„არ შეიძლება რაიმე კანდიდატობაზე, წევრობაზე და ა.შ. ტრადიცების, მამულის, ენის და სარწმუნოების გაცვლა და მათი ღალატი ნიშნავს, რომ ჩვენ გადავშენდებით“

„არ შეიძლება რაიმე კანდიდატობაზე, წევრობაზე და ა.შ. ტრადიცების, მამულის, ენის და სარწმუნოების გაცვლა და მათი ღალატი ნიშნავს, რომ ჩვენ გადავშენდებით“

საქართველოში ჰოლანდიის, ნორვეგიისა და შვეიცარიის საელჩოების, ასევე გაეროს მიერ დაფინანსებული UNDP-ის მიერ არის დაფინანსებული 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია სახელწოდებით „ცისფერი - ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში“. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჰოლანდიის საელჩოს დაფინანსებით ქართულ ენაზე იბეჭდება LGBT-ს პროპაგანდის შემცველი წიგნები, რომელიც შემდეგ მასიურად რიგდება სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში. „LGBT-ს ფსიქოლოგია“ - ეს არის წიგნი, რომელიც ასევე დაფინანსებულია ჰოლანდიის საელჩოს მიერ.

მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია საჯარო გახდა, არც ერთი ქვეყნის სალჩო თავს ვალდებულად არ თვლის, ახსნას რატომ და რა მიზნებისთვის აფინანსებენ აგრესიულ LGBT პროპაგანდას საქართველოში და რატომ აფინანსებს ისეთ ღონისძიებებს, რაც ქვეყნის მოსახლეობის 99%-ისთვის მიუღებელია? თუკი აქამდე LGBT-ის პროპაგანდა ფარულად იყო მხარდაჭერილი საქართველოში მოქმედი სხვადასხვა საელჩოების მიერ, დღეს ვითარება შეიცვალა.

როგორც ჩანს, გარკვეული ძალები ცდილობენ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში შეაღწიოს ამ იდეოლოგიის პროპაგანდამ და მოხდეს მისი მიმღებლობა. არაოფიციალური ინფორმაციით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას სხვა ვალდებულებებთან ერთად დათქმად მოჰყვა LGBT-ის საკითხი და როგორც უკრაინის შემთხვევაში მოხდა, არ არის გამორიცხული, ევროკავშირმა საქართველოს მოსთხოვს ამ საკითხის კანონმდებლობით დარეგულირება, მით უმეტეს, რომ მათ საქართველოში ჰყავთ მხარდამჭერები. კერძოდ, არსებობს ლგბტქ უფლებებთან დაკავშირებით 15 პოლიტიკურ პარტიასთან შეთანხმებული შეთანხმება, რომელიც გულისხმობს შემდეგს - მათ ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით, იბრძოლონ ქვიარ ადამიანების მიმართ დისკრიმინაციისა და ძალადობის აღმოსაფხვრელად.

ამ შეთანხმების ერთ-ერთი ხელმომწერია „ლელო“ და ალბათ, სიმბოლურიც არის, რომ მამუკა ხაზარაძის შვილის, ანა ხაზარაძის საპროდიუსერო კომპანიის „1991 Productions“ ფილმმა, სახელწოდებით „გზაჯვარედინზე“, ბერლინის კინოფესტივალზე ლგბტ ფილმების ჯილდო - The Teddy Award მიიღო.

„ქართული ოცნების“ წევრის, დეპუტატი რატი იონათამიშვილის განცხადებით, როდესაც ფასეული ტერმინების აკრძალვაზეა საუბარი, ეს იქნება „დედა“, „მამა“ თუ „შვილი“, ამის უკან მზაკვრული ჩანაფიქრები დგას, რაზეც საზოგადოებას უნდა ჰქონდეს და აქვს კიდევაც ადეკვატური რეაქცია.

„როდესაც საუბარში ტერმინების აკრძალვაზეა საუბარი, თან იმ ტერმინების, რომლებიც ერთ-ერთი ყველაზე ფასეულია, რაც კი არსებობს, იქნება ეს „დედა“, „მამა“, „შვილი“ თუ ა.შ. ვფიქრობ, ამის უკან ძალიან მზაკვრული ჩანაფიქრები დგას, რაზეც ჩვენს საზოგადოებას ცხადია, უნდა ჰქონდეს და აქვს კიდევაც ძალიან ჯანსაღი და ადეკვატური რეაქცია. რადიკალური ოპოზიცია დაცლილია ღირებულებებისგან. მათ საკუთარი აზრი არ გააჩნიათ და დამოკიდებული არიან სხვისი აზრების გაჟღერებასა და გახმოვანებაზე. აქედანაც ჩანს მათი სულიერი დეკადანსი“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

„ხალხის ძალის“ წევრის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, პატარა ერების გადარჩენა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმაზე, თუ ტრადიციების შენახვისადმი რა დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას. როგორც დეპუტატი აცხადებს, დასავლეთიდან, კერძოდ კი აშშ-დან ლგბტქ+ პროპაგანდა მასიურად ვრცელდება ბევრ ქვეყანაში და საფრთხეს უქმნის საქართველოსაც.

„ქვეყანა, ერი, საზოგადოება იოლად მართვადია, როცა არ დგას მის ისტორიულ ტრადიციებზე, კულტურაზე, როცა თაობათა შორის ურთიერთობა მოშლილია, მით უმეტეს, როცა ქვეყანას დემოგრაფიული პრობლემები აქვს, ისე, როგორც, სამწუხაროდ, საქართველოს. ქვეყანა მილევად, ანუ მომაკვდავ ერებშია შეყვანილი და ამას სწორი პოლიტიკა სჭირდება. საფრთხეები უკვე ხილულია საზოგადოებისთვის. მაგალითად, აშშ-ის პრეზიდენტი, ბაიდენი ამბობს, რომ ტრანსგენდერები წარმოადგენენ აშშ-ის სულიერ სიმბოლოს.

თუ ოპონენტები ამ დროს იტყვიან, რატომ საუბრობთ აშშ-ზე და არა რუსეთზეო, რუსეთი გასაგებია, რომ ოკუპანტია, ამიტომ სტრატეგიულ პარტნიორად არ აგვირჩევია ის, არამედ აშშ ავირჩიეთ. მაგრამ, უკვე ზღვარს გადადის ლგბტქ+ პროპაგანდა აშშ-დან. ჩვენ მოვისმინეთ, ასევე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადება, რომელიც აშშ-ში მცხოვრებ საჯარო მოხელეებს ეხებოდა, მაგრამ როგორც წესი, ხშირად საკითხი აშშ-ში იწყება და შემდეგ იოლად გადმოედება ხოლმე ჩვენს რეალობასაც. ეს სახიფათოდ განვითარებადი პროცესია. დასავლეთის არაერთ ქვეყანაში ამგვარი ტენდენციები ჩვეულებრივ მოვლენად იქცა“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მოსალოდნელ საფრთხეზე ამახვილებს ყურადღებას ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე, რომელის განცხადებით, სამწუხაროდ, მსოფლიოში გაბატონებული არიან ის გლობალური ომის პარტიის ძალები, რომლებიც არა მარტო იარაღით ბრძოლას მიმართავენ, არამედ ფსიქოლოგიურად მოქმედებენ ადამიანების სულის გადასაბირებლად.

„ეს არის იმ დიდი უხილავი გლობალური იმპერიის დასასრული, რომელიც აკეთებს ამ სამარცხვინო საქმეს. ყოფილა მსოლიოს ისტორიაში ასეთი ფაქტები, როდესაც დიდი იმპერიები ბოლოს დაღუპა გარყვნამ, გათახსირებამ და ყოველგვარმა გამამაძაღლებამ. ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მოიტანს დადებით შედეგს იმ მამებისადმი, რომლებიც ამას აკეთებენ.

ბუნებრივია, ისმის კითხვა, ვინ აკეთებს ამას? - პასუხი მარტივია - ამას აკეთებენ ის ადამიანები, რომლებიც დღევანდელ დღეს გავლენას ახდენენ მსოფლიო პოლიტიკაზე, იმ საელჩოებზე და იმ ქვეყნებზე, რომლებიც, ფაქტობრივად, მათ დამონებული ჰყავთ. აშკარად გამოვიდნენ „სამოღვაწეო ასპარეზზე“ და დაიწყეს არაადამიანური, არაამქვეყნიური ქმედებები. დარწმუნებული ვარ, რომ საელჩოები კიდევ უფრო მეტად გააქტიურდებიან ამ მხრივ. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ საელჩო ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გააკეთებს ამას, თუ არ აქვს მათი ქვეყნების ხელისუფალთა ხელდასმა. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც, სამწუხაროდ, წარმათავენ მსოფლიო პოლიტიკას“, - აცხადებს გვენეტაძე.

კითხვაზე, იმ შემთხვევაში თუკი დადგება სახელმწიფო არჩევანის წინაშე, რომ საკანონმდებლო დონზე დარეგულირდეს LGBT თემის პროპაგანდა, ანალიტიკოსი ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში სახელმწიფომ უნდა დაიცვას საკუთარი ქვეყნის ღირსება.

„ალექსანდრე ყაზბეგს აქვს ნათქვამი - „გავწყდეთ ხალხო, მაგრამ სხვა ხალხს ნუ ვაბატონებთ“. არც ერთი შემთხვევაში არ შეიძლება რაიმე კანდიდატობაზე, წევრობაზე და ა.შ. ტრადიცების, მამულის, ენის და სარწმუნოების გაცვლა. სადაც უნდათ, იქ აიფარონ ეს კანდიდატობა და სადაც უნდათ იქ იარონ. დღევანდელ დღემდე მოვედით რწმენით, რომელსაც ჰქვია მართლამდიდებლური სარწმუნოება და მისი ღალატი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გადავშენდებით. ამიტომ, ქართველ ერს არც ერთ შემთხვევაში არ უღირს რაღაცა კანდიდატის სატატუსზე გაცვალოს მისი მამული, ენა და სარწმუნოება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძემ.

trampi რა ჯანდაბად გინდა უვიზო რეჟიმი??
მაგის სანაცვლოდ ფანდარასტების კანონის მიღებას მოგთხოვენ...უარი თქვით მაგ უვიზოა თუ რაღაცა მიმოსვლაზე
თუ არდაა ნახავთ ......მუქთა ყველი სათაგურშიაო ..
.. ისე რაა ცოტა რამე გვიმუხთლეეს?? მაგას ვეღარ იზამენ თუ ვერ იკადრებენ??
ეგენი და კადრებააა?ქვეყანად არ მივაჩნივართ და რა კადრებაზეაა ლაპარაკიი??
ესენი უტვინოები არიან, თორე სუ რუსეთით დავუწყებდი სპეკულიანტობას--ვეტყოდი გინდაათ გინდათ,... არადა აგე რუსეთი გაშლილი ხელით გველოდება მეთქი ..
ვააა ........... რა დრო დადგა რო მეგონა რო რუსეთზე დიდი მტერი საქართველოს არა ყავდა-..........................--ესენი ვინ ყოფილან??
ჩემთვის რომ ვინმეს 2004 წლამდე მსგავსი ეთქვა თვალებს ამოვთხრიდი.
ეხლააა??
მაგრამ მაინც ....მანამ პირში სული მიდგას რუსეთს აფხაზეთს ვერ დავუვიწყებ
რადენი უბედურება..................
რამდენი ქართული გული.............დაიქცა საქართველო
ჰოოდა იმიტომ ვამბობ ხოლმე------------ თითო ბომბი გლიჯონ ერთმანეთს არ შეიძლებააა ??/
მე ორივეს ჩესნად ვუბალეშიკებ.
8 თვის უკან
ლაზი ამას ქვია, ვაის გავეყარე და უის შევეყარეო. რუსეთმა რაც 200 წელი რომ ვერ გააკეთა საქართველში, ესენი ამ ნჯო-ებით 20 წელიწადში ათჯერ უარესს აკეთებენ. აბა რა იქნება, 20 ათასი გრანტით მოთაფლული ყოლიათ. იმიტომ იცავდნენ კბილებით და ბრჭყალებით, ფარას კანონის საწინააღმდეგო აქციებს. ამ 20 ათას უსქესოს, რაც გინდა დაავალე, ყველაფერს შეგისრულებს, საკუთარ დედას, მამას, ძმას და დასაც არ დაიდობს. 20 ათასი ცალი, ახალი პავლიკ მოროზოვები ყოლიათ გამოზრდილი.
8 თვის უკან
ლევკოთეა ეს ცისარტყელა დროშა ტარზე დაახვიონ და რიგ-რიგობით ისიამოვნონ. ყველას ეყოფათ.
რეალურად ამ არასამთავრობოებისთვის სულერთია, ვის უფლებებს დაიცავენ. თუ გინდა, მართლმადიდებლობას დაიცავენ, თუ უფრო მეტს გადაუხდიან. ესენი მართლა მეძავები არიან. ყველაფერზე წამსვლელები ფულის გამო.
8 თვის უკან