„მაინც ვფიქრობ, ღარიბაშვილის მიმართ ივანიშვილს გაცილებით მეტი ნდობა აქვს, ვიდრე კობახიძის მიმართ“

„მაინც ვფიქრობ, ღარიბაშვილის მიმართ ივანიშვილს გაცილებით მეტი ნდობა აქვს, ვიდრე კობახიძის მიმართ“

„გაზაფხულისთვის მოველი, რომ ბიძინა ივანიშვილი მინისტრთა კაბინეტს მთლიანად შეცვლის. ამ ეტაპზე ეს ვერ მოხერხდა, რადგან მინისტრთა კაბინეტში, როგორც ჩანს, ისეთი დაჯგუფებებია შექმნილი, რომ ღარიბაშვილს საკმაოდ ძლიერი პოზიციები აქვს. ამიტომ ივანიშვილი კომპრომისზე წავიდა და გამგებლის ტიტული უბოძა კობახიძეს, მაგრამ ნაზირვეზირობა დაუტოვა ღარიბაშვილს“, - აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე for.ge- სთან საუბრისას.

თუკი გავიზიარებთ იმ მოსაზრებას, რომ პრემიერის რანგში ირაკლი ღარიბაშვილს ყველაზე მეტი თავისუფლება ჰქონდა, ვიდრე სხვა პრემიერებს, მაშინ საინტერესოა, რამდენად დამოუკიდებელი იქნება ირაკლი კობახიძე იმ ფონზე, როცა მინისტრთა კაბინეტში ისევ ღარიბაშვილის გუნდია შენარჩუნებული, ხოლო ბიძინა ივანიშვილი აქტიურ პოლიტიკაშია დაბრუნებული. მართალია, ღარიბაშვილი ახალ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ძმურ თანადგომას უცხადებს, თუმცა ოპონენტები დარწმუნებულნი არიან, რომ ქართულ ოცნებაში რამდენიმე დაჯგუფებაა და ყველა დაჯგუფებას თავისი ინტერესი გააჩნია.

- რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებაში“ შეიძლება ორი გუნდიცაა და მეტიც. აქ ინტერესთა გამოყენებაზეა საუბარი. ეს ინტერესთა ჯგუფები ჩვენს რეალობაში იმისთვის იბრძვიან, თუ ვინ გახდება პირველი ივანიშვილის კარზე. თქმა იმისა, რომ რომელიმე გუნდი უფრო ერთგულია ივანიშვილის მიმართ და რომელიმე ნაკლებად ერთგული, მთლად სწორი არ არის. ივანიშვილის მორჩილია ყველა - ღარიბაშვილიც, თავის გუნდიან, სიმამრიან, საგვარეულოიანად და კობახიძეც. დამოუკიდებლად ცალკე აღებული არც ერთი წარმოადგენს პოლიტიკურ ფიგურას და არც მეორე. დღეს რომ თეორიულად წარმოვიდგინოთ, ან ერთმა, ან მეორემ პარტია ჩამოაყალიბოს და არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, 1%-საც ვერ აიღებს ვერც ერთი და ვერც მეორე. პარტიას როგორ შექმნიან, ეს კიდევ ცალკე საკითხია.

საპარლამენტო უმრავლესობა ირაკლი კობახიძის უპირატესობაზე საუბრისას მის მენეჯერულ თვისებებზე ამახვილებს ყურადღებას, რომ კობახიძემ ნულიდან ააწყო პარტიული სტრუქტურა. ასევე, უმრავლესობის ზოგიერთი წევრი კობახიძის გაპრემიერებას ისტორიულ მომენტად მოიხსენიებს. მმართველ გუნდში კობახიძის კიდევ ერთ ძლიერ მხარედ რთულ ოპონენტობას მიიჩნევენ, რადგან ძნელია, კობახიძეს ოპონირება გაუწიონ.

- ეს გასაგებია, შეიძლება, კარგი მენეჯერი არის კიდეც, ყოველ შემთხვევაში, მენეჯერული თვისებები მე მასში არ ვიცი, მაგრამ ირაკლი კობახიძე საორგანიზაციო მდივანი იყო პარტიაში, მერე გახდა პარტიის თავმჯდომარე და პარლამენტის თავმჯდომარე. ეტყობა, მას ეს თვისებები აქვს, კარგი კონსტიტუციონალისტი რომ არის, ეს ვიცი. თუმცა საქართველოსთვის კარგი კონსტიტუცია არ დაუწერია. ამ ხნის განმავლობაში, რაც ესენი ხელისუფლებაში არიან, დაავიწყდათ, რომ ხელისუფლებას ერთი ცუდი თვისება აქვს, ადამიანის რეიტინგი ეცემა, ნებისმიერი ადამიანის, როგორი უნაკლოდ არ უნდა იყოს, განსხვავებით, ტოტალიტარული მმართველისგან. რაც შეეხება ივანიშვილს, მას გინდა ჰქონია რეიტინგი, გინდ არა, ის მაინც ივანიშვილია ისევე, როგორც სააკაშვილი. ასე რომ, მმართველ გუნდში დაპირისპირებები შეიძლება იყოს, გავლენის სფეროების გადანაწილებაც შეიძლება მოხდეს და ძლიერი გუნდის ჩამოყალიბებაც, ანუ გუნდში გუნდის ჩამოყალიბება.

ბიძინა ივანიშვილი ირწმუნება, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა თვითონვე დატოვა თანამდებობა. ამის საპირისპიროდ, ანალიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ ღარიბაშვილს თანამდებობის დატოვება არ უნდოდა. ზოგიერთი უფრო შორს მიდის და მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი იშორებს ყველას, ვინც მის ორბიტაზე კონტროლს კარგავს...

- ის ფაქტი, რომ ივანიშვილი ამბობს, ირაკლი ღარიბაშვილმა თვითონ დატოვა თანამდებობაო, გასაკვირი არაა. ცხადია, ივანიშვილი ხომ არ იტყოდა, მე ვუთხარი ღარიბაშვილს, თანამდებობა დაეტოვებინაო. აბა, სხვა რა უნდა ეთქვა ივანიშვილს. ღარიბაშვილმაც დაადასტურა, რომ თვითონვე წავიდა. თავად ყრილობას ხომ უსმინეთ, სტალინის ყრილობის შემდეგ ამდენი ოვაცია ასეთ მოკლე დროში და პარტიის დამფუძნებლისა და ქვეყნის აღმშენებლის ამდენი ხსენება მე არ მინახავს. ძველი ყრილობის ჩანაწერებში ძალიან ხშირია ოვაცია, ხანგრძლივი ტაში, დღესაც ეს სამწუხარო რეალობაა.

მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ჩამოსცილდა პრემიერის პოსტს, დღემდე გაურკვეველია, ვის უფრო ენდობა ივანიშვილი? იქნებ, აქ ნდობა არაფერ შუაშია და ვინც უკეთ გაართმევს თავს კონკრეტულ ამოცანას, პრაგმატულად, იმის მიხედვით გადაანაწილეს?

- ღარიბაშვილს არ უნდოდა თანამდებობიდან წასვლა, მაგრამ, ერთი ნაწილია, რომ ღარიბაშვილის იმიჯი საკმაოდ შეირყა, მეორე ნაწილია, რომ ღარიბაშვილის მიმართ ნდობა, ჩემი აზრით, ივანიშვილს გაცილებით მეტი აქვს, ვიდრე კობახიძის მიმართ. თავის დროზე, 2012 წელს სააკაშვილმაც გააკეთა ასეთი მოულოდნელი სვლები - მერაბიშვილი პრემიერ- მინისტრად, გამოცვალა შს მინისტრი, გვყავდა ციხეების ზედამხედველი და ა.შ. სიმართლე გითხრათ, დღეს ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ბრძოლა არ დასრულებულა. გაუგებარია თავად ის ფაქტი, რომ კობახიძემ მხოლოდ ერთი მინისტრი შეცვალა, რა დააშავა ამ ბურჭულაძემ ასეთი, არ ვიცი. ალბათ, გაყოფა არ იცის, როგორც ძველად ამბობდნენ ხოლმე, დანარჩენი, მთელი კაბინეტი ხელუხლებლად დატოვა. ძალიან სწორი იყო კალაძის შეფასება, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ სად იქნებაო. ვინ სად იქნება, მართლაც არ აქვს მნიშვნელობა, საკითხებს ივანიშვილი წყვეტს. პრემიერი ღარიბაშვილი იქნება, თუ კობახიძე, ამას ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა. ყრილობიდან ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ „ქართულ ოცნებას“ რაღაც უფრო მეტის გადაწყვეტა უნდოდა, უფრო სწორად, მინისტრთა კაბინეტში მეტი ცვლილებები უნდოდათ, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ვერ განახორციელეს და ივანიშვილი დათანხმდა იმას, რომ ძველი მინისტრთა კაბინეტი დარჩეს ახალი პრემიერით. ოღონდ მაინც მგონია, რომ ეს იქნება შუალედური ვარიანტი.

სავარაუდოდ, კობახიძეს მინისტრთა კაბინეტის მთლიანი შეცვლა ენდომებოდა, რადგან ყველა პრემიერს თავისი გუნდი სჭირდება, მაგრამ შესაძლოა, მას მართლაც არ დაანებეს მინისტრთა კაბინეტის შეცვლა ამ ეტაპზე. როგორ ფიქრობთ, უკვე გაზაფხულისთვის უნდა ველოდოთ მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებს?

- დიახ, გაზაფხულისთვის მოველი, რომ ივანიშვილმა მინისტრთა კაბინეტი მთლიანად შეცვალოს. გაზაფხულამდე იცდიან, რადგან მინისტრთა კაბინეტში, ეტყობა, ისეთი დაჯგუფებებია, რომ ღარიბაშვილს საკმაოდ ძლიერი პოზიციები აქვს. ამიტომ კომპრომისზე წავიდა ივანიშვილი და გამგებლის ტიტული უბოძა კობახიძეს, მაგრამ ნაზირვეზირობა დაუტოვა ღარიბაშვილს. როგორ იქნება მათი საქმე, ვერ გეტყვით.

trampi ადრეც ვთქვი ............................ამ ღარიბაშვილ --კობახიძის ამბებში 70% ვეთანხმები
მხოლოდ დავამატებდი --------------------------------მომავალი პრეზიდენტი ღარიბაშვილი იქნება ...უფრო სპაკოინად იქნებიან
სხვანაირად მაგათ პრეზიდენტების არჩევა არ იციან(მარგველაშვილი ზურაბიშვილი)----მომავალ შარს აიცილებენ
მთავარი ევრო-ორომტრიალი ღარიბაშვილმა უკვე გაიარა...................ეხლა სიმშვიდე ურჩევნია. თანაც კობახიძე ოპოზიციასთან კინკლაობაში მსოფლიო ჩემპიონია
ჰოოოდა........................ სუ ესააა მთელი ქიმია---ბიოლოგია....
ანუ ლავუაზიის წრეა, ლავუაზიის წრე
9 თვის უკან
Maverick papa! სამჭკუაშვილმა რა უნდა ქნას?
9 თვის უკან
trampi მავერიკ
შენ მგონი ცხრა მთის იქეთა ხარ....... ხოოო???
ჰოოდა წამო მაქედან სანამ დროა....თორე საცაა ჯაბასეულ ბიჭებს გამოვუშვებ მაქეთ--საქმეს ასწავლიან მაგათაც,... ხო იცი ესენი ძაან პროფესიონალები იყვნენ ............... მერე იცოდე ძაანაც რო მოინდომო მაქედან მაგათ ვეღარ გამოასწრებ....
ასეთია ჩქიმი უბეჟდენია
9 თვის უკან