შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტი: იორდანიაში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა

შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტი: იორდანიაში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა

შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, იორდანიაში, ამერიკულ სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ცნობას პენტაგონი ავრცელებს და არ გამორიცხავს რომ სტატისტიკა კიდევ გაიზრდება, რადგან დაშავებულ სამხედროებს თავის ტვინის ტრავმების ახალი სიმპტომები ეტაპობრივად უვლინდებათ.

პენტაგონი აცხადებს, რომ იორდანიაში სამხედრო ბაზაზე თავდასხმის უკან ირანი დგას, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურმა თეირანმა ბრალდება უკვე უარყო.