რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ოდესას ისევ შეუტიეს

რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ოდესას ისევ შეუტიეს

რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ოდესას ისევ შეუტიეს. ღამით ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა. საჰაერო განგაში სამ საათს გაგრძელდა.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ოკუპანტებმა ქალაქის მიმართულებით დრონები შავი ზღვიდან, ფონტანკის დასახლების მიმართულებით გაუშვეს.

შეგახსენებთ, 2 მარტს დრონებით თავდასხმის დროს, ერთ-ერთმა რუსულმა დრონმა, ოდესაში კორპუსს დაარტყა, რასაც 12 ადამიანის, მათ შორის 5 ბავშვის, სიცოცხლე ემსხვერპლა.