მსოფლიოს უმსხვილესმა საკრუიზო ლაინერმა Icon of the Seas პირველი მოგზაურობა დაიწყო. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, გემმა მაიამის პორტიდან გაცურა, მისი დანიშნულების პუნქტი კი კარიბის ზღვრის კუნძულებია. ლაინერის პირველი მოგზაურობა 7 დღეს გაგრძელდება.
კომპანია Royal Caribbean-ის გემის სიგრძე 365 მეტრია, რომლებზეც 20 გემბანი და 2 800 კაიუტაა განლაგებული. მასზე 40 რესტორანი და 7 საცურაო აუზია. ლაინერს ბორტზე ერთდროულად 5 600 მგზავრისა და ეკიპაჟის 2 350 წევრის მიღება შეუძლია. მისი მშენებლობა 2 მილიარდი დოლარი დაჯდა.