მზადება 2024 წლის არჩევნებისთვის დაწყებულია და საქართველოს ევროკავშირის ქვეყნების ყურადრების ფოკუსში იმყოფება. EU-ს წევრი ქვეყნის ელჩების შეხვედრა ქართულ პოლიტიკურ სპექტრთან უკვე დაიწყო. ისინი ხვდებიან, როგორც ოპოზიიცის წარმოამდგენლებს, ასევე მმართველ გუნდს. ელჩებთან შეხვედრაზე პირველები „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ლევან ხაბეიშვილი და პეტრე ცისკარიშვილი იმყოფებოდნენ. მათი თქმით, ელჩებს უთხრეს, რომ ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების სხვადასხვა ბერკეტი აქვს და ამიტომ ამ არჩევნებზე ბევრი დამკვირვებლის ჩამოსვლაა აუცილებელი.
ელჩები ამ დღეებში სხვა ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შეხვდებიან. ასევე, არ არის გამორიცხული ეუთო/ოდირის გარდა საქრათველოში არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე სხვა სადამკვირვებლო მისიებიც ჩამოვიდნენ.
მმართველი გუნდი კი ამბობს, რომ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რათა ოდირის და სხვა ორგანიზაციის დამკვირვებლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, დააკვირდნენ საქართველოს არჩევნებს.
საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ უკვე გააგზავნა ოფიციალური წერილი ეუთოში და მოიწვია საერთაშორისო დამკვირვებლები. ამიტომ მმართველ გუნდს არანაიირ პორბლემა არა აქვს სადამკვირვებლო მისიების ჩამოსვლაზე.
„საქართველოს მთავრობამ გამოხატა მზაობა, რომ მაქსიმალურად შეუწყობს ხელს დამკვირვებლებს, იმისათვის, რომ საქართველოში მათ განახორციელონ თავისი უფლება-მოვალეობები. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ოდირის დამკვირვებლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, დააკვირდნენ საქართველოს არჩევნებს, ჩვენი მთავრობის ინტერესია, რომ 2024 წლის არჩევნები იყოს მაქსიმალურად გამორჩეული“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
ანალიტიკოსი თამარ კიკნაძე for.ge-სთან ამბობს, რომ მსოფლიოში დღეს ისეთი პროცესები მიდის, საქართველო კავკასიის რეგიონში საკვანძო ქვეყანაა, ამიტომ დასავლეთისთვის საქართველოს დიდი მნიშვნელობა აქვს.
„ოპოზიციას სულ გაიძახის, რომ „ოცნების“ ხელისუფლება პრორუსულია და ამიტომ დასავლეთის მხრიდან საქართველოს მიმართ ყურადღება კიდევ დამატებით იზრდება. მათ უნდათ, რომ ქვეყნის პროდასავლურობის კურსის შენარჩუნება გარანტირებული იყოს. მიუხედავად იმასა, რომ ჩვენი ხელისუფლება ამის კონსტანტირებას ყველგან და ყოველთვის ახდენს, ამ რიტორიკის გამო, იგივე არასამთავრობო სექტორის მხრიდან, შედეგად ვიღებთ იმას, რომ არჩევნების მიმართ ყურადღება მაქსიმალურად არის გაზრდილი. ასევე, ამ მოცემულ 9-პუნქტიან რეკომენდაციაშიც არის ეს მითითება მოცემული. ჩემი აზრით, სწორედ ეს მიზეზებია, რის გამოც საქართველოს მიმართ ყურადღება ასეა გაზრდილი“, - ამბობს კიკნაძე.
მისივე თქმით, თავად ამ პროცესის მიმართ ატეხილი ასეთი აჟიოტაჟი არ არის ჯანსაღი. ანალიტიკოსი ამბობს, რომ აბსურდია და არაფერი სჭირს ჩვენს ხელისუფლებას მსგავსი, რომ არჩევნებამდე 6 ან 8 თვით ადრე დამკვირვებლები ჩამოდიოდნენ.
„ის რიტორიკა, რაც ოპოზიციას აქვს, საზოგადოების არჩევნების გაყალბებისთვის მზადებაა. რაც არ უნდა კარგად ჩატარდეს, არჩევვნები, ისინი უკვე ემზადებიან იმის სათქმელად, რომ ის ხელისუფლებამ გააყალბა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ოპოზიციას არა აქვს რესურსი ხელისუფლებაში არჩევნების გზით მოვიდეს. ამიტომაც მღვრიე წყალში თევზის დაჭერა უნდათ. ამ პროცესის ირგვლივ ასეთი ხელოვნური აჟიოტაჟის შედეგად, ცდილობენ მოსახლეობას და ჩვენს პარტნიორებს „ოცნების“ მიმართ უნდობლობა ჩამოუყალიბონ. შესაძლოა, ხელისუფლებამ ყველაფერი მაღალ დონეზე ჩაატაროს, მაგრამ როდესაც მსგავსი განცხადებები ოპოზიციისგან მუდმივად კეთდება, ისინიც ეჭვდებიან მერე. მიზანმიმართულად ხდება ასეთი სურათის დახატვა. არადა ჩვენი მოსახლეობისთვის ამ ხელისუფლების ალტერნატივა ოპოზიცია კატეგორიულად მიუღებელია. ძირითადად, „ნაციოანლური მოძრაობა“, ყველაზე მწარედ ახსოვს ჩვენს საზოგადეობას. ამიტომ მათი უკან ხელისუფლებაში დაბრუნება გამორიცხულია. ვინც გინდა ჩამოიყვანონ და რამდენიც არ უნდა დააკვირდნენ, ამ არჩევნებში გამარჯვების შანსი არა აქვთ და ეს ყველა კვლევეიდანაც კარგად ჩანს“, - ამბობს კიკნაძე.
მისივე თქმით, საზოგადოება ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, რათა რაღაც დესტრუქციის და არეულობის მცდელობის წინაშე არ აღმოვჩნდეთ. მისი აზრით, განწირული ოპოზიცია ყველაფერს იკისრებს იმისთვის, რომ ხელისუფლება როგორმე ხელთ იგდოს.
„გააჩნია, ასევე, როგორ პოზიციას დაიჭერს დასავლეთი. ძირითადად, არჩევნების ლეგიტიმაცია დასავლელი პარტნიორების მხრიდან უნდა მოხდეს. ამიტომ მათი პოზიციაც საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება. იმედია, აქ ადრე ჩამოსული დამკვირვებლები თავადვე მიხვდებიან, რომ ამ ოპოზიციას ხელისუფლებაში მოსვლის შანსები არა აქვს“, - ამბობს კიკნაძე.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი მიიჩნევს, რომ საქართველოს მიმართ გაზრიდლი ინტერესი არჩევნებთან დაკავშირებით, რამდენიმე მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული. ძაბირაძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ეს არჩევნები ქვეყნის ევროკავშირში გაწვერიანების გზაზე მნიშვნელოვანი ტესტი იქნება.
„ჩვენი ქვეყანა უკვე ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მატარებელია, ამიტომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კიდევ მნიშვნელოვანი გამოცდა გვაქვს ჩასაბარებელი. ეს გამოცდა კი 2024 წლის არჩევნები იქნება. სწორედ, მოცემულ 9 დათქმაში წერია, რომ არჩევნების გამჭვირვალედ, კონკურენტუნარიან და სამართლიან გარემოში ჩატარება უნდა მოხდეს. ასევე დასავლეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა. არავის არ უნდა, რომ არჩევნების შემდეგ რაიმე დაპირისპირება დაიწყოს. მართალია, ახლა ხელისუფლებაზე მეტად ჩვენ მოსახლეობას ოპოზიცია არ უნდა, მაგრამ საკმარისია რაღაცა ახალი ოპოზიციური ძალა გაჩნდეს, მის გარშემო ოპოზიციის კონსოლიდაცია მოხდეს, სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება. სწორედ ასე მოხდა 2012 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციის გაერთიანება შეძლო. ამიტომ ყველაფერია მოსალოდნელი და ჩვენი დასავლელი პარტნიორები ამ რისკების დაზღვევას ცდილობენ. რა თქმა უნდა, ხელისუფლების ინტერესებშიც შედის, რომ ის საერთაშორისო თანამეგობრობასთან მართალი იყოს. არჩევნების აღიარება მათი მხრიდან ხდება და ყველაზე მნიშვნელოვანია, ისინი რას იტყვიან. ასევე მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ უშუალოდ არჩევნების დღის დაკვირვება, არამედ წინასაარჩევნო პროცესზე დაკვირვება, როგორ და რა გარემოში მიდის საარჩევნო კამპანია“, - ამბობს ძაბირაძე.
რაც შეეხება იმას, რა ხელს მისცემს ოპოზიციას წინასწარ დამკვირვებელბის საქართველოში ჩამოსვლა, ძაბირაძე ფიქრობს, რომ ოპოზიციას ექნება მეტი შანსი იმის, რომ ელექტორატი დაარწმუნოს არჩევნებზე მივიდეს, რომ მათი ხმა არ იქნება გაყალბებული. თუმცა ძაბირაძე ფიქრობს, რომ ოპოზიციას მხოლოდ დამკვირვებლები ვერ უშველიან, თუკი ისინი საზოგადოებასთან კომუნიკაციას არ დაამყარებენ და მათთან სასაუბროდ საერთო ენას არ გამონახავენ.
იმათ რა ენაღვლებათ რა?? ამასობაში კი ეგენიც ტაო-კლარჯეთივით დარჩება ჩვენს გულებში მხოლოდ-ღა
რამდენჯერა ვთქვა აღარ ვიცი--------------------- რაც დრო გადის ეგ კუთხეები ხომ უფრო და უფრო შორდება საქართველოს??.
..მერე?? ......... მანამ ჩვენ აქედან ამერიკის შიშით აფხაზეთს და სამაჩაბლოს ცალი თვალით ვუყურებთ, იქ უკვე ათასნაირ დებილ კანონებს ღებულობენ ...მერე ამასობაში ეგენი შეიძლება რუსეთმა მართლა შეიერთოს კიდეც
მერე რის იმედი აქვს ამ ჩვენ მთავრობას ............... ამერიკა დაგვიბრუნეეებს???....იძახეთ მერე პუტინს---.,,ნე ჩურტა ნე ჩურტაო,,
ამერიკა .................ეგე რა უყო პუტინმა უკრაინას და ნატოსაც .............. ევროპის ნომერ პირველ ქვეყანას ---- მოსპო განადგურეს აქეთ რუსეთმა და იქით დასავლეთმა თავისი უტვინობით.......
........ისე კი .რა ენაღვლებათ რააა.... კონკურენტი მოიშორეს, თანაც პლიუს რუსს უჩხიკინებენ, იმათთვის ხეირია
ამ აფხაზეთზე და სამაჩაბლოზე კიდევ ამაზე უარესი რაღა უნდა დაგვემართოს --ჩვენი აღარაა!!!!!!!!!!!-
ჰოოდა მიდით დაელაპარაკეთ პუტინს, დაელაპარაკეთ, იქნებ სიხარულით გვიბრუნებს უკან ორივეს და ფეშქაშად ზედ ნახევარ ციმბირსაც გვჩუქნის??
მიხვედიიით??? დაელაპარაკეეეთ ?? მიდით რაღა,... დაელაპარაკეთ,, დაელაპარაკეთ -რას უყურებთ ამ ჩათლახ ამერიკელებს??
...ვერა ხედააავთ მთელ მსოფლიოში ეგენი უკვე შიშვლ;ები დარბიაან??-
-ყველამ იცის უკვე ეგენი ვინც არიან. თავიაანთ ვერაგ ზრახვებს აღარც კი მალავენ და ვინ რას იტყვის მათზე სუ ფეხებზე ჰკიდიათ....ქინძიც და
პეტრუშკაც
მაგათ მარტო რქები და ყურები კი არა, სახეც გამოუჩნდათ უკვე მაგათ, სახე
ჰოოდა მაგათი გეშინიააათ?? მიდით მიდით დაელაპარაკეთ .......არ გამოვა არაფერი და პუტინის ოხერი დედაც!!!! ესე გაღიმებულები ხომ მაინცა ვართ??
არ გამოვა და წამოვალთ უკან ..... არა და არა!!! ...
ამ გაჩხირულ მდგომარეობას მაინც არავინ გვეცილება და ვიყოთ ესე და ვიყოთ
იქით გარეჯი მიაქვთ კიდე
და ...ვიყოთ .ესე ....და ვიყოთ
...ჰოოდა ჯანსუღ ჩარკვიანისა არ იყოს ავყვეთ მერე ამ მტკვარს და ჩამოვყვეთ, მაგაში მაინც არავინ გვეცილება!!
შენ დაუკააააა წავიდაააა ..ეხლა მაინც ხინკალზე მეპატიჟებიან
მაგრამ....მარტო ჩემი კი არა, თქვენიცააა ეს საქართველო თქვენიც......
.აღარ მინდა პოსტის დადება ხოლმე მაგრამ.... ვიღაცა არ მასვენებს, არ მასვენებს.. .