აფხაზები ცდილობენ, დაიცვან საკუთარი თუნდაც ეფემერული სუვერენიტეტი, ისე, როგორც შეუძლიათ და ღიად უპირისპირდებიან რუსეთს. ამჯერად, აფხაზეთის დე-ფაქტო შსს-მ რუსულ გვარდიასთან თანამშრომლობის შეთანხმებაზე უარი თქვა. ე.წ. შს მინისტრმა განაცხადა, რომ ნაწილობრივ აღიარებული რესპუბლიკის შსს-ს ხელმძღვანელობა ხელს არ მოაწერს სააგენტოს რუსეთის გვარდიასთან თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას. რობერტ კიუტმა ხაზი გაუსვა, რომ აფხაზეთის კონსტიტუცია და კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ქვეყანაში საჯარო უსაფრთხოებასა და წესრიგს უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოები უზრუნველყოფდნენ.
„ვიზიარებთ მოქალაქეების განცდებსა და წუხილს. ამავდროულად, როგორც შს მინისტრი, პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენს უწყებაში, ისევე, როგორც ქვეყნის მთელ ხელმძღვანელობაში, არ არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან, თავიანთი პროფესიული საქმიანობის აფხაზეთის სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების, ან ჩვენი მოქალაქეების ინტერესების საზიანოდ გამოსაყენებლად. აფხაზეთის, როგორც სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა არ იძლევა საშუალებას, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივი უსაფრთხოება და წესრიგი უცხო სახელმწიფოს ძალოვანმა სტრუქტურებმა უზრუნველყონ“, - აღნიშნა რობერტ კიუტმა.
კიუტი ამბობს, რომ ე.წ. შსს-ს და სხვა სამართალდამცავ ორგანოებს საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ტერორიზმთან და ექსტრემიზმთან საბრძოლველად, იარაღით ვაჭრობის, კერძო უსაფრთხოებისა და კერძო დეტექტიური საქმიანობის სფეროებში სახელმწიფო კონტროლის განსახორციელებლად, ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრების დასაცავად საკმარისი პერსონალი ჰყავთ.
აღსანიშნავია, რომ კიუტის ამ განცხადებამდე, 9 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შს სამინისტრო რუსეთის ფედერაციის ეროვნულ გვარდიასთან - როსგვარდია შეთანხმების დადებას აპირებდა. ამ ფაქტით უკმაყოფილო იყო მარიონეტული რეჟიმის ოპოზიცია. რამდენად შეძლებენ აფხაზები გაუძლონ ზეწოლას, რომელიც რუსეთის მხრიდან მოდის, ამას უახლოეს მომავალში ვნახავთ.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრის, ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, აფხაზები არასოდეს არ კარგავენ ე.წ. დამოუკიდებლობის დაკარგვის განცდას, მაგრამ დღეს აფხაზებს მთავარ მხსნელად მიაჩნიათ რუსეთი. მიაჩნიათ, რომ რუსეთი არის მათი უსაფართხოების ერთ-ერთი გარანტი, მაგრამ, ამავდროულად, თვლიან, რომ ე.წ. თავისუფლებას და იმ საკითხებს, რომელიც მათ მიაჩნიათ ხელშეუხლებლად, კომპრომისი შეუძლებია.
„რუსეთმა, პრაქტიკულად, ყველაფერი გაუკეთა აფხაზებს, მიუხედავად ამისა, მათ პრობლემა შეუქმნეს რუსეთს როგორც ბიჭვითასთან დაკავშირებით, ასევე ახალ ათონთან მიმართებაში. იგივე აპარტამენტების მშენობლობა, მიწის საკითხი, ორმაგი მოქალაქეობა ისე, როგორც ეს რუსეთს უნდა არ თანხმდებიან, მაგრამ ყველა შემთხვევაში რუსეთი რბილ ძალას ხმარობს და ვნახეთ პარლამენტმა რა გადაწყვეტილება მიიღო ბიჭვინთის აგარაკების, თუ აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით. პარლამენტი, რომელიც იყო ძირითადი წინააღმდეგობრივი ძალა, იქ შეჰყვათ თავისი ხალხი და ასე აძლევენ ე.წ. ლეგიტიმურობას. აფხაზებს აქვთ რაღაცა აკვიატებული მომენტები, ეს შეიძლება და აქ შეიძლება დათმობა“, - აცხადებს ყოლბაია.
მისი თქმით, თავიდანვე არ იყო გათვიცნობიერებული, რას ნიშნავს „როსგვარდიის“ მიერ მათ შიდა საქმეებში ჩარევა, მაგრამ როგორც კი გაათვითცნობიერეს, დაუპირისპირდნენ.
„ე.ი. რამე წინააღმდეგობის გაწევა თუ მოუწია აფხაზ საზოგადოებას არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ, იქ ჩადგება რუსეთის გვარდია და შეასრულებს იმ როლს, რასაც თავის დროზე რუსეთის ჯარი ასრულებდა აფხაზეთში. ეს გაათვითცნობიერეს მათ, ვინაიდან ეს პირადად მათ პიროვნულ თავისუფლებას შეეხო, ამიტომ წინააღმდეგი წავიდნენ. თუმცა, მე არ ვარ დარწმუნებული, რომ პარლამენტში ეს საკითხი ისეთნაირად დადგეს, რომ სავაჭროდ სხვა თემა არ ჩაუგდონ და არჩევანის წინაშე არ დააყენონ.
არის ლაპარაკი იმაზე, რომ რუსეთმა გაამკაცროს ე.წ. მათი საზღვრების გადალახვა. არსებული ინფორმაციით, თუ პირს რუსული პასპორტი არ აქვს ე.წ. საზღვრის გადალახვა გაუჭირდება, თუ მოწვევა და ვიზა არ ექნება. რუსულმა მხარემ გაამძაფრა ფსოუზე მოძრაობის საკითხი და არ არის გამორიცხული, რომ ეს იყოს სავაჭო საკითხი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ყოლბაიამ.
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ რუსებმა ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააგდებს აფხაზები და რჩება შთაბეჭდილება, რომ რაღაცას უპირებენ. ერთია - ანექსია მთლიანად, სამხედრო ფორმით ფორმალურად შენარჩუნება მათი დამოუკიდებლობის და მეორე - აპირებენ სხვა რაღაცას, რაც ამ ეტაპზე არ ჩანს.
„შსს გამოდის იმ სიტუაციიდან, რომ აფაზური საზოგადოება არის უკიდურესად აღშფოთებული, საბოლოო ჯამში, იმ ყველაფერთან მიმართებაში, რაც ხდება რუსეთის მხრიდან. ყველაფერი დაიწყო ბინჭვითის აგარაკებით. მიუსერა ისე აქვთ წაღებული, რომ ხმას ვერავინ ვერ იღებს. მერე დაიწყო აპარტამენტების საკითხი, შეზღუდვები ნავთობის შემოტანაზე, წლების განმავლობაში ერთი და იგივე გრძელდებოდა ტრანშებთან დაკავშირებით, თუ რამე არ მოეწონებოდა რუსეთს - მაგალითად, მაისში მისაცემ ტრანშს არ მისცემდნენ ახალ წლამე. მთლიანად ამ ვითარებას დაემატა ეს „როსგვარდიის“ შემოყვანის მცდელობა, თუმცა „როსგვარდია“ კარგა ხანია იქ არის, მაგრამ არ არის ოფიციალური ფორმით.
პლუს, არ დაგვავიწყდეს, რომ საკანონმდებლო სივრცე უსაფრთხოების ნაწილში დიდი ხანია გაერთიანებულია. პრაქტიკულად, ეს არის რუსეთის ნახევრად კოლონია. ახლა მთლიანად კოლონიად გადაქცევა უნდათ და ამას ეწინააღმდეგება საზოგადოება“, - აღნიშნა არეშიძემ.
მისი თქმით, ხელისუფლებაც იძულებულია წინააღმდეგობა გაუწიოს. მით უმეტეს, რომ ხელისუფლებაში არ არის ერთიანი პირი. ერთ მხარეს არის ბჟანია და მისი გუნდი, შამბა და ძველი ვეტერანები და აბსოლუტურად პრორუსულ პოზიციაზე დგანან ინალ არძინბა და მის გარშემო მყოფი ახალგაზრდები, რომლებიც მოსკოვის კრეატურად ითვლებიან.
„აფხაზებმა ძალიან დიდი დრო შესწირეს უსაქმურობას და პოლიტიკანობას. ამ შექმნილმა ვითარებამ ბევრს თვალი აუხილა. მართალია, ჯერ ვერ ბედავენ ღიად ამის თაობაზე ლაპარაკს, მაგრამ ჩუმად ლაპარაკობენ და ბევრად უფრო ინტენსიური კავშირები აქვთ საქართველოსთან, ვიდრე ადრე ჰქონდათ, როგორც ეკონომიკური, ასევე ბიზნესის კუთხით. იცით, რომ სამედიციონო თვალსაზრისით, ყოველთვის იყო ეს კავშირები“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას მამუკა არეშეიძემ.