაგი იმისათვის, რომ საქართველოშიც დაკანონდეს ერთნაირსქესიანთა ქორწინება.
„ზუსტად ამას მოითხოვენ ხაბეიშვილები, ხოშტარიები, მელიები, ხაზარაძეები, ჯაფარიძიეები, ბოკერიები და ყველა ვინც ხელი მოეაწერა მემორანდუმს ლგბტ პრაიდის შესახებ. ზუსტად ეს ხალხია ამ ქვეყნის მოღალატე, რომელთაც უნდათ ამ ქვეყნის ტრადიციების წაშლა, იგნორირება და რომლებიც წინააღმდეგი არიან მამულის, ენის და სარწმუნოების. გასაკვირი ამათგან არაფერი არ არის და ახლა გამოჩნდება ამათი ნამდვილი სახე. მოსახლეობა ნახავს და კიდევ ერთხელ დარწმუნდება იმაში, თუ ვინ არიან და საითკენ უნდათ საქართველოს წაყვანა.
ეს ადამიანები დაკავებული არიან ლგბტ პროპაგანდით, საქართველოში ერთნაირსქესიანთა ქორწინებით და ამავე დროს საქართველოს ეკლესიის მიწასთან გასწორებით და ამის შემდეგ ვის არ სჯერა იმის, რომ თუ იქნება დავალება, ესენი სათითაოდ დაჭრიან თავებს ყველს ქართველს და საქართველოში მაცხოვრებელ ყველა ტრადიციულ ადამიანს“, - აცხადებს გვენეტაძე.
ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას მოჰყვეს ქუჩის პროცესები და ამ შემთხვევაში ქუჩაში წამყვანი ძალა იქნებიან 7-8 მარტის პროცესების მონაწილეები ე.წ. მწერლები, ჟურნალისტები, ინტელიგენციის წარმომადგენლები და პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ლგბტ მემორანდუმს აწერენ ხელს.
„რაც ნაგავია, ყველა ერთად შეიკრიბება და გამოვა ქუჩაში. ძალიან კარგია, ქართველი ხალხი ერთად გახვეტავს ამათ. საქართველოში საერთოდ არ არის მისაღები ლუსტრაციის კანონი, იმიტომ, რომ ლუსტრირებული არიან. დღეს, ჩვენს შემთხვევაში აუცილებელია კანონით აიკრძალოს ლგბტ პროპაგანდა. ჩვენ არავის საქმეში არ ვერევით, ვისაც რაც უნდა ის აკეთოს საკუთარ ოთახში და ბუნაგში, მაგრამ ჩვენ არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ შევიდნენ საბავშვო ბაღებში, სკოლებში, უმაღლეს სასწავლებებში და პროპაგანდა გაუწიონ გაუკუღმართებული ცხოვრების წესს.
ჩვენ კონსტიტუაციაში ჩაწერილი გვაქვს, რომ საქართველოში ქორწინება არის დაკანონებული მამაკაცსა და ქალბატონს შორის. ამდენად, რაც არ უნდა შემოგვთავაზონ, იურიდიულად და ზნეობრივად ქართული საზოგადოება მართალია. ჩვენ ვართ ის ერი, რომელმაც მიმდინარე პანდემის დროს, როდესაც მთელ მსოფლიოში სალოცავები დაიკეტა, მხოლოდ საქართველოში არ დაკეტა. ჩვენ გვყავდა დიდი ქართველი მწერალი, დიდი ანტირუსი ალექსანდრე ყაზბეგი, რომელიც ამბობდა - გავწყდებით, მაგრამ უცხო ხალხს არ ვაბატონებთო. ზუსტად, გავწყდებით, მაგრამ ჩვენს ტრადიციას შევინარჩუნებთ, რომლის წინააღმდეგაც გამოდიან ეს გათახსირებულები დღეს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძემ.