„თავში წამორტყმის პოლიტიკა დასრულდა და თუკი ჩვენთან ვინმეს პარტნიორობა სურს, მათი მხრიდანაც ქმედით ნაბიჯების გადადგმა უნდა მოხდეს“

„თავში წამორტყმის პოლიტიკა დასრულდა და თუკი ჩვენთან ვინმეს პარტნიორობა სურს, მათი მხრიდანაც ქმედით ნაბიჯების გადადგმა უნდა მოხდეს“

საქართველოს ხელისუფლებაში უკვე ხმამაღლა საუბრობენ, რომ უკრაინის ომის შემდეგ, საქართველო - ამერიკის ურთიერთობა გართულებულია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში 23 თებერვალს გამართულ პრესკონფერეციაზე ისაუბრა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან ჩინეთთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებზე, მისი თქმით, საქართველოს მთავრობას აქვს თავისი მკაფიო ხედვები ორივე სტრატეგიულ პარტნიორთან.

გახდა თუ არა ჩინეთი საქართველოსთვის უფრო პრიორიტეტული სტრატეგიული პარტნიორი, ვიდრე ამერიკა? - კითხვაზე პრემიერი პასუხობს: „პრიორიტეტები არის არა მხოლოდ ჩვენზე დამოკიდებული, ურთიერთობა არის ორმხრივი საქმე, შესაბამისად, პრიორიტეტებიც განისაზღვრება ორმხრივად“.

ამ თვალსაზრით, მან შეადარა საქართველოსადმი ჩინეთისა და აშშ-ის დამოკიდებულება, ხაზი გაუსვა ჩინეთის მზარდ ინტერესს და აშშ-ის შემცირებულს.

„მაგალითად, გვაქვს ძალიან გააქტიურებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ეკონომიკურ პროექტებში ძალიან აქტიურად არიან ჩართული ჩინური კომპანიები, რაც არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ სათანადოდ განხორციელდეს შესაბამისი პროექტები. გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ხელმოწერილი ჩინეთთან, რამაც ხელი შეუწყო ამ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას. გვაქვს პირდაპირი ფრენები ჩინეთთან, ასევე ნახეთ, როდესაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო ჩასული ჩინეთში, მას უმაღლეს დონეზე მოუწყვეს დახვედრა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ხოლო მაგალითისთვის პრემიერი ამერიკასთან ურთიერთობას ასახელებს და ამბობს, რომ უკვე არაერთი წელია, ორ ქვეყანას შორის, დაახლოებით, 6-7 წელი იქნება, უმაღლესი დონის ვიზიტები არ შემდგარა, რაც გამოიხატება ასევე, მათ შორის, პროტოკოლურ საკითხებშიც,

„მილოცვები რომ ავიღოთ, დაახლოებით, ალბათ, უკვე მე-8 წელია უმაღლეს დონეზე არც ერთ პრეზიდენტს, თუ პრემიერ-მინისტრს არ მიუღია მილოცვა ამერიკის შეერთებული შტატებიდან. არის შედარებით საშუალო დონე, რა დონეზეც იგზავნება ეს მილოცვები. სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კუთხითაც არ გვაქვს მაინცდამაინც კარგი ვითარება, არ გვაქვს პირდაპირი ფრენები, არ გვაქვს უვიზო მიმოსვლა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი საჭიროებს გაუმჯობესებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კი აცახდებს, რომ ამერიკის ელჩთან შეხვედრისას მან ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლა და ავიამიმოსვლა მოითხოვა.

„აშშ-ის ნება არის საჭირო, რომ მოიხსნას ვიზა. გასაგებია, რომ აშშ-ს არ აქვს უვიზო მიმოსვლა ბევრ ქვეყანასთან, მაგრამ არაღიარებულ სახელმწიფო ტაივანთან აქვს უვიზო მიმოსვლა. არ მგონია, რომ საქართველო, 3 მილიონ-ნახევარი მოსახლეობით, რაიმე საფრთხეს წარმოადგენდეს მიგრაციული მხრივ აშშ-სთვის. ეს იქნება კიდევ ერთი კარგი ჟესტი ქართველი ხალხის მიმართ“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

„ამ ყველა ინსტრუმენტის კომბინაციით – უვიზო მიმოსვლა, პირდაპირ ფრენები, წაახალისებს როგორც ხალხთაშორის ურთიერთობას, ასევე ეკონომიკურ ურთიერთობას და შეიქმნება გარემო, რომ ამერიკული ინვესტიციები მოხვდეს საქართველოში. ასე ხდება ზოგადად სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება და ჩვენი სურვილია, რომ ჩვენს ძალისხმევას აშშ-ის მხრიდან მოჰყვეს საპასუხო ნაბიჯები“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება ამერიკის ელჩის პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა მან პარალმენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ამერიკა თავის პარტნიორებთან მჭიდროდ იმუშავებს.

„მინდა, დავიწყო ჩემი გამოსვლა პრეზიდენტ ბაიდენის სიტყვებით - პრეზიდენტი ამბობს: ჩვენ ვიმუშავებთ ძალიან მჭიდროდ ჩვენს პარტნიორებთან, მოკავშირეებთან და ყველასთან, ვინც იზიარებს ჩვენს ინტერესებს, ჩვენ არ დავტოვებთ ჩვენს მომავალს დაუცველს მათგან, ვინც საფრთხეს უქმნის ჩვენს ხედვას“, - განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

დანიგანმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველომ და აშშ-მა ურთიერთობები კიდევ მეტად უნდა გააღრმავონ.

„ვიმუშავებთ, რომ იყოს კეთილდღეობა და სტაბილურობა. ამ სიტყვებით პრეზიდენტი ბაიდენი ხაზს უსვამს, რომ ჩვენი ალიანსები, პარტნიორობა უნდა იყოს გაფართოებული და სწორედ, ეს მთხოვა მან, როდესაც საქართველოში მოვდიოდი, რომ გაგვეღრმავებინა ჩვენი უკვე არსებული კარგი და ფართო თანამშრომლობა“, – განაცხადა დანიგანმა.

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ საქართველოს და ამერიკის ურთიერთობა ნამდვილად შესუსტებულია და ეს პროტოკოლის დონეზეც კი იგრძნობა. ქართველიშვილის აზრით, ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს და ეს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან წამოსული პრობლემა არ არის.

„საქმე ისაა, რომ ბაიდენის ადმინისტაციისთვის და ამერიკის ახლანდელი ხელისუფლებისთვის „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ არის მისაღები. მათთვის მიუღებელია ის დამოუკიდებელი პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აწარმოებს, მით უმეტეს ბოლო დროს, უკრაინის ომის შემდეგ, ეს პრობლემები უფრო თვალშისაცემი გახდა. საქართველომ ამერიკასთან 2009 წელს დადო სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება, მაგრამ ეს პარტნიორობა სად არის? საქარათველოს ხელისუფლება არ არის ვინმეს დასმული და არც ჩვენი სახელმწიფო არ არის ვინმეს ვასალი ქვეყანა. „ოცნება“ არის ქართველი ხალხის მიერ არჩეული და ამას ვერ ეგუებიან. მათ სურთ, რომ ხელისუფლებაში მოიყვანონ საკუთარი აგენტურა, ეს კი ქართველ ხალხს არ უნდა. ამიტომ დაიწყო ის პრობლემები, რაც საქართველოს ხელისუფლებასა და ამერიკას შორის არსებობს.

30 წლის განმავლობაში საქართველომ ვერ მიიღო ვერც უვიზო მიმოსვლა და ვერც ფრენები. თქვენ წარმოიდგინეთ და პროცენტულად ამერიკის ვიზას რუსეთის მოქალაქეები უფრო ადვილად იღებენ, ვიდრე საქართველოსი. სად არის აქ პარტნიორობა? დიახ, ისინი ფულს ხარჯავენ იქ, სადაც მათი აგენტურაა. ფულს აძლევენ ოპოზიციურ პარტიებს, რათა მათ ხელისუფლებაში მოსვლა როგორმე და ნებისმიერი ფორმით შეძლონ. ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ამერიკას რაიმე ქმედითი ნაბიჯები გადაუდგამს? - არა. ერთი ჟენევის ფორმატი არსებობს, რომელიც უკვე 15 წელია მიმდინარეობს, თუმცა რა გაკეთდა და რა შედეგი გვაქვს, კაცმა არ იცის“, - ამბობს ქართველიშვილი.

რაც შეეხება ამერიაკსა და ჩინეთს შორის ტოლობის ნიშნის დასმას, ქართველიშვილი ამბობს, რომ ის, რაც 30 წლის მანძილზე არ გაუკეთებია პარტნიორ ამერიკას თანამშრომლობის კუთხით, გააკეთა ჩინეთმა. ანალიტიკოსის თქმით, ჯერ მარტო ამხელა ქვეყანა როგორ დახვდა პატარა ქვეყნის პრემიერ ღარიბაშვილს. ხოლო, ჩინეთი საქართველოს როგორც თანასწორ პარტნიორს და მეგობარ ქვეყანას ისე აღიქვამს.

„ჩინეთი დაინტერესებულია საქართველოში დიდი და მნიშვნელოვანი პროქტების განხორციელებით. მაგალითად, ანაკლიის პორტის მშენებლობით, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებისთვის ძალიან დიდი ტრამპლინი იქნება. ასევე, ჩინეთი დაინტერესებულია მსხვილი ეკონომიკური პროექტებით, რომელსაც საქართველოში განახროციელებს. აღარაფერს ვამბობ უვიზო მიმოსვლასა და ავიაფრენებზე, ასევე, მაღალი დონის თანამშრომლობასა და შეხვედრებზე. პრემიერ ირაკლი კობახიძეს მილოცვა თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გამოუგზავნა ჩინით ისეთმა დაბალმა პოლიტიკურმა ფიგურამ, როგორც მაგალითად, წალენჯიხის მერია. ისიც მაშინ გაგზავნის, ალბათ, ამერიკაში მილოცვას, თუკი ბაიდენი გაიმარჯვებს. ამიტომ ეს თავში წამორტყმის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში დასრულდა და თუკი ჩვენთან ვინმეს რეალური პოლიტიკური პარტნიორობა სურს, მათი მხრიდანაც ქმედით ნაბიჯების გადადგმა უნდა მოხდეს“, - ამბობს ქართველიშვილი.

 

ლაზი სულ გაიძახიან, დემოკრატიული არჩევნებიო, არადა სწორედ ხალხის არჩეული ხელისუფლება არ არის დასავლეთისათვის მისაღები, იმიტომ რომ, მათგან არ იქნება დავალებული, ხელისუფლებაში მოყვანისათვის.
ხალხის არჩეული ხელისუფლება, მხოლოდ ხალხის წინაშეა ანგარიშვალდებული და ყველა დანარჩენს ამ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ელაპარაკება. ასეთ ხელისუფლებას ყურმოჭრილ მონად ვერ გაიხდი, სწორედ ამიტომ იკლავენ თავს რევოლუციური პროცესების განვითარებისათვის.
გარედან, სხვის მიერ რევოლუციით მოყვანილი ხელისუფლება, მისი მომყვანის მონაა და ხალხსაც თავისი ბატონის მსახურად აქცევს.
სწორედ ამ დროს ერქმევა ყველაფერს "ეროვნული". აიღეთ მაგალითად უმაღლეს სასწავლებელში მისაღები ეროვნული გამოცდები. გამოცდებს ერი ატარებს თუ სახელმწიფო. ან ეროვნული ბანკი რას ნიშნავს? მით უმეტეს, საქართველოსნაირ მრავალეროვნულ სახელმწიფოში. სწორედ ეს არის მთავარი, მყვირალა და შინაარსისგან დაცლილი პროექტები.
ყველაფერ ამას, გარედან ისე ასხამენ ხოტბას, ხალხს ისღა დარჩენია, დაშინებულმა, თავის გადარჩენაზე იფიქროს, დღევანდელი დღის გადაგორებით.
ჩნდება შეგრძნება - ეს მთავრობა ამერიკას და ევროპას მოსწონს და მე ვინა ვარო. ეს კი უკვე ნამდვილად უბედურებაა და ნამდვილად ეროვნული.
8 თვის უკან
trampi მიდი მიდი ამერიკა---- რაც მეტად დაიჯვამთ თავზე და ბაიდენის ბიჭივით რაც მეტად იტანტალებთ გაშიშვლებული, ჩვენი ხეირი ისაა
თქვენი მაყურებელი ეს ჩვენი მთავრობაც უფრო თამამად მოიქცევა ....
შეიძლება ამასობაში ზოგ ზოგი ამერიკის მოტრფიალეც გამოფხიზლდეს და საჩვენოდ შემოტრიალდეს კიდეც
მაგრამ თქვენ მაინც არ გაჩერდეთ, არა უშავრა ---- მიდით მიდით შეუბერეთ ესე, შეუბერეთ..
გააგრძელეთ ......... გააგრძელეთ..... თქვენ თავზე დაიჯვით და რუსებს დააბრალეთ, -- იძახეთ ჩვენ რომ თავზე ვიჯვავთ ეს სუ რუსული პროპაგანდისა ბრალია--თქო
აბა ეხლა თქვენ იცით ---- ინდაურები , დაურიგეთ სარვამარტოდ ქალებს, ინდაურები
მოკლედ ქუნემ თქვენი ანალიტიკური ცენტრებიც, ქუნემ------- ეგააა თქვენი ნაააზრალიიი
ჰმმმ.................. ინდიელები ვგონივართ, ინდიელები
ისე იმ კოლუმბს ექსპედიციაში ორი ქართველიც ყოლია თურმე ....ჰოოდა ვერ ჩაძირეს ის კოლუმბიი???...მსოფლიო დასვენებული იქნებოდა
8 თვის უკან