დასავლური მედიის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვალერი ზალუჟნის გადადგომა მოსთხოვა, ხოლო მის ადგილას მისმა ორმა გენერალმა - სახმელეთო ძალების 58 წლის სარდალმა - ალექსანდრე სირსკიმ და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის სამმართველოს უფროსმა, 38 წლის კირილო ბუდანოვმა უარი თქვეს მთავარსარდლის პოსტის ვაკანსიის დაკავებაზე. ამიტომ ვალერი ზალუჟნი აღნიშნულ თანამდებობაზე დროებით რჩება. დასავლურ მედიაში ანალიტიკოსები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ არავინ იცის ხვალ და ზეგ რა მოხდება, რადგან პრეზიდენტ ზელენსკსა და ზალუჟნის შორის დაძაბლობა პიკს აღწევს.
კავკასიოლოგი და კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე for.ge-სთან პრეზიდენტის და გენერლის დაპირისპირების მიზეზებზე საუბრობს და ამბობს, რომ ამას კომპლექსური სახე აქვს. არეშიძე მიიჩნევს, რომ ჩავარდნილი კონტრშეტევა, ძირითადად, უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობის კისერზეა, რამაც ზალუჟნისა და ზელენსკის შორის ურთიერთობა კიდევ უფორ გაამწვავა.
დასავლური მედია წერს, რომ ვოლოდიმერ ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი ვალერი ზალუჟნი გადააყენა და ის თანამდებობას დროებით იკავებს. თუმცა მისი ადგილის დაკავებაზე ალექსანდრე სირსკიმ და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის სამმართველოს უფროსმა, 38 წლის კირილო ბუდანოვმა უარი თქვეს. ვალერი ზალუჟნის შესაძლო გათავისუფლების შემთხვევაში, რა პროცესების განვითარებას ელით და რას გამოიწვევს ეს ცვლილება უკრაინის ჯარში?
- ეს ამბავი არ არის მხოლოდ ზალუჟნის და ზელენსკის დაპირისპირება. ეს არის უკრაინის სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას შრის გაჩენილი სერიოზული ბზარი, რომელიც მომდინარეობს ჯერ კიდევ მარიუპოლის დაცვიდან. საკითხი მდგომარეობს იმაშაში, რომ ზოგიერთი ობიექტის დაცვა, რომელიც, სამხედრო თვალსაზრისით, საჭირო არ იყო და ითხოვდა ძალიან ბევრი ხალხის შეწყვეტას, უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობის დაჟინებული მოთხოვნით, სამხედრო ხელისუფებამ იძულებით განახორციელა.
ამის გამო ძალიან დაძაბული სიტუაცია შეიქმნა პირადად ზელენსკისა და ზალუჟნის შორის. სხვათა შორის, ამ კონტრშეტევის წარუმატებლობა დაბრალდა და, დიდ ნაწილში, ხელი სირსკის შეაწმინდეს. ის კი ზალუჟნის მარჯვენა ხელია. როგორც ირკვევა, ზალუჟნი და მისი გენერლები, პოლიტიკურ ხელმძღვანელობას თავიდანვე უხსნიდნენ, რომ ამ ობიექტების დაცვა და ხალხის შეწირვა არ ღირდა, თუმცა მათ დაიჟინეს, რადგან ეს პიარისთვის მნიშვნელოვანი იყო. აქ საუბარია მარიოვკაზე, ბახმუტზე, ავდეევკაზე და ა.შ. ეს ყველაფერი კი მარიუპოლიდან დაიწყო. ამიტომ ეს დაპირისპირება დროთა განმავლობაში კიდევ უფორ გამწვავდა და საბოლოო სახე მიიღო.
არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ ზალუჟნისთან დასავლელ ლიდერებს და სამხედრო ჩინოვნიკებს უფრო კარგი ურთიერთობა აქვთ, ვიდრე ზელენსკისთან, რაც სიტუაციას ამ ორ ადამიანს შორის კიდევ უფორ ართულებს. რატომ არის გენერალი უფრო მისაღები დასავლურ პოლიტიკურ წრეებში?
- საქმე ისაა, რომ ზალუჟნისთან უფრო ადვილად პოულობენ სალაპარაკო ენას, ვიდრე ზელენსკისთან და მის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან. ეს კი, რა თქმა უნდა, სიტუაციას კიდევ უფრო ძაბავს. ზალუჟნი ცდილობს უკრაინის ომზე რეალური სურათი წარმოადგინოს. ის ცდილობს, იმ რეალობას გაუსწოროს თვალი, რაც ამ ომში არსებობს. პოლიტიკური ხელისუფლების პასუხისმგებლობის წონა უფრო მეტია და ზალუჟნი არ არის ის პიროვნება, რომ ვინმეს ხელი შეაწმენდინოს.
ფიქრობთ, რომ ზელენსკი ცდილობს, ჩავარდნილი კონტრშეტევა მას დააბრალოს? რამდენიმე კვირის წინ ზალუჟნიმ დასავურ მედიასთან ინტერვიუში თქვა, რომ „ომი ჩიხში“ შევიდა. ამით ის პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას ცდილობს?
- ის, რაც ამ ხნის განმავლობაში გასაკეთებელი იყო, უკრაინის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ვერ ან არ გააკეთა. ეს ეხება, როგორც სამხედრო წარმოების გაძლიერებას, ისივე არ გაკეთდა არაფერი იმისთვის, რომ ეს პოლიტიკური ფონი გამოსწორებულიყო. ამიტომ, რატომ უნდა დაბრალდეს რამე მხოლოდ ზალუჟნის და მის გენერლებს?! ის თავს იზღვევს და ღიად საუბრობს, როგორც დასავლელ ლიდერებთან, ასევე მედიასთან იმასთან დაკავშირებით, რა შეცდომები იქნა ამ კონტრშეტევის დროს დაშვებული.
ზალუჟნი უკრაინის მოსახლეობაში უფრო მეტი რეიტინგით სარგებლობს, ვიდრე ზელენსკი. ის ასევე ზალენსკის შემცვლელადაც კი მოიაზრება. რატომ გაიზარდა გენერლის პოპულარობა და ფიქრობთ, თუ არა რომ დასავლეთისთვისაც ის უფრო მისაღები ფიგურაა?
- კი ბატონო, ზალუჟნის დასავლურ წრეებში ზელენსკის შემცვლელად მოიაზრებენ. გენერალთან უფრო მარტივია ურთიერთობა, ვიდრე ისტერიულ ზელენსკისთან. თუმცა ზელენსკის დამსახურებაა, რომ უკრაინას იარაღი მიეწოდება და დასავლეთი დახმარებას უწევს. მიუხედავად იმისა, რომ დახმარება შესუსტდა, ზელენსკი ამ მხრივ მაინც ცდილობს, რომ იაქტიუროს და მიიღოს დახმარება. ზელენსკის ამ მხრივ ქარიზმა ნამდვილად აქვს, ზალუჟნის ეს ქარიზმა არ აქვს, თუმცა მასთან ურთიერთობა მარტივია. ზალუჟნი ნაკლებად მომთხოვნია დასავლელ პარტნიორებთან და მის მიმართ სიმპათიები უფრო ამით არის განპირობებული. ზელენსკი უფრო კატეგორიული და შემაწუხებელია. ამის გამო დასავლელ ლიდერებს ცოტა თავიც მოაბეზრა, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერში უკრაინის პრეზიდენტი არ ტყუის.
დასავლეთის დახმარება ახსენეთ და ამაზე მინდა გკითხოთ. კვლავ არის იმის მოლოდინი, რომ ამერიკა მხარს დაუჭერს უკრაინისთვის დახმარების პაკეტს. როგორც ექსპერტები ამბობენ, თუ დროზე არ მოხდა დახმარება, მაშინ ფრონტის ხაზზე საკმაოდ მძიმე სიტუაცია იქნება. რა ხდება და შეიცვალა თუ არა დასავლეთის დამოკიდებულება უკრაინის ომის მიმართ?
- დამოკიდებულება უკრაინის ომის მიმართ შეცვლილია საჯარო პოლიტიკის მიმართულებით. ბევრი პრობლემა გაჩნდა, რომელიც ევროპულ საზოგადოებას უკვე აწუხებს. ეს ყველაფერი კი რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაწყვეტას ბრალდება, ასევე - ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობის შეზღუდვას. თუმცა, სინამდვილეში, ეს ყველაფერი უკრაინის მოვლენების გამო არ ხდება. რაც შეეხება დახმარებას, შენარჩუნებულია მაინც. რა თქმა უნდა, იმ რაოდენობით არა, მაგრამ მაინც შენარჩუნებულია. რაც შეეხება ინტენსივობას, თუ რატომ შემცირდა დახმარება, ამის მიზეზი პოლიტიკური კონიუნქტურაა. ევროპელები ამბობენ, რომ ჩვენ ჩვენი გაგვჭირვებია და უკრაინელებს ვეღარ დავეხმარებითო. მაგალითად, ბრიტანელები ამბობენ, რომ 75-ათასიანი არმია გვყავს და უკრაინას რით დავეხმაროთო.
ისე, სირცხვილია ამხელა ქვეყანას ასე ცოტა ჯარი რომ ჰყავს, საქართველოს ჰყავს 35-ათასიანი არმია. თავად პოლიტიკოსებმა წლების განმავლობაში ვერც ბრიტანეთში და ვერც გერმანიაში შესაბამისი სამხედრო სტრუქტურის შექმნა ვერ მოახერხეს. იმდენად არიან ამერიკულ დახმარების იმედზე, რომ თავად თავს არ იკლავენ. გერმანელები ისე მიეჩვივნენ რუსეთიდან იაფ ენერგო მატარებლებს, რომ როცა ეს იაფი ენერგომატარებლები იაფი აღარ არის, ფორსირებულად გადაწყობას ვეღარ ახერხებენ. ევროპული პოლიტიკური ლიდერები გაზარამცდნენ და ესაა პრობლემაა.
როდემდე შეიძლება უკრაინამ ამ მდგომარეობაში გაძლოს? ორივე მხარე მაინც ერთმანეთის გამოფიტვაზეა. ელით წელს ფრონტის ხაზზე რაიმე გარდატეხას?
- კი ბატონო, უკრაინას შეუძლია კიდევ რამდენიმე წელი გაძლოს. რასაკვირველია, უკრაინის სამხედრო ოპერაციები ვეღარ არის ორინეტირებული გამარჯვებაზე. რომ გითხრათ, რომ რუსული სამხედრო ოპერაციებია ისეთი, რომ არიქა, ეს რა ვნახეო, ესეც არ არის. რუსეთს აქვს თავისი სამხედრო მრეწველობა და სერიოზულ დახმარებასაც იღებს, თუმცა აქ საინტერესო ისაა, რომ რუსეთი მხოლოდ დახმარებას ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან კი არ იღებს, აი, ის ირანული დრონები, რომელიც უკრაინელებმა ჩამოაგდეს, დაშალეს, ნახეს, რომ ამერიკული ნაწილებით იყო გაკეთებული.
ახლა წარმოგიდგენიათ, სანქციების მუშაობაზე რომ არის გაუთავებელი ლაპარაკი და მხოლოდ საქართველოს რომ მოადგებიან ხოლმე, ამ დროს ირკვევა, რომ ამერიკელი მწარმოებლები კარგ ფულს აკეთებენ და მესამე ქვეყნების მეშვეობით ირანელებს მაგ ნაწილებს აძლევს. ეს ქვეყანაც ხომ სანქციის ქვეშ არის?! ასეთი ორმაგი სტანდარტია მსოფლიოში. დღეს დასავლურ პოლიტიკურ ელიტაში მიღებულია ორმაგი სტანდარტები. პოლიტიკურ ლიდერებში არ უნდა იყოს დამოუკიდებელი ფიგურა, რომელიც თავად გადაწყვეტს რაღაცებს. უნდა იყოს ფინანსური წრეების მოთხოვნის შემსრულებელი - გინდა მაკრონი ავიღთ და გინად სუნაკი. ამიტომ, ვნახოთ, რთული სიტუაციაა და მოვლენები როგორ განვითარდება ძნელია სავარაუდოა.
ამბობენ ....რუსეთი სანქციების ქვეშ არის, ბომბებს ვეღარ აკეთებენ ბომბებისთვის ჩიპებს და ნაწილებს სარეცხის მანქანებს შლიან და იქიდან იღებენო და კიდევ ათასი სისულელე
ხოოდა ამერიკელებმა უკრაინაში რუსების ნასროლი ბომბა წაიღეს ექსპერტიზაზე ...... აინტერესებდათ ამ ე.წ. სანქციების პირობებში რუსები ბომბებს რა ნაწილებით აკეთებენო...
ჰოოდა იმ ექპერტიზაზე აღმოჩნდა რომ ამ ბომბის შემადგენელი ნაწილებიდან 70 % ამერიკული წარმოებისა იყო რუსების და კორეის 9 % დანარჩენი სუ
ამერიკის ,,ძმებისა,,
ეგეც თქვენი სანქციები
აქ კიდევ ჩვენ გვიტრაკებენ------------ ჩინეთთან ნუ დაძმაკაცდებით, ეგ პუტინის ძმაკაცია, ესე იგი თქვენც პუტინი გინდათო
ჩათლახები და................ კეტილებმიჭეჭყილები
ჰოოდა აგე მოდის 2025 .....
................ თუ მანამდე არა
ოოოოოოოო ...............................................რამდენი ბუმერანგი დაუბრუნდებაააათ.......................... მტრისას !!!!!!!!!!!!!!
ჰოოოდა ის ყველა ბუმერანგი იქ იყოს, იქ