სტამბოლში პოლიციამ Procter & Gamble-ის ქარხანაში მძევლად აყვანილი 7-ვე ადამიანი გაათავისუფლა. მოლაპარაკებები შეიარაღებული პირთან 9-საათნახევარი გაგრძელდა. საბოლოოდ ის სამართალდამცველებმა დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ღაზის სექტორის მოსახლეობას უცხადებდა მხარდაჭერას.