არ გამართლდა რადიკალური ოპოზიციის და მათი მედიების პროგნოზი იმის შესახებ, რომ ახალი პრემიერი ირაკლი კობახიძე მინისტრთა კაბინეტს შეცვლიდა. „ოცნების“ მიერ ოფიციალურად წარდგენილი კობახიძე არ აპირებს არც ერთი მინისტრის თანამდებობიდან გაშვებას. ცვლილება მხოლოდ თავდაცვის მინისტრს შეეხება, ისიც საკუთარი სურვილით დატოვებს თანამდებობას, ხოლო მის ადგილს ირაკლი ჩიქოვანი დაიკავებს.
საჯაროდ დასახელების შემდეგ ირაკლი ჩიქოვანი მედიასთან არ გამოჩენილა. მომავალი თავდაცვის მინისტრი პარტიულ ყრილობას ესწრებოდა, თუმცა შეკრება კომენტარის გარეშე დატოვა. რაც შეეხება ჯუანშერ ბურჭულაძეს, ის, სავარაუდოდ, პოლიტიკიდან დიპლომატიაში გადაინაცვლებს. თავდაცვის ყოფილ მინისტრს ნატოში საქართველოს მომავალი ელჩის პოზიცია შესთავაზეს. მოქმედ ელჩს, ვიქტორ დოლიძეს, 4 თვეში უფლებამოსილების ვადა ეწურება.
მინისტრთა კაბინეტის წევრების განცხადებით, სრულ მზადყოფნაში არიან ირაკლი კობახიძესთან, როგორც ახალ პრემიერთან, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილთან ახლა უკვე როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან, ისევ აქტიურად იმუშაონ.
„ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებით, ახალი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მსგავსად, ირაკლი ღარიბაშვილის პარტიის თავმჯდომარედ არჩევა ცვლილებებს არც პარტიულ დონეზე გამოიწვევს. „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის თქმით, სახელისუფლებო პარტია სტრუქტურულად ძლიერი და გამართულია.
2024 წელი მმართველ პარტიაში ცვლილებით დაიწყო, რაც სახელისუფლებო გუნდის ლიდერების განმარტებით, მომავალ არჩევნებში გარდაუვალი წარმატების საფუძველი იქნება.
„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ რადიკალური ოპოზიციის მორიგი პროგნოზი არ გამათლდა და მინისტრების ცვლილების შესახებ ინფორმაცია სიცრუე აღმოჩნდა. ქართველიშვილი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა და ირაკლი კობახიძემ გააკეთეს მთავარი აქცენტი იმაზე, რომ ხელისუფლებას ჰყავს შეკრული გუნდი, რომელსაც ახასიათებს გუნდური თამაშის წესები.
„ოცნებაში“ არა აქვს მნიშვნელობა ვინ ვისი მიყვანილია და ვინ ვის ენდობა. აქ არის გუნდი და ყველა თამაშობს გუნდურად. ორივე ირაკლიმ ცალსახად ახსნა, რომ უნდობლობა ერთმანეთის მიმართ არის დაუშვებელი, რადგან ყველა ერთი პარტიის წევრია და არა აქვს იქ განსხვავება, ვინ რომელი პრემიერის დროს არის მისული.
როდესაც ამა თუ იმ განშტოების გაძლიერება არ ითხოვს არც ერთი მოთამაშისგან იმ გუნდის შეცვლას, რომელიც წინა პრემიერის დროს იყო, ეს უკვე დიდი მიღწევაა. გუნდში ერთსულოვნებაა, ამიტომ ის მინსიტრები, რომლებიც ღარიბშვილის დროს იყვნენ, არ წარმოადგენენ პირადად ცალკე ღარიბაშვილის კლანის წევრებს. ისინი არიან ქვეყნის სამსახურში მყოფი ადამიანები. ეს, ალბათ, ოპოზიციისთვის ძალიან წარმოუდგენელი რამ არის, რადგან კლანებად და ჯგუფებად არიან „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაყოფილები. მათთვის გაუგებარია, რომ თამაშის გუნდურის წესი არ ითვალისწინებს ქიშპობას, უნდობლობას, ერთმანეთისთვის ფეხის დადებას და დანის დარტყმას. ასეთ რამ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობაში“ რას ნიშნავს, არ იციან“, - ამბობს დავით ქართველიშვილი.
მისივე თქმით, ორივე ირაკლიმ ერთმანეთს კარგი სტარტაპის მქონე მემკვიდრეობა ჩააბარა. ქართველიშვილი ამბობს, რომ ეს არის გამართულად მომუშავე მთავრობა, რომელმაც საგარეო ფრონტზე ყველა იმ მიღწევას მიაღწია, რომელსაც ოპოზიცია ბრიუსელის და ვაშინგტონის დერეფნებში ეწინააღმდეგებოდა.
„ამ გუნდმა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის სერიოზულ ტემპებს მიაღწია. მიაღწია მინიმალურ ინფლაციას და 2024 წლისთვის ბიუჯეტში სოციალური პაკეტის მნიშვნელოვანი გაზრდა შეიტანა. ამ მემკვიდრეობის შეანრჩუნება ევალება პრემიერ ირაკლი კობახიძეს.
ჩვენ ვნახეთ ირაკლი კობახიძის წარმატებული ვიზიტი ჩინეთში, სადაც წინასწარ მოხდა მისი პრეზენტაცია და წარდგენა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის წინაშე. ჩვენ ველოდებით გაზაფხულზე მნიშვნელოვანი პროცესის დასრულებას, რომელიც ანაკლიის პორტის მშენებლობის ირგვლივ იგეგმება. ამის განხორციელება კი უკვე ირაკლი კობახიძის მთავრობას მოუწეევს. ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ ირაკლი კობახიძემ ღარიბაშვილს ძალიან წარმატებული საარჩევნო სტარტი დაუტოვა, როდესაც ყველა უკანსაკნელი კვლევების შედეგად, 60%-მდე ადის „ოცნების“ რეიტინგი, რაც კარგ სასტარტო შესაძლებლობას იძლევა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებმა ძალიან წარმატებულად ჩაიაროს“,-ამბობს ქართველიშვილი.
ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი კი ამბობს, რომ ამ როტაციით უჩვეულო არაფერი მომხდარა. ნიკოლეიშვილი for.ge-სთან ფიქრობს, რომ ამ ამბიდან რადიკალურ ოპოზიციას უნდოდა რაღაცა სკანდალი შეექნა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ცდილობენ შეფუთონ სიტუაცია ისე, თითქოს ღარიბაშვილი გადააყენეს, ჩამოაქვეითეს, ხოლო მის გუნდსაც უშვებდნენ და ა.შ. თუმცა არც ერთი მათი პროგნოზი არ გამართლდა.
„პრემიერობის კანდიდატს ირაკლი კობახიძეს არ ეკითხებიან რა გეგმა აქვს, როგორ იმუშავებს და ა.შ. არ ეკითხებიან არც ახალ პარტიის თავმჯომარეს, როგორი იქნება მისი მუშაობა, ან წინასაარჩევნოდ რა სახის აქტვობაში იქნება ჩართული. როგორც იქნა იმას მიხვდნენ, რომ ქვეყნის მმართველობის კურსი არ იცვლება და აქედან სკანდალი არ გამოდის. რა თქმა უნდა, ოპოზიციისთვის დისკომფორტია, როგორც ირაკლი კობახიძის პრემიერობა, ასევე იყო ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობაც. ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ისინი რაღაცა სკანდალებს ეძებენ. რა თქმა უნდა, გაუხარდებოდათ ამ პოსტზე გამოჩენილიყო ისეთი ვიღაცა, რომელიც ამ თანამდებობისთვის შესაფერისი არ იქნებოდა. ნახეს, რომ ღარიბაშვილი არსად არავის გაუგდია. მმართველი პარტიის თავმჯდომარეობა დაბალი თანამდებობაა?! ეს არის პარტია, რომელმაც ბრძოლაში ოპოზიციური პარტიები გაანულა, ხოლო მისი მეთაური ხდება პრემიერ მინისტრი, რომელიც ასევე ძალიან წარმატებული პრემიერი იყო და ამ სამი წლის განმავლობაში მართლა სერიოზული სვლები და გათვლები გააკეთა“, - ამბობს ნიკოლეიშვილი.
უბრალოს ღარიბაშვილი მომავალი პრეზიდენტია და იმიტომ გაანთავისუფლეს ჭირისაგან.
...და კიდევ ........მომავალში ისევ შარს რომ არ გადაეყაროს ოცნება(მარგველაშვილი ზურაბიშვილი)...თანაც ღარიბაშვილი პლიუს დაისვენებს
თან პლიუს არჩევნებისთვის მაგის გამო მისცემს ხალხი ოცნებას.....