„ევროპის ქვეყნები უშუალოდ არ არიან ჩართულნი უკრაინის ომში და არ ესმით რაც ხდება, დროა ევროპამ გააცნობიეროს, თუ რა საშიშ სამყაროში არსებობს“

„ევროპის ქვეყნები უშუალოდ არ არიან ჩართულნი უკრაინის ომში და არ ესმით რაც ხდება, დროა ევროპამ გააცნობიეროს, თუ რა საშიშ სამყაროში არსებობს“

უკრაინაში ომის დაწყებიდან 2 წელი გავიდა, რუსეთის აგრესია კი გრძელდება. ამის ფონზე, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ უკრაინის ომის შედეგი, შეიძლება, უახლოეს თვეებში გადაწყდეს, დასავლეთმა კიევისთვის დახმარება უნდა გააძლიეროს. თუმცა, ანალიტიკოსთა ნაწილი აღნიშნული განცხადებას სკეპტიკურად უყურებს და არ იზიარებს მოსაზრებას, რომ თითქოს, დღეს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების კონტურები იკვეთებოდეს.

ჯოზეფ ბორელის შეფასებით, თუ ევროპელებს სურთ უკრაინის გამარჯვება, ქვეყანას უფრო მეტი დახმარება უნდა გაუწიონ და უფრო სწრაფად. მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპის ქვეყნები უშუალოდ არ არიან ჩართულნი უკრაინის ომში და ამიტომ „სრულად არ ესმით“ იმის მნიშვნელობა, რაც ხდება. ბორელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დროა ევროპა „გამოფხიზლდეს“ და გააცნობიეროს, თუ რა საშიშ სამყაროში არსებობს. დიპლომატმა ევროპელებს მოუწოდა, აიღონ პასუხისმგებლობა და გააუმჯობესონ საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობები, რათა მომზადდნენ „ნებისმიერი შემთხვევისთვის“, - ამის შესახებ მან ესპანურ გამოცემა El País-თან ინტერვიუში განაცხადა.

„მოძრაობა თავისუფლებისთვის - წინააღმდეგობის ერთიანი ფრონტის“ ლიდერი, სამხედრო ექსპერტი, აკია ბარბაქაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ომი დასრულდება მაშინ, როდესაც უკრაინა გაეროს მიერ აღიარებულ საზღვრებს დაუბრუნდება. მისი თქმით, რამდენიმე თვეში რუსეთ-უკრაინის ომი ვერ დასრულდება. როგორც ბარბაქაძემ აღნიშნა, ამ ომში აშკარა უპირატესობა უკრაინას აქვს.

„არ ვფიქრობ, რომ ეს უახლოეს თვეებში დასრულდება. ომი დამთავრდება მაშინ, როდესაც უკრაინა გავა 91 წლის გაეროს მიერ აღიარებულ საზღვრებზე. იმისთვის, რომ ეს მოხდეს, რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები, რის მზაობასაც რუსეთში ვერ ვხედავ. რაც შეიძლება მეტი და რაც შეიძლება სწრაფად უნდა აღმოუჩნდეს უკრაინას დახმარება, რომ მან შეძლოს მარაგების შევსება და გამარჯვება ამ ომში, მაგრამ არ მგონია, რომ ეს რამდენიმე თვეში მოხდება.

დღეს მეტი უპირატესობა უკრაინას აქვს, რადგან ის რესურსი, რითიც ცივილიზებული სამყარო უკრაინას ეხმარება, ბევრად აღემატება რუსეთის შესაძლებლობებს. იმის გამო, რომ რუსეთი ჩაჯდა თავდაცვაში უკრაინის ტერიტორიაზე, არ ნიშნავს იმას, რომ მას რაიმე უპირატესობა აქვს. რუსეთისთვის ადამიანების სიცოცხლე არ წარმოადგენს ღირებულს, მაგრამ ტექნოლოგიური უპირატესობა დასავლეთის სასარგებლოდაა და უკრაინის არმიის მოტივაცია ბევრად აღემატება რუსეთის არმიის მოტივაციას. უკრაინა გამოიკვეთა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო არმია და უკრაინელი ერი ერთ-ერთ მედგარ მებრძოლებად ჩამოყალიბდნენ ამ ორი წლის განმავლობაში, ამ პარადიგმის შეცვლა რუსეთს არ ძალუძს“, - განაცხადა ბარბაქაძემ.

სამხედრო ექსპერტის შეფასებით, რუსეთს დასავლეთის სანქციები მძიმედ დააწვა და დაახლოებით, ორ წელიწადში მისი ეკონომიკა კატასტროფულ ცვლილებას განიცდის.

„დასავლეთის სანქციები მუშაობს, რუსეთის ეკონომიკა საკმაოდ მოწყვლადი გახდა, მეტიც, ის სულს ღაფავს. სანქციების გამკაცრება კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს რუსეთს. ეს ორი წელი შესაძლოა კატასტროფა ყოფილიყო რომელიმე განვითარებული ქვეყნისათვის, ამას რუსეთი იგნორირებას უკეთებს, მაგრამ შემდეგი ორი წელი მისთვის ნამდვილად კატასტროფა იქნება, რადგან მისი ოზოლაცია უფრო მეტად მკაცრდება. რუსეთმა დაკარგა ბაზარი, წვდომა უახლოეს ტექნოლოგიებზე. რუსეთი არის ჩამორჩენილ მდგომარეობაში და საბჭოთა კავშირის 70-80-იანი წლების ტექნოლოგიებზე“, - დასძინა აკია ბარბაქაძემ.

ანალიტიკოსი საერთაშორისო საკითხებში, ნიკა ჩიტაძე არ ელოდება, რომ ომი უახლოეს თვეებში დასრულდება. როგორც მან For.ge-სთან საუბარში აღნიშნა, დღეს უკრაინას არ გააჩნია იმის რესურსი, რომ რუსეთის მიერ დაკავებული ტერიტორიები დაიბრუნოს, თუმცა, არც რუსეთს შეუძლია უკრაინის დედაქალაქის აღება.

„მოსალოდნელი არაა, რომ უკრაინა-რუსეთის ომი უახლოეს თვეებში დასრულდეს, ამის ალბათობა არის ძალიან მცირე. რუსეთს, ბუნებრივია, გაუჭირდება კიევისკენ სვლა, თუმცა, ამ ეტაპზე უკრაინასაც არ გააჩნია საკმარისი რესურსი იმისა, რომ გაათავისფლოს ოკუპირებული ტერიტორიები. რუსეთი რომც მივიდეს კიევამდე, რუსეთი განწირულია პარტიზანული ომისთვის. რუსეთს არ გააჩნია აშკარა უპირატესობა, რადგან უკრაინაც ახორციელებს საპასუხო დარტყმებს რუსეთის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე და რამდენიმე დღის განმავლობაში, მოახერხა რამდენიმე რუსული თვითმფრინავის, მათ შორის A50-ის განადგურება.

დასავლეთის მხრიდან რუსეთზე ზეწოლა შესაძლოა გაძლიერდეს. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა მანამდე 12 პაკეტი დაამტკიცა, ამან რუსეთის ეკონომიკა, ჯერჯერობით, ვერ ჩამოშალა. მნიშვნელოვანია დამატებითი სანქციების მიღება და ეს მოხდება კიდეც. ამის ფონზე, ამერიკაც ამზადებს ახალ სანქციებს, რომ რუსეთმა ვერ განახორციელოს ნავთობის ექსპორტი სანქციებისთვის გვერდის ავლით. დასავლეთის სწავლობს გარკვეულ მეთოდებს, როგორ შეიძლება გაძლიერდეს რუსეთზე ზეწოლა, რომ რუსეთმა ვეღარ შეძლოს მომავალში მისი სამხედრო კამპანიის დაფინანსება“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

 

trampi დასცხეთ დასცხეთ ამ კოლუმბის ნაბუშარებს.....ეგენი არიან ყველაფრის თავიც და ბოლოც



მესმის, მესმის სანატრელი

ხალხთ ბორკილის ხმა მტვრევისა!

სიმართლის ხმა ქვეყნადა ჰქუხს

დასათრგუნვლად მონობისა.


აღმიტაცებს ხოლმე ის ხმა

და აღმიგზნებს იმედს გულში...

ღმერთო, ღმერთო! ეს ხმა ტკბილი

გამაგონე ჩემს მამულში!


რამდენიც არ უნდა იფხაკუნოს ამერიკამ , უახლოეს მომავალში მაინც დედა მოეხვნება (ძალიან კაი იქნებოდა იმათ არჩევნებზე)
ჰოო...კიდევ ამერიკაში აწ დამლაგებლად მომუშავე დაგნარა დეიდა მომიკითხეთ, ძალიან დიდი ,,სიყვარულით,,...
ჰმ...ფანდარასტი!!!!!!
იცით კიდევ რა მიკვიირს ?? რომ იძახიან რუსული პროპაგანდა, რუსული ფულებიო
ბიჯოოო ............. გიჟია პუტინი ფულები ყაროოს???
ეს ამერიკის სალჩო და მთლიანად ამერიკა, იმისთანა სირობებს სჩადის და თან ისე იავნად, რომ რაში-ღა სჭირდება პუტინის ფულების ხარჯვა?? მთელი ამერიკა თავისი ქმედებებით, პირდაპირ პუტინის წისქვილზე ასხამს წყალს და გიჟიაა პუტინი კიდე ფულები დახარჯოოოს??
დგას დიდი დათვი ჩანჩქერის თავზე, პირი აქვს დაღებული აქვს და პირდაპირ პირში უცვივდებიან ეს დებილი ამერიკელები
და კიდე პუტინის ფულებიო.....
მოკლედ ვერ არიან ეს ამერიკელები დალაგებულები..
არადა ეს ანალიტიკუტრი ცენტრებიო, ეს ცეერუვო და კიდევ ათასი სირობები და მაინც კიდევ ამდენ სირობებს სჩადიან
ის მახსენდება ხოლმე უგულავამ ჩვენს ე.წ. ინტელიგენციას საახალწლოდ ინდაურები რომ დაურიგა...
მაშინვე ჩანდა რა ცენტრებიც ჰქონდათ და რა რჩევებსაც აძლევდნენ ნაცებს, ეგ მართლა დაცენტრილები

არა ..... ისე ციხეებში წამების მეთოდები კი ნაღდად მაგათი დანერგილი იყო (გუანტანოდან გადმოტანილი--ეხლა უკრაინაში დანერგილი))- ვერაფრს იტყვის კაცი, მაგარი იყო --საწყალ პატიმრებს დაჟე კენედის მკვლელობაზე აწერინებდნენ ხელს და ქონების წართმევაზე როგორ ვერ მოაწერინებდნენ ხელს???...ზაპროსტო
ხოოდა ეხლა ბუმერანგები დაუბრუნდებათ უკან, ბუმერანგები...
6 იმპერიამ დასასრულა საქართველოსი არსებობა.... ეგენი მეშვიდეები არიან მეშვიდეები
ხოოდა ყოველდღე ველოდები წყალმა რომ ეგენი ჩამოატაროს...
8 თვის უკან
DDDzia კაკია, ბარბაქაძე!

ექსპერტ-გენერალო!


უკრაინის ომის რეალური მიზეზთაგანი - Компания Монсанто владеет 78% земельного фонда Сумской области, 56% Черниговской, 59% Херсонской и 47% Николаевской области.

Monsanto Company (Монса́нто) — многоотраслевая транснациональная компания, мировой лидер биотехнологии растений. Основная продукция — сельскохозяйственного назначения: генетически модифицированные семена кукурузы, сои, хлопка, инсектициды типа ДДТ, а также самый распространённый в мире гербицид «Раунда́п».
8 თვის უკან
trampi ძია
მაგ მართლა კაკიას რას უხსნი?? ეგ ხომ ტანსაცმლიანი ნაცია?.... მაგათ ყველაფერი უკუღმა უნდა უთხრა უკუღმა ---ასინეთასავით~

აგე ევროპაში რას უშვრებიან მაგათ გაგზავნილ სიმინდს და ხორბალს?/--- პირდაპირ ეშელონებიდან ყრიან მიწაზე
...და ამერიკა ვერ ეხმარებათ, მიუხედავად იმისა რომ ეგ მარცვლეულ;ი 100% იმათია....~
სადააა სლავა უკრაინა??
ან ჩვენი ლიბერალ ნაცები რატო არიან გაყურსულ;ები მაგ საქმეზე...სადააა ევროპული პროტესტი სად??
ან რატო ფრონტზე არ მიდიან ?? სამალიოტს მე ვქირაობ--- ხო იძახოდნენ სამალიოტი მოგვეცითო --ვაძლევ სხვა რაღა უნდათ წავიდნენ
ეხლა მე უნდა გავიდე პოლონეთის საელჩოსთან და ვიყვირო სლავა უკრაინა მეთქი
ოოოოხ ამათი მაარიაჟა კეთილებიც ქუნემ
8 თვის უკან