აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ინიციატივით, აფხაზეთის ა-რ კონსტიტუციაში ბოლო 6 თვის განმავლოაბში მეორე ცვლილება შედის. ამ ცვლილების თანახმად, ისინი საქართველოს საკანონდებლიო სივრციდან გადიან, რაც გამოიხატება იმაში, რომ მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას, ცენტრალურ ხელისუფლებასთან, ანუ პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან შეთანხმების გარეშე, აირჩევს აფახაზეთის ა-რ უმაღლესი საბჭო. კონსტიტუციაში შესატანი ცვლილების პროექტის განხილვა 31 ოქტომებერს გაიმართა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რასაც უნივერსიტეტის პროფესურის, სტუდენტების და არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი მოჰყვა.
აფხაზეთის ა-რ იუსტიციის დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე, სამართალმცოდნე, პაატა კაკულია for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ პროექტის ავტორებს პირდაპირ უთხრეს, რომ ეს არის სეპარატიზმი და ამას არ დაუშვებს არა მარტო აფხაზეთის საზოგადოება, არამედ საქართველოს მოსახლეობა. როგორც კაკულია ამბობს, ისინი მიმართავენ არჩეულ პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტს, პოლიტსაბჭოს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ არ დაუშვან კონსტიტუციაში ამ ცვლილების განხორციელება.
დეტალურად რომ განვმარტოთ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭო აფხაზეთის ა-რ კონსტიტუციაში რა ცვლილების განხორციელებას გეგმავს?
პაატა კაკულია: პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ყველაზე აბსურდული რამ, რაც კი ბოლო პერიოდში გაუკეთებია უმაღლეს საბჭოს. ამ ცვლილებით უმაღლესი საბჭო ცდილობს, რომ მთავრობის თავმჯდომარე ცენტრალურ ხელისუფლებასთან ყოველგვარი შეთანხმების გარეშე, პირდაპირ მან დანიშნოს.
ვინ არის ამ ცვლილების ინიციატორი?
- აფახაზეთის უმაღლესი საბჭო.
რომელ მუხლში შედის ეს ცვლიელბა?
- აფხაზეთის ა-რ კონტიტუციის 112-ე პრიმა მუხლში. არსებულ ჩანაწერში კი აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს პრეზიდენტის თანხმობით, ნიშნავს და ანთავისუფლებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭო. საქართველოს კონსტიტუციაში დაფიქსირებულია, რომ ჩვენ გვყავს ორი თანაბარი უფლებამოსილების მქონე ავტონომია. კანონში პირდაპირ წერია, რომ ეს არის ერთნაირი უფლებამოსილების სტატუსის მქონე სუბიექტები. დღეს მოქმედი კონსტიტუციური ნორმით, აჭარაში, მთავრობის თავმჯდომარე პრეზიდენტის წარდგინებით ინიშნება აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ. ხოლო ახლად არჩეული პრეზიდენტს მიერ ფიცის დადების მომენტიდან, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს პრეზიდენტი მთავრობასთან წინასწარი თანხმობით წარუდგენს უმაღლეს საბჭოს ე.ი. საქართველოს მთავრობა ერთვება ამ პროცესში, ვინაიდან აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი არის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი. აქედან გამომდინარე, რასაც აფხაზეთის უმაღლესი საბჭო აპირებს, გახლავთ ის, რომ ამ ცვლილებით არც პრეზიდენტის და არც საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობა არ იქნება საჭირო აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის დასანიშნად. ამ ცვლილებით აფხაზეთის უმაღლესი საბჭო ცდილობს გავიდეს საქართველოს კონსტიტუციური სივრციდან.
პრეზიდენტის ინაგურაციის შემდეგ რა სამართლებლივ ჭრილში მოექცევა აფხაზეთის უმაღლესი საბჭო და მათ შორის მთავრობის მოვალეობის შემსრულებელი? მთავარ პრობლემად კვლავ რჩება „თავისუფლების ქარტია“. როგორც მმართველი ძალა ამბობს, ქარტიის გადახედვას არ აპირებენ, ანუ მისი ანულირება არ მოხდება...
- უმაღლეს საბჭოს განზრახული აქვს, რომ დაჩქარებული წესით განახორციელოს ცვლილება კონსტიტუციაში. ანუ პრეზიდენტის ფიცის დადების შემდეგ, ავტომატურად ამოქმედდეს ეს მუხლი, რომ მთავრობის თავმჯდომარის დანიშვნა მოხდეს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრთან შეთანხმების გარეშე. საქართველოს კანონში მთავრობის შესახებ 28-ე მუხლში პირდაპირ წერია, რომ აფხაზეთის და აჭარის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები შედიან საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემაში. ამიტომაც სისტემის ხელმძღვანელი არის პრეზიდენტი და პრემიერი. ესენი კი ცდილობენ ამის იგნორირებას. თუ გაუვათ და გაიტანენ ეს თავხედური გეგმა, დარჩება მთავრობის თავმჯდომარედ, თავს არ შეიწუხებენ „თავისუფლების ქარტიის“ დაცვით. მაგრამ თუ ეს ცვლილება კონსტიტუციაში არ გამოუვიდათ, მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი დაბრუნდება უმაღლეს საბჭოში და მათ მიერ შერჩეული კანდიდატი, პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის თანხმობის გარეშე, უმაღლესი საბჭოს მიერ დაინიშნება აფხაზეთის ა-რ მთავრობის თავმჯდომარედ.
როგორ ფიქრობთ, რას ემსახურება ამ ცვლილების განხორციელება კონსტიტუციაში და თანაც ისე, რომ არ მომხდარა ამ ცვლილების საჯარო განხილვა, და რაც მთავარია, ეს საკითხი შეთანხმებული არაა ცენტრალურ ხელისუფლებასთან?
- ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ ვახტანგ ყოლბაია და მისი გუნდი, წინასაარჩევნოდ, აშკარად თუ ფარულად მუშაობდა ქალბატონი ნინო ბურჯანაძის სასარგებლოდ. ძალიან ბევრი ხალხია ვისაც ისინი შეპირდნენ თანამდებობებს, რადგან დარწმუნებული იყვნენ, რომ ნინო ბურჯანაძე გახდებოდა საქართველოს პრეზიდენტი. იმედი ჰქონდათ, რომ თუ ბურჯანაძე გაიმარჯვებდა, თანხმობას მისცემდა ყოლბაიას ამ თანამდებობაზე დანიშვნაზე და კონსტიტუციის ცვლილება არ იქნებოდა საჭირო. მაგრამ თადარიგი დაიჭირეს, ვაი თუ სხვა კანდიდატმა მოიგოსო და ეს პროექტი შეიმუშავეს.
ანუ, თუ კი ისინი შეძლებენ და განახორციელებენ ცვლილებას კონსტიტუციაში, ამ შემთხვევაში როგორც კი ფიცს დადებს პრეზიდენტი, მაშინვე ამოქმედდება ეს ცვლილება, რომლის თანახმად, უმაღლესი საბჭო პრეზიდენტთან და პრემიერთან შეთანხმების გარეშე დანიშნავს მთავრობის თავმჯდომარეს. აქ აშკარად იკვეთება სეპარატიზმის ნიშნები. წარმოიდგინეთ, რომ ვართ აფხაზეთში, აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ ცენტრალური ხელიუფლების გარეშე დანიშნა მთავრობის თავმჯდომარე, შემდეგ ამას მოსდევს სამხედრო შენაერთების შექმნა და ა.შ. არძინბას სხვა არაფერი არ გაუკეთებია 1991-92 წლებში.
შეიძლება ეს ცენტრალური ხელისუფლების დაუმორჩილებლობის მცდელობად შეფასდეს?
- რა თქმა უნდა, ეს არის თვითნებობა. ან, ეს არის კანონის არცოდნა, ან მიზანმიმართულად გადადგუმი ნაბიჯი სეპარატიზმისკენ. გამოდის, რომ მარტო ბიუჯეტს ითხოვენ ცენტრალური ხელისუფლებიდან, დანარჩენს ჩვენ მივხედავთო. მაშინ ეს ავტონომია კი არა, ცალკე სახელმწიფოა. აფხაზეთის უმაღლესი საბჭო გადის სამართლებრივი სივრციდან, რომელიც არ ჯდება არანაირ ჩარჩოში. სისტემიდან გამოდიან, ადგენენ ახალ რეგულირებას, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ასევე საქართველოს მთავრობის შესახებ კანონს.
სამართლებრივად რა კვალიფიკაცია შეიძლება მიეცეს ამ მცდელობას?
- ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. ეს არის მცდელობა, დანაშაულის მომზადებისა სახელმწიფოს წყობილების წინააღმდეგ. ეს ჯერ პროექტის სახით აქვთ. ზუსტად ვიცით, რომ არ შეიცვლება კანონი „თავისუფლების ქარტიის“ შესახებ, რაც ხელს უშლის ყოლბაიას დაინიშნოს მთავრობის თავმჯდომარედ. „თავისუფლების ქარტია“ მიღებული იქნა ევროკავშირის, ევროსაბჭოს და გაეროს რეკომენდაციით. შეზღუდვა ვრცელდება დანიშვნით თანადებობებზე.
ანუ გადამწყვეტ თანამდებობაზე არ შეიძლება დაინიშნოს ის პიროვნება, რომელიც იყო რაიკომის მდივანი, ასეთი ერთეულები იყვნენ საქართველოში და ამ ერთეულებში იყო ვახტანგ ყოლბაია, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში იყო გალის რაიკომის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ მთავრობის თავმჯდომარეობის სურვილი აქვს გია გვაზავას, მეორე ვერსიით ამ თანამდებობაზე კოალიციაში აქტიურად განიხილება გია შერვაშიძის კანდიდატურა...
- არის საუბარი გია გვაზავაზე, შერჩეული ჰყავთ შიგნით კანდიდატურა.
აქვე ჩაგეკითხები, აფხაზეთის მთავრობაში და უმაღლეს საბჭოში აქტიურად მუსირებს აზრი იმის შესახებ, რომ თითქოსდა ერთ-ერთ შეხვედრაზე ვახტანგ ყოლბაიამ განაცხადა, რომ ამ თანამდებობაზე მას უმრავლესობის ლიდერი, დავით საგანელიძე ლობირებს. რა ინფორმაცია გაქვთ ამასთან დაკავშირებით?
- 19 აგვისტოს მთავრობის მთელი შემადგენლობა შევხვდით ბატონ ყოლბაიას და მან პირდაპირ განაცხადა ამ შეხვედრაზე, რომ მე დავინიშნე დევნილთა მინისტრად, მაგრამ დავით საგანელიძემ მთხოვა, რომ ეს თანამდებობა ჩემი სიძისთვის დამითმე და მერე მე შენ დაგეხმარები დაიკავო სხვა თანამდებობაო. ეს არის მისი სიტყვები და ამას დაგიდასტურებთ მთავრობის ათივე წევრი, ვინც ესწრებოდა ამ შეხვედრას.
თქვენ ამბობთ, რომ კონსტიტუციური სივრციდან გამოდის უმაღლესი საბჭო, ხომ არ გიცდიათ საქმის კურსში ჩაგეყებინათ უმრაველესობა და მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციები?
- 31 ოქტომბერს ჰქონდათ კონსტიტუციის ამ პროექტის განხილვა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. უნივერსიტეტის პროფესურამ, სტუდენტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა პირდაპირ უთხრეს, რომ ეს არის სეპარატიზმი და ამას არ დაუშვებს არა მარტო აფხაზეთის საზოგადოება, არამედ საქართველოს მოსახლეობა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაპირებთ მივმართოთ პარლამენტს და ხელისუფლებას, ასევე მმართველი ძალის პოლიტსაბჭოს და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ არ დაუშვან კონსტიტუციაში ეს ცვლილება.
რაც შეეხება თქვენს სამართლებლივ სტატუსს, როგორც ვიცი თანამდებობიდან თქვენი განთავისუფლების ბრძანება ამ დრომდე არ არსებობს...
- მე ოფიციალურად არ ვარ განთვისუფლებული თანამდებობიდან, დოკუმენტალურად ეს არაა გაფორმებული, მაგარამ არსებობს ჩემი შემცვლელი, რომლის დანიშვნის შესახებ არ არსებობს ბრძანება. მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარი დაუჭირა უმაღლესმა საბჭომ, მაგრამ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, კანონით, მათი დანიშვნის უფლება არ აქვს. ამიტომ, მივმართეთ სასამართლოს და ვითხოვთ, რომ აღდგეს ჩვენი უფლებამოსილება.
ჩვენ ვდაობთ უკანონოდ განთავისუფლებაზე. მთავრობის 4 წევრი ასაჩივრებს ამ გადაწყვეტილებას. მოვითხოვეთ განთავისუფლების შესახებ ბრძანება, მაგრამ ამაზე ვახტანგ ყოლბაიამ და გია გვაზავამ განმიცხადეს, რომ ბრძანებას არ მოგცემთ, რადგან თქვენ ამას გაასაჩივრებთ, ვინაიდან არაუფლებამოსილმა პირმა შევცვალე მთავრობის შემადგენლობაო.