უკრაინის მომავალი გაურკვეველია. რესპუბლიკელმა სენატორებმა სასაზღვრო კანონპროექტი დაბლოკეს. 118-მილიარდიან პროექტს, რომელიც სასაზღვრო დაცვის გაძლიერებისთვის 20 მილიარდი დოლარის, უკრაინისთვის - 60 მილიარდი დოლარის, ხოლო ისრაელისთვის 14 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებდა, 49 მომხრე და 50 მოწინააღმდეგე ჰყავდა. პროექტის მისაღებად 60 ხმა იყო საჭირო. პროექტს მხარი დაუჭირა მხოლოდ ოთხმა რესპუბლიკელმა.
სენატის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა მოქმედი პრეზიდენტი. ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი კანონმდებლებს შურისძიებით ემუქრებოდა, თუ ისინი მხარს დაუჭერდნენ უკრაინისა და ისრაელის დახმარების შესახებ კანონპროექტს. „არასდროს მეგონა, რომ ვნახავდი იმას, რასაც ახლა ვხედავთ“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
თეთრი სახლში აცხადებენ, რომ უკრაინელი სამხედროები დიდი სიფრთხილით ანაწილებენ საბრძოლო მასალას, რადგან შიშობენ, რომ მარაგი ამოიწურება. თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბი აცხადებს, რომ რუსები ცდილობენ, ისარგებლონ მომენტით და შეუტიონ უკრაინულ პოზიციებსა და მშვიდობიან ქალაქებს.
„ბრძოლის ველის მეთაურები ახლა იღებენ მართლაც რთულ გადაწყვეტილებებს. ვიცით, რომ ზოგიერთ ქვედანაყოფში ისინი ძალიან, ძალიან ფრთხილად ანაწილებენ თავიანთ საბრძოლო მასალას, რადგან იწყებენ შეშფოთებას, რომ მარაგი ამოიწურება. რუსებმა ეს იციან. ამიტომაც ისინი აგრძელებენ დრონებისა და რაკეტების გაშვებას, რათა აიძულონ უკრაინელები, გამოიყენონ საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები, რომლის ჩანაცვლებაც, იციან, რომ ახლა არ ხდება“, - აღნიშნა ჯონ კირბიმ.
სენატის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა უკრაინა. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ძალიან ჩახლართული სიტუაციაა, როდესაც ამერიკის კონგრესს არ შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება უკრაინის დახმარების შესახებ. კულება მოუწოდებს შეერთებულ შტატებს ლიდერობა გამოიჩინოს.
„მივიღე უახლესი ანგარიში ვაშინგტონიდან მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარების შესახებ. ზოგიერთი სცენარი მძაფრსიუჟეტიან დეტექტივს მაგონებს. ყველაფერი ძალიან ჩახლართულია, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ ამერიკულ მხარესთან, უმეტესად არასაჯაროდ, რადგან აქ არის საშინაო პოლიტიკის საკითხები, საზღვარი და არ ვერევით საშინაო პოლიტიკის საკითხებში“, - აღნიშნა დმიტრო კულებამ.
გადაწყვეტილებით, რომელიც რადიკალურად ცვლის ვითარებას ფრონტის ხაზზე, შეშფოთებულია პოლონეთი, რომელიც ფიქრობს, რომ უკრაინის შემდეგ რუსეთის აგრესიის სამინიზნე გახდება. პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ამერიკელი რესპუბლიკელი სენატორები უკრაინის დახმარების დაბლოკვის გამო გააკრიტიკა და აღნიშნა: „ახლა რონალდ რეიგანი საფლავში ბრუნავს“.
„ძვირფასო ამერიკელო რესპუბლიკელო სენატორებო. რონალდ რეიგანი, რომელიც მილიონობით ჩვენგანს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მოპოვებაში დაეხმარა, დღეს ნამდვილად საფლავში ბრუნავს. გრცხვენოდეთ!“, - წერს დონალდ ტუსკი.
სენატის გადაწყვეტილება დასტურია იმისა, რომ უკრაინას სამხედრო დახმარების გზა დასავლეთიდანაც ჩაეკეტა. გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანია არც ისე დიდია, შეავსოს სხვაობა, თუ აშშ შეაჩერებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას. რუსეთ-უკრაინის ბრძოლის ველზე კი ვითარება რთულია. ბოლო მონაცემებით ოკუპანტები თითქმის აკონტროლებენ ავდეევკას. უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კატასტროფულად არ ჰყოფნის ცოცხალი ძალა, რაც ფრონტის ხაზზე საბრძოლო სულისკვეთებას ამცირებს. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, კადრების დეფიციტი ამჟამად უკრაინის შეიარაღებული ძალების წინაშე მდგარი ძირითადი პრობლემაა.
სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციით, უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტზე დისლოცირებულ დანაყოფში მხოლოდ 40 სამხედროა, მაშინ როდესაც, წესით, 200 ადამიანი უნა იყოს. ცოცხალის ძალის არასაკმარისი რაოდენობა არის ერთ-ერთი მიზეზი, რაც იწვევს უკრაინის უკანდახევას. შესაბამისად, კიევში მობილიზაციის შესახებ დებატები მიმდინარეობს. უკრაინელი კანონმდებლები და აღმასრულებელი ხელისუფლება დავობენ იმაზე, თუ რამდენად სწრაფად უნდა ჩატარდეს მობილიზაცია.
აქედან გამომდინარე ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ასეთმა სიტუაციამ შეიძლება ფრონტის ჩამოშლა გამოიწვიოს, ანუ განმეორდეს იგივე, რაც 2022 წელს რუსულ ძალებს ხარკოვის ოლქში მოუვიდათ.
ბლოგერი და ანალიტიკოსი ლევან ადეიშვილი ფიქრობს, რომ ბრძოლის ველზე მიმდინარე ვითრებიდან გამომდინარე რესპუბლიკელების გადაწყვეტილება სავსებით რაციონლურია, რადგან ამერიკელები ფლობენ ინფორმაციას, სად მიდის მათ მიერ გამოყოფილი ფინანსები და სამხედრო დახმარება, ისე რომ, შედეგი არ არის.
„ის, რომ ტრამპი ურეკავს კანონმდებლებს და აიძულებს ხმა არ მისცენ კანონპროექტს, ეს დასჯადია და ტრამპს აქამდე დაიჭერდენენ, მაგრამ ეს არის ბაიდენის მიერ გავრცელებული სისულელე. რესპუბლიკელები გაცილებით საღად უყურებენ სიტუაციას. იმიტომ, რომ იმ გლობალისტებშიც არ არის ერთიანობა და, რა თქმა უნდა, ამერიკის ელიტაც არა არის ერთიანი. იქ არის ნაციონალისტურად განწყობილი ელტები, რომლებიც შეიძლება ბვერ რაღაცაში არ ეთანხმებოდნენ გლობალისტებს და აქვთ სხვა მიზნები და ინტერესები.
რესპუბლიკელები სწორად აკეთებენ აქცენტს. თვითონ რესპუბლიკელები დაიწყებენ საუბარს იმაზე, რომ ამ ომში ამდენ ფულს ვაგზავნით და არაფერი სასიკეთო არ ხდება, პირიქით, არსებობს რუსეთთან ბირთვული ომის საფრთხე და ამას აკეთებს ბაიდენის ადმინისტრაცია, რაც საარჩევნოდ უფრო მომგებიანი იქნება რესპუბლიკელებისთვის, რაც, რა თქმა უნდა, საღი აზრია“, - აცხადებს ადეიშვილი.
რაც შეეხება სენატის გადაწყვეტილებას, ლევან ადეიშვილის შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ დასასრულისკენ წავა რუსეთ-უკრაინის ომი.
„ის, რომ უკრაინას არ აძლევენ დახმარებას, ეს იმის ნიშანია, რომ რუსეთს უთხრეს - რაც გინდა ის ქენი, ოღონდ მალე მორჩი. მე ვფიქრობ, რომ სენატის გადაწყვეტილების გარეშეც იგივე სურათი იქნებოდა. დასავლეთი უკრაინის ტერიტორიაზე ვერ უგებს ომს რუსეთს. პირიქით, რუსეთ-უკრაინის ომი ეკონომიურად უკუღმა შემოუტრიალდა ევროპას, რომელიც ხვდება, რომ ამერიკამ გამოიყენა.
ამერიკაში თვითონ არის არეულობა. აგერ, შტატები აუჯანყდნენ ფედერალურ ხელისუფლებას გლობალისტების მიერ გადადგული ნაბიჯების გამო. ამიტომ, ევროპელები ხვდებიან, რომ ამერიკამ მათ დაარტყა და არა რუსეთს. ომამდე მსოფლიო ეკონომიკაში წილით მე-13 ადგილზე იყო რუსეთი, მერე გადავიდა მე-7-ზე, ხოლო უკრაინის ომის განმავლობაში მე-5 ადგილზეა გადასული. ასე რომ რესპუბლიკელები ფიქრობენ სწორად“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ლევან ადეიშვილმა.
ფულის მობილიზაციის საჭიროება იყოს და ეშმაკსაც კი მოატანინებენ, თუ დასჭირდათ.
მაშინ საბჭოთა კავშირს ძირითადი ფული შეარაღებაზე ეხარჯებოდა და პოლიტიკური და სოციალური საკითხები გვერდზედ რჩებოდა ...
კაკრას მაშინდელმა პოლიტიკურმა და სოციალურმა საკითხების ერთობლიობამ უტირა კიდეც დედა სსრკ-ს..
მაშინ გინდა არ გინდა სოციალურ--პოლიტიკურ საკითხებზე ძალიან დიდი თანხა იხარჯებოდა და როგორც კი ამერიკასთან სამხედრო კონკურენციის
გამო, სხვა მხარეებს ფული მოაკლდა, დაიწყო კიდეც სსრკ--მა ტორტმანი..და გავიდა მარილზეც
პუტინი ეხლა ზუსტად იგივეს აკეტებს, ოღონდ ეხლა სოციალური საკითხები პუტინს სუ ფეზე კიდია--- მთელ შემოსავალს შეიარაღებაზე ხარჯავს......გლეხი ვანია და მუშა სერიოჟა ძირითადად ფეხებზე კიდია... ის კომუნისტებივით იძულებიული არაა, რომ მუშაზე და გლეხზე იფიქროს და მათზე ფულები ხარჯოს.. ჰოოდა მთელი ფულები ეხლა თოფში და რაკეტებში მიდის.
..იმიტომაცაა თავის თოფ--იარაღის იმედით გაჯგიმული რომ დადის
ამერიკას კიდევ...... ჩერნენკოს დრო უდგა............. იქაურ გლეხებს და მუშებს სულ უფრო და უფრო უძვირდებათ ცხოვრება. სახელმწიფო, შეიარაღებას გამოდევნებული, იმათ ვეღარ ეხმარება ----- იქით ისრაელიო, იქით უკრაინაო, იქით ტაივანიო..... მოკლედ იფხრიწებიან შუაზე, შიგნიდანაც და გარედანაც მაგრად აჯანჯღარებენ ამერიკას და...... გაიხევიან კიდეც .....
პლიუს მთელი მსოფლიო კორუფციაში ჩაფლული
მოკლედ იხევა შუაზე ამერიკა... იხევა. ...........ჯობნის პუტინი, ჯობნის...
ამ კარლსონის ინტერვიუმ კიდე ხო ბოლომდე დედა უტირა ამერიკას..
მოკლედ ძალიან საინტერესო დროში ვცხოვრობთ ----მე კი, საინტერესო ფეხბურთის მატჩივით, ორივე მხარეს ჩესნად ვბალეშიკობ....