სტამბოლის ტერაქტზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

სტამბოლის ტერაქტზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

სტამბოლის ტერაქტზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. თავდასხმა ქალაქის კათოლიკურ ეკლესიაზე გუშინ განხორციელდა.

ორი ნიღბიანი პირი ეკლესიაში წირვის დროს შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა. თურქეთის პოლიციამ თავდასხმაში ეჭვმიტანილები უკვე დააკავა.