20 ლარი და ერთი ტომარა ფქვილი სიღატაკის წინააღმდეგ

20 ლარი და ერთი ტომარა ფქვილი სიღატაკის წინააღმდეგ

საქართველოში სოციალური ფონი უკიდურესად დამძიმებულია. მთავრობა შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავლის მოძებნას ცდილობს. ოპოზიცია იმ ზღვარზე საუბრობს, რომლის იქით სოციალური აფეთქებაა.  

10 თებერვლიდან ქვეყანაში ენერგოვაუჩერების დარიგება დაიწყება. სააკაშვილის განცხადებით, ენერგოვაუჩერების დარიგება მოსახლეობის მიმართ სოლიდარობის გამოხატულებაა. ლეიბორისტები პრეზიდენტს „მოსახლეობისთვის რეალური დახმარებისკენ“ მოუწოდებენ.

ენერგოვაუჩერების დარიგების შესახებ განცხადება ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეათგურმა პრეზიდენტ სააკაშვილის ეკონომიკური გუნდის მინისტრებთან შეხვედრისას გააკეთა. ხეთაგურის განმარტებით, 20 ლარის მოცულობის ენერგოვაუჩერები ამ დროისთვის დაბეჭვდის სტადიაშია, მისი დარიგება 10 თებერვალს დაიწყება და 15 მარტამდე დასრულდება.

ხეთაგურის განმარტებით, თანხა თითოეულ აბონენტს სპეციალურ ბარათზე დაერიცხება და მისი გამოყენებისათვის ენერგოკომპანიაში მისვლა სავალდებულო არ არის. აბონენტს კომპანიაში მისვლა იმ შემთხვევაში მოუწევს, თუ რომელიმე აბონენტი ვაუჩერის სხვა აბონენტზე გადაცემას გადაწყვეტს, რომელშიც აბონენტები შეზღუდულნი არ არიან.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სააკაშვილმა ენერგეტიკის მინისტრს დავალება მისცა, რათა ბიუროკარტიული საკითხები დროულად მოგვარდეს. პრეზიდენტმა ენერგოვაუჩერზე შრიფტის ზომაც დაიწუნა და განაცხადა, რომ შრიფტი ოდნავ დიდი ზომის უნდა იყოს, რათა მომხმარებელმა ვაუჩერის მოხმარების ინსტრუქცია კარგად წაიკითხონ.

სააკაშვილის შეფასებით, ენერგოვაუჩერების დარიგება მოსახლეობის მიმართ სოლიდარობის გამოხატულებაა.

„20-ლარიანი ვაუჩერი მოსახლეობას გარკვეულწილად შეუმსუბუქებს მსოფლიოში ფასების ზრდით გამოწვეულ სიძნელეებს. როცა საწვავზე და საჭმელზე ფასები იზრდება, ელექტროენერგიაზე ფასების ცოტათი მაინც შემცირება წინგადადმულ ნაბიჯს წარმოადგენს. ეს არის მთავრობის მხრიდან სოლიდარობის გამოხატვა იმ პრობლემების მიმართ, რომელიც ინფლაციური ტვირთის გამო ექმნება ჩვენს ხალხს“, - განაცხადა სააკაშვილმა ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრისას.

საქართველოს პირველმა პირმა ეკონომიკის, ფინანსთა, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრები პრეზიდენტის სასახლეში მიიღო და მათგან ფასების ზრდასთან და სხვა ეკონომიკურ გამოწვევებთან დაკავშირებით ინფორმაცია მოისმინა.

ამ ფონზე ლეიბორისტული პარტია, საქართველოს პრეზიდენტს სპეციალურ განცხადებას უგზავნის და მიმართავს თხოვნით, რომ პრეზიდენტისა და მთავრობის 100 მილიონიანი ფონდებიდან მიხეილ სააკაშვილმა შეიძინოს და შიმშილის ზღვარზე მყოფ საქართველოს მოსახლეობას დაურიგოს თითო ტომარა ფქვილი მაინც.

„მშიერი გაზაფხულის წინ სოციალურად დაუცველი საქართველოს მოსახლეობა შიმშილით სიკვდილის საფრთხის წინაშეა, ხოლო ქვეყანა სოციალური აფეთქების ზღვარზე იმყოფება. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შევახსენებთ, რომ გამოვიდეს თავისი ვირტულაური სამყაროდან და რეალურად დაინახოს სრულიად გაღარიბებული საქართველო, სადაც: უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით 2 მილიონამდე მოქალაქე სიღატაკის ზღვარს მიღმა იმყოფება“, - ნათქვამია „ლეიბორისტების“ საეთაშორისო მდივნის, ნესტან კირთაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შრომის პარტიაში აცხადებენ, რომ კატასტორფულად იზრდება ფასები სასურსათო პროდუქტებზე და ხელისუფლების გაყალბებული სტატისტიკის მიხედვითაც კი უკანასკნელი კვლევები მიგვითოთებს, რომ სამომხმარებლო კალათა ძირითადად დატვირთულია წიწიბურით, ბრინჯით, ფქვილით, ბურღულეულით.

„ჩვენი გაღტაკებული მოსახლეობისათვის უკვე დიდი ხანია ფუფუნებაა სრულფასოვანი კვება და ზემოაღნიშნული პროდუქტიც კი მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობისთვის უკვე ხელმიუწვდომელი ხდება. ამ ვითარებით ყველაზე მძიმედ გამოიყურება სოფლის მოსახლეობა და საქართველოს მთიანეთი.

ყოველდიურად იზრდება ფასები საწვავზე, რომელიც ავტომატურად აძვირებს ჩვენი მოსახლეობის ისედაც გაუსაძლის ცხოვრებას. უკანასკნელი მონაცემებით საარსებო მინიმუმი განისაზღვრება 150 ლარით, ხოლო საშულო ოჯახზე -250 ლარით. აღნიშნული თანხებით არა თუ შეუძლებელია არსებობა, არამედ ესეც კი მიუწვდომელია მოსახლოების უდიდესი უმრავლესობისათვის“, - აცხადებენ პარტიაში.

მათივე ინფორმაციით, ზრდადია ისედაც გაუგონარი ინფლაცია, რომელიც დღეის მონაცემებით შეადგენს 11.2%-ს.

„ჩვენ კიდევ ერთხელ და დაბეჯითებით მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს დაასრულოს მჭმუნვარე და გულის ამაჩუყებელი გამოსვლები ხალხის გაჭირვებულ ცხოვრებაზე და საქართველოში შემქნილ მძიმე სოციალურ ვითარებაზე და რეალურად დაეხმაროს აშიმშილებულ მოსახლეობას“ - აცხადებენ „ლეიბორისტები“.