ჯერ ნელსონ მანდელას როლში მოგვევლინა, თუმცა მალევე მოწყინდა და თავი ეროვნულ გმირებს მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას შეადარა, მაგრამ სასჯელაღსრულების დაწესებულების მიერ გავრცელებულმა კადრებმა მიხეილ სააკაშვილის „გმირობის“ ისტორია დაასრულა. შემდეგ უკვე პაკისტანის ყოფილი პრემიერს, იმრან ხანის მიადგა და თქვა, რომ პოლიტიკაში მისი მონაწილეობა რომ არ დაეშვათ, რამდენიმე მუხლით მრავალწლიანი სასჯელი მიუსაჯეს, ისევე როგორც თავად „უდანაშაულოდ“ ამყოფებენ ციხეში. მაგრამ, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებამ პაკისტანელი ლიდერი დაავიწყა და მალევე მოირგო ახალი როლი.
ახლა სააკაშვილი და მისი პარტია ამტკიცებს, რომ ორივე პატიმრის ისტორია იდენტურია. ქართულ ციხეში პუტინის დავალებით ოლიგარქის პრორუსულმა რეჟიმმა მოწამლა ციხეში და მაშინ სააკაშვილი ღმერთმა გადაარჩინა. სააკაშვილის წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე აცხადებს, რომ ივანიშვილს ხელი არ აუღია პუტინის დავალების შესრულებაზე. მისი თქმით, ნავალნის მაგალითმა გვაჩვენა, რომ მიხეილ სააკაშვილი უდიდესი საფრთხის ქვეშ არის და რაც შეიძლება მალე, აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თემურ ჯანაშიას თქმით, პრეზიდენტ სააკაშვილს უნდა მოექცნენ სამართლიანად.
„ჩვენი ქვეყნის პარტნიორი ქვეყნის მინისტრი რადოსლავ სიკორსკი პირდაპირ მიუთითებს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს უნდა მოექცნენ სამართლიანად, სამართლიანობა კი მოითხოვს იმას, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილი არ უნდა იყოს იქ, სადაც არის. მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფლებაზე, მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეცეს უფლება, მიიღოს პოლიტიკურ, ამხელა, რევოლუციურ წინა პროცესში მონაწილეობა“, - აღნიშნა თემურ ჯანაშიამ.
ჯანაშიას განცხადება ცხადყოფს, რომ რადიკალური ოპოზიციის გაგმა არის ქვეყნის ქაოსში შეყვანა და რევოლუციის გზით ხელისუფლების დამხობა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის ბექა დავითულიანის თქმით, იმის ნაცვლად, რომ ჯანაშია მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრების სწავლის დაფინანსების და ხარჯების სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაღებისთვის ციხეში იჯდეს, სამწუხაროდ, არის გარეთ და თავის ამომრჩეველს რევოლუციისკენ მოუწოდებს.
„ეს ძალიან მარტივი სცენარია - სალომე ზურაბიშვილს სთხოვენ, რომ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, მერე მიანიჭოს მოქალაქეობა, რომ პოლიტიკაში ჩართვის ლეგიტიმაცია მისცეს და რევოლუციის ინსტრუმენტად იყოს გამოყენებული, რაც მათ არ გამოუვათ და მათი შანსი ნულოვანია“, - აღნიშნა ბექა დავითულიანმა.
ანალიტიკოს სოსო მანჯავიძის განცხადებით, რეალურად, არჩევნების შედეგს კი არ აქვს იმდენი მნიშვნელობა, არამედ იმას, თუ რამდენი არგუმენტი ექნება ხელისუფლებას, არჩევნები გაყალბებულად რომ არ გამოაცხადონ. მისი თქმით, მიმდინარეობს პოლიტიკური ზეწოლა, რომ მიიღონ გარკვეული შედეგი სამხრეთ კავკასიის რეგიონში, მათ შორის - საქართველოში. როგორც მანჯავიძე აცხადებს, მათი მიზანია სააკაშვილი შეიწყალოს სალომე ზურაბიშვილმა, რომ ამით რაღაცნაიარად მოახდინოს იმ ოპოზიციის ფორმირება, რომელსაც ექნება იმდენი პროცენტი, რომ შეძლოს დინამიკის შენარჩუნება.
„ვიცით, რომ სხვა პარტიებს პულსი არ ესინჯებათ. „ქართული ოცნება“ კი გამალებით ცდილობს, რომ კვლავ რაღაცნაირად გააცოცხლოს ნაცები. იმ ყველაფრის შემდეგ, რაც ვნახეთ, დღეს მხოლოდ ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანი შეიძლება იყოს ნაცი და მიშინსტი, მათი რიცხვი ზუსტად ემთხვევა იმ მარგინალების რიცხვს ნებისმიერ სოციუმში და ეს არის 12-15%. მაგრამ ეს არ ყოფნით, შიგნითაც დაშლილები არიან, მარგინალები ერთმანეთს აცლიან ელექტორატს და ამიტომ დადგა პრობლემა იმისა, რომ შეიძლება ვერავინ ვერ გადალახოს 5%-ანი ბარიერი და მერე ვინ გააპრავებს არჩევნებს?!
არჩევნები რომ გაპრავდეს, ამისთვის პოლიტიკურმა ოპონენტმა უნდა აღიაროს არჩევნები. არჩვნების შედეგები რომ ლეგიტიმური იყოს, უნდა გაღიაროს ტრანსგენდერის რძით ნაკვებმა დასავლეთის დემოკრატიამ. საერთოდ, რაზე ვლაპარაკოთ, როდესაც პრეზიდენტად დაგვისვევს ქალი, რომელიც არის პირდაპირ საფრანგეთის დაზვერვის თანამშრომელი. აქ ელჩად გვყავდა, გაეროში საფრანგეთის წარმომადგენელი იყო, რომელსაც უშიშროება აკონტროლებს და თავზე დაგვასვეს.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა გვითხრა, ძველი ქართული იცის, მას რომ ვუყურებ ძველი საქართველო მახსენდება, ძველ-ქართულად მეტყველებსო. მარგველაშვილი კი სოკრატეაო და ესო საქართველოს ისტორიის დიდება არისო. ამ ქალს გულით უნდა სააკაშვილის შეწყალება, მაგრამ ვერ იწყალებს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.
ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის შეფასებით, რადიკალური ოპოზიციის მიზანია სისხლიანი გადატრიალება ქვეყანაში, რომლებმაც გარანტირებულად იციან, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების არავითარი შანსი არ აქვთ.
„თემიურაზ ჯანაშია იმდენ ტრეინგებზე არის ნამყოფი, რომ თავისდა უნებურად წამოაყანტრალა ის, რაც წამოაყრანტალა. ანუ, წამოიბლუკუნა. დღეს, რომ ცოცხალი იყოს დიდი ეროსი მანჯგალაძე ასეთ სიტყვებს იტყოდა - „მიკროფონთან არის გონებაჩლუნგი და კუნთმაგარი თემურ ჯანაშია“. ამათ მხოლოდ და მხოლოდ, ხელისუფლებაში მოსვლის ერთადერთი გზა აქვთ - რევოლუცია და სისხლიანი გადატრიალება. მათ შორის არის ჯანაშია, რომელიც ისევ ფიქრობს იმ ადგილზე დაბრუნებას, რომელშიც იყო და რომელშიც როგორც თევზი წყალში, ისე გრძნობდა თავს.
ჯანაშია არის ძალიან დაბალი განათლების და ინტელექტის მქონე. სწორედ ასეთი არის სააკაშვილი, რომელიც საკუთარი ფეკალიებით თამაშობს. ეს ის ხალხია, რომლებმაც თვალის დაუხამხამებლად გაყიდეს საქართველო და ახლა იმის გაყიდვა უნდათ, რაც დარჩათ. თუ ამის საშუალება მიეცათ, აბსოლუტურად ყველაფერს გაყიდიან. საერთოდ, სააკაშვილის გარშემო მყოფი ადამიანების შესახებ სერიოზული ლაპარაკი ზედმეტია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე.
90 -ან წლებში აფხაზეთის მერე ხო ვიძახოდით და ვიმშვიდებდით თავს რომ ----- ორი რუსეთია, ერთი მუდამ ჩვენს გვერდით მდგომი, ჩვენი ძმა და მეგობარი დემოკრატიული რუსეთი და მეორე კიდე მტერი, რეაქციული რუსეთიო ...
ხო აღმოჩნდა რომ სინამდვილეში ორივე რუსეთი ერთია, ორივე დიდი ჩათლახი და ორივე ჩვენი დიდი მტერი
ეხლა ზუსტად მასეა ამერიკაც ----- ერთი მითომდა ჩვენი ძმა და მეგობარი დემოკრატიული ამერიკა, რომელიც 24 საათი სუ ჩვენ კეთილდღეობაზე ფიქრობს (ისემც კოპლუმბი ქუნემ) და მეორე კიდევ მითომ ომის პარტია, რომელიც საქართველოს მიმართ მტულად იქცევა და ჩვენს მიმართ იმპერიალიტურ ზრახვებს ამჟღავნებს...
და მტრულ ჩვენს ე.წ. ოპოზიციას საქართველოს სამტროდ ფინანსურად კვებავს
ხომ ჩაანს რომ ესენიც ზუსტად რუსეთივით , ორივე ამერიკა საქართველოს მტრები არიან
ესენი კიდევ კულტურულად იქცევიან და მიამიტურად ამბობენ--- ამ ჩათლახ ნაცებს საქრთველოსადმი მტრულად განწყობილი უცხო გარე ძალები
აფინანსებენო
კი მაგრამ ეს უცხო ძალები, უცხო ძალები.... ვინააა ის უცხო გარე ძალა?? სახელი არაა აქვს??
თუ ტრაკი არა გაქვთ რომ ამერიკას დააადოთ თითი??
ვერის უბნელი ვარდოსი არ იყოს---- ამ უბანში იმ ქურქის მყიდველი ვინცაა თქვენ ჩემზე კარგად იცითო
ხოოდა ვინაა ამ ყველაფრის დირიჟორი ვერა ხედააავთ?? თუ არ გინდათ რომ დაინახოთ??
ზუსტია ზუსტი..................
და ყველაც ყველაფერს კარგად ხედავს...მაგრამ ტრაკი არაა აქვთ, ტრაკი
ხოოდა ამ ამერიკის ფონზე ,,შემიყვარდა,, ეს დედამოხნული რუსეთი. არადა ამას 2003 როგორ წარმოვიდგენდი, სუ ტაში, ვაშას გავიძახოდი ...
მაგრამ .... ჭირს მოგცემ ჭირს დაგავიწყებო....ესეა..
ამერიკა.............
ამათზე დიდი მტერი საქართველოს არ ყოლია-- საფუძვლებში არყევენ საქართველოს, საფუძვლებში
ესენი კიდევ ენის მოჩლექით ელაპარაკებიან
ბიჯოო.............. ხმალაობას ვერ გაუმართავთ მაგრამ ....ეგრე ტრაკში შეძრომაა??
..ადრე მზე ჩრდილოეთიდან ამოდიოდა, ეხლა კიდევ--- დასავლეთიდანო
ლამის დავბერდი და მზე საიდან ამოდის ვეღარ გავიგე......