სომხეთი სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობისთვის ახალ პარტნიორებს ეძებს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ადრე თავდაცვის სფეროში სომხეთის პარტნიორი მხოლოდ რუსეთი იყო, რაც ვეღარ გაგრძელდება ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო.
„2022 წლის იანვარში სომხეთის ხელისუფლებამ რუსეთთან თანამშრომლობით არმიის რეფორმის კონცეფცია მოამზადა, თუმცა ზამთრის მოვლენებმა და აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის ბლოკირებამ აჩვენა, რომ ამ კონცეფციით წინსვლა შეუძლებელია. ახლა უნდა გვესმოდეს, რამდენად რეალურია მოსკოვთან სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობა.“- აღნიშნა ფაშინიანმა.