გერმანიაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლები გაფიცვას გეგმავენ. პროფკავშირების მიერ გავრცელებული ცნობით, გერმანიის უმეტეს რეგიონში ავტობუსის, ტრამვაისა და მეტროს, სულ მცირე, 90-ი ათასი მძღოლი 2 თებერვალს მუშაობას შეაჩერებს.
ისინი ყოველკვირეული სამუშაო საათების შემცირებას, ხანმოკლე ცვლას, დასვენების პერიოდის გახანგრძლივებას, მეტ შვებულებას ან დამატებით დასვენების დღეებს ითხოვენ.
მედიის ცნობით, სატრანსპორტო სფეროს თანამშრომლებთან ერთად, ხელფასის მომატებისა და სამუშაო საათების რეგულირების მოთხოვნით, გაფიცვას საუნივერსიტეტო საავადმყოფოებში დასაქმებული ათასობით ექიმიც შეუერთდება.