საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების სამხედრო ატაშეებს უმასპინძლა. შეხვედრისას სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კახა ჩიხრაძემ სპეციალური პრეზენტაცია წარმოადგინა და ატაშეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე.
საქართველოში აკრედიტებულ უცხო ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურას გაცნობოდნენ.
დღევანდელი შეხვედრა საქართველოში აკრედიტებული სამხედრო ატაშეთა ასოციაციის წლიური გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებას წარმოადგენს. საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი აქტიურად თანამშრომლობს აშშ-ისა და ნატოს წევრი სახელმწიფოების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტებთან. მიმდინარეობს ნატოს სტანდარტების იმპლემენტაცია საქართველოს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა.