ავსტრალიაში ზვიგენი მოცურავე ქალს თავს დაესხა

ავსტრალიაში ზვიგენი მოცურავე ქალს თავს დაესხა

ავსტრალიაში სპორტსმენ ქალს ვარჯიშისას თავს ზვიგენი დაესხა. ინციდენტი სიდნეიში, სანაპიროდან 20 მეტრის მოშორებით მოხდა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. 20 წლის მოცურავის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ავსტრალიის სანაპიროებზე ზვიგენების გამოსვლა ხშირი მოვლენაა, თუმცა სიდნეის ყველაზე პოპულარულ პლაჟზე მსგავსი შემთხვევები ძალიან იშვიათად ხდება. სპეციალურმა სამსახურებმა სანაპიროზე კონტროლი გაამკაცრეს.