შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

შსს-ს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზემო სურებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს: შაშხანის ტიპის "გეკო"-ს იარაღი, 3 სანადირო თოფი, პისტოლეტის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ნაგანის ტიპის რევოლვერი და სხვადასხვა ტიპის იარაღის 327 საბრძოლო ვაზნა.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).