„სად არის შეფასება იმისა, რა ზარალი მიიღო ფერაძის ქმედებით ეკლესიამ, მრევლმა?! ამ ყველაფრის კომპენსაციაა 5-დღიანი გასეირნება კაპეზეში?!“

„სად არის შეფასება იმისა, რა ზარალი მიიღო ფერაძის ქმედებით ეკლესიამ, მრევლმა?! ამ ყველაფრის კომპენსაციაა 5-დღიანი გასეირნება კაპეზეში?!“

სამოქალაქო აქტივისტ ნატა ფერაძეს წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, ხუთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ ის სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევაში ცნო დამნაშავედ, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. ფერაძე საკუთარ სახლში დააკავეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი ფერაძე მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს და აცხადებს, რომ ჩადენილ ქმედებას არ ნანობს. მან დაკავებისას მედიას განუცხადა, რომ ეს „რადიკალების დასტვენილზე ცეკვაა“.

„მე განვაცხადე, რომ მჭირდებოდა დაცვა, რადგან იყო ბევრი მუქარა, მაგრამ რეაგირება საერთოდ არ ჰქონიათ. დაცვაც მომიხსენს და სიცოცხლის მოსპობისა და ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარაზე პირი ამოიკერეს. აუცილებლად იგივეს გავაგრძელებ, მოვითხოვ კონკორდატს! ვერ შემაშინებენ, ბრძოლა გრძელდება და უკანონობას ციხის შიგნიდან გამოვამჟღავნებ! ახლა ვნახავ იქ რეებს მიქარავენ.

მიუხედავად ამათი უსინდისობისა, ნამდვილად არ ველოდებოდი დაკავებას, თან, მსუბუქი მუხლი 500-დან 1000-მდე ჯარიმას ითვალისწინებდა. ისე ვერ გაგვაჩერეს, ნახეს რომ თანხა გროვდება და სცადეს ასე გაჩერება, მაგრამ ვერ გაგვაჩერებენ... და, სტალინთან ბრძოლსაც გავაგრძელებ და რომ გამოვალ, იქიდან დავიწყებ ორგანიზებას სტალინის მიერ დახვრეტილთა და რეპრესირებულთა მემორიალის დადგმის, ადგილიც შერჩეული მაქვს“, - აღნიშნა ბორკილებდადებულმა ნატა ფერაძემ.

შეგახსენებთ, რომ ნატა ფერაძემ სამების საკათედრო ტაძარში დედა მატრონას ხატს, სადაც გამოსახული იყო წმინდანის და სტალინის შეხვედრა, საღებავი შეასხა, რომლის ამსახველი ვიდეოც გაავრცელა. ფერაძის ადმინისტრაციული წესით დაკავებას 16 არასამთავრობო გამოეხმაურა.  ისინი მიიჩნევენ, რომ ფერაძის მიმართ გამოყენებულია არაპროპორციული სანქცია და მოუწოდებენ სააპელაციო სასამართლოს, გადახედონ საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ სახდელს.

„ეს სანქცია სამართალდარღვევად შეფასებული ფაქტის პროპორციულად ვერ ჩაითვლება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, პატიმრობა დადგინდება და გამოიყენება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. სამების საკათედრო ტაძარში სტალინის გამოსახულების განთავსების გამო არაძალადობრივი პროსტესტის გამოხატვის ამგვარი სიმძიმისა და ხანგრძლივობის სახდელით დასჯა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ პროპორციულობის სტანდარტებს არღვევს.

საგულისხმოა, რომ ნატა ფერაძის უკანონო დასჯა ერთხელ უკვე გახდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მსჯელობის საგანი, როდესაც აქტივისტების მიმართ გამოყენებული სანქცია სასამართლომ არათანაზომიერად შეაფასა. შესაბამისად, მოვუწოდებთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს მოქმედი საერთაშორისო კანონმდებლობით და მიიღოს ადამიანის უფლებების შესაბამისი გადაწყვეტილება“, - აცხადებენ ა-ო წარმომადგენლები.

ასე არ ფიქრობს „ქართული ოცნების“ წევრი გივი მიქანაძე, რომლის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება კანონის ფარგლებშია და მეტიც, უმრავლესობას ექნება ინიციატივა, რომ მსგავს ქმედებებზე პასუხისმგებლობა გამკაცრდეს.

„მოსამართლემ იმსჯელა იმის თაობაზე, თუ რა ქმედების შემცველი იყო ეს ყველაფერი, ეს კანონის ფარგლებში ჯდება და აქ პრობლემას ვერ ვხედავ. უფრო მეტიც, საგაზაფხულო სესიაზე გვექნება ინიციატივა იმის თაობაზე, რომ მსგავსი ქმედებების კუთხით გავამკაცროთ პასუხისმგებლობის საკითხი, რადგან ეს არის სიწმინდეებზე, ჩვენს რელიგიურ მრწამსზე, ღირებულებებზე მიზანმიმართული შეტევა. აქედან გამომდინარე, მე ვერ შევალ გადაწყვეტილების კონტექსტში, რაც მოსამართლემ მიიღო კონკრეტულ საკითხზე.

თუმცა, დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ მოსამართლე მიიღებდა გადაწყვეტილებას კონკრეტული საქმიდან, იმ მხილებებიდან, მტკიცებულებებიდან და გარემოებებიდან გამომდინარე, რაც ამ საქმესთან იყო დაკავშირებული და რაც მთავარია, ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმ ფარგლებში, რაც კანონით არის განსაზღვრული. ჩვენ ვაშენებთ კანონის უზენაესობაზე დაფუძნებულ ქვეყანას. კანონები, რაც ქვეყანაში მოქმედებს, აღიარებულია საერთაშორისო დონეზეც, რომ შესაბამისობაშია საერთაშორისოდ აღიარებულ პრაქტიკასთან“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ფერაძის დაპატიმრება სამართლიანად მიაჩნია, რადგან ამ ქვეყანაში ეკლესიში ვანდალიზმი არავის არ უნდა შერჩეს, მაგრამ მუხლი, რომელითაც ფერაძე დააპატიმრეს, მიუღებელია ა-ო „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელისთვის. ნანა კაკაბაძე ფიქრობს, რომ ფერაძეს არასწორი მუხლი აქვს მიყენებული და მისი საჩვენებელი დაკავებაც საზოგადოების უკმაყოფილებისა და რისხვის ჩასახშობად არის მოფიქრებული.

„მას არ აქვს ის მუხლი წაყენებული, რაც რეალურად იმ სასჯელის ადეკვატურია, რაც მან ჩაიდინა. საერთოდ, ჩემთვის აუხსნელია, რა მუხლი მიუსადაგეს, მაშინ, როდესაც ქონების დაზიანებასაც ჰქონდა ადგილი, დაზიანდა ეკლესიის პირადი საკუთრებაც, ზიანი მიიღეს და გარდა იმისა, რომ ზიანი მიიღეს, შეურაცხყოფა მიაყენეს ტაძარს, მილიონობით მრევლს და ეს ყველაფერი რაღაც, 5-დღიანი სასჯელით გამოიხატა. თავისთვად ჩანს, რომ არ შეიძლება კანონით ასე იყოს დარეგულირებული, მაშინ, როდესაც ევროკავშირის დროშის დაწვისთვის 6-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს ადამიანს და თან შეაფასეს, როგორც სხვისი ქონების დაზიანება - 1000 ლარი ღირდა ის დროშაო.

1000 ლარზე მეტის ზარალი მიიღო ეკელსიამ, დაზიანდა მინის და ხის კონსტურქცია. ზარალი მარტო მატერიალური ხომ არაა, რამხელა მორალური ზარალი მიიღო ეკლესიამაც და მრევლმაც. როგორ, ეს ყველაფერი დათვლადი არ უნდა იყოს? და ცინიკურად 5-დღიანი პატიმრობა რა არის?! არ ვიცი, სად წერია და საიდან მოიტანეს საერთოდ ეს მუხლი, ან რატომ მიუსადაგეს როდესაც სახეზე გვაქვს 6-წლიანი სასჯელი დროშის დაწვაზე.

5 დღე რა არის?! საერთოდ, რატომ შეიწუხეს თავი და სასამართლო რატომ გამართეს?! ეს ადამიანი სისხლის სამართლის მუხლით უნდა წასულიყო პატიმრობაში! სად არის შეფასება იმისა, რა ზარალი მიიღო ფერაძის ქმედებით ეკლესიამ, როგორც მატერიალური, ასევე მორალური?! ასევე, რა მორალური ზარალი მიიღო მრევლმა იმ დღეების განმავლობაში! ამ ყველაფრის კომპენსაცია არის 5-დღიანი გასეირნება კაპეზეში და არა ციხეში?! ფერაძე არა თუ ადმინისტრაციული, არამედ სისხლის სამართლის მუხლით უნდა იყოს დაკავებული“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ნანა კაკაბაძე.

trampi ამ ქალს რევოლუციონერად გადაქცევაში ესენი უბრალოდ ხელს უწყობენ
ეს ,,ნასროკალი,, ქაჯი იტყვის----- ამათი დასჯა სიაფანდობა ყოფილა, ამნაირი დასჯის დედაც ვატირე, უფრო მაგარ მაგარ საქმეეებს გავაკეთებო........ მით უმეტეს პატრონები უფრო მაგარ ფულებსაც მომცემენო....
და ივორევოლუციონირებს და ივორევოლუციონირებს ....იტყვის მაგისთანა სროკზე ზაპროსტო კიდე წავალო
ეხლა ნახეთ ,,სროკ მოხდილს,, როგორი ტაშფანდურით დახვდებიან მთელი ლიბერალობა
ჰოოდა ესენი უფრო უარესი ქაჯები არიან, ვიდრე ეგ ქალი.......
9 თვის უკან
Gami ესერი მარია სპირიდონოვაა. მაგას რომ "ვლასტი" მისცე, აქაურობას გადახნავს. ბოდიში , ტ..... ის საქმე როგორ ექნება?
9 თვის უკან
trampi შენ რა ბოდიშს იხდი....... თვითონ იძახოდა ტელევიზიით წლებია ვტვტვ ტვტვ
ასე რომ შენი ბოდიში მაგას ნამუსს ვერ მოწმენდს
9 თვის უკან