დღეს, პარლამენტში ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართება. შეხვედრას, რომელიც კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ პირველად იმართება საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად, წესით, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები უნდა დაესწრნონ, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ოპოზიცია. მმართველი გუნდში კი არ გამორიცხავენ, რომ ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 9 პრიორიტეტთან დაკავშირებით სამუშაო პროცესში ოპოზიციამ კვლავ პრობლემები შექმნას.
ვიცე-სპიკერს აქვს მოლოდი, რომ რადიკალური ოპოზიცია დაესწრება დღევანდელ შეხვედრას, თუმცა როგორც გია ვოლსკი აცხადებს, არ აქვს არანაირი მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ იქნება კონსტრუქციული მსჯელობა და თავს დაანებებენ ულტიმატუმების დაყენებას, რადგან რადიკალურ ოპოზიციას ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით აქვს ულტიმატუმი.
დღევანდელ შეხვედრაზე საუბრი იქნება როგორც დეოლიგარქიზაციაზე, ასევე სასამართლოს რეფორმაზეც, დანარჩენზე ლაპარაკი უკვე იმ ფორმატებში უნდა გადავიდეს ცხრავე პუნქტთან დაკავშირებით, რომლებიც არსებობს პარლამენტში და საერთაშორისოდ არის აღიარებული, ეს არის საპარლამენტო კომიტეტები. გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის სამუშაო შეხვედრა საგნობრივი მსჯელობა არ შედგება. ჩამოყალიბდება გეგმა, გრაფიკი, როგორ უნდა იმსჯელონ და რა საკითხებზე.
რა სიურპრიზებს შესთავაზებს რადიკალური ოპოზიცია საზოგადოებას - ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძეს ესაუბრა.
რა მოლოდინები გაქვთ, რას შესთავაზებს ოპოზიცია საზოგადოებას ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით?
ედიშერ გვენეტაძე: ჩემი აზრით, არავითარი სიურპრიზები მოსალოდნელი არ არის, რადგან ოპოზიცია საქართველოში წარმოადგენს იმ ძალას, რომელიც მიმართულია დესტრუქციულობისკენ. ანუ, მართული არიან იმ პატრონებისაგან, რომლებიც იმყოფებიან ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამდენად, ისინი რასაც ეტყვიან, იმას შეასრულებენ. ვინმეს ჰგონია, რომ ეს ე.წ. ოპოზიცია, სინამდვილეში კი მე-5 კოლონა თავად ლაპარაკობს დამოუკიდებლად? ისინი ლაპარაკობენ იმას, რასაც მათი საზღვარგარეთელი პატრონები დაუკვეთავენ. ამდენად, თუ მათ უნდათ, გამოაცხადებენ იმ 9 პუნტქსაც შესრულებლად. თუ არა, სულ თვიდან ბოლომდე რომ გავწვეთ, სულ მუხლები რომ გადავიტყავოთ და სულ რომ ნაბიჯ-ნაბიჯ შესრულდეს ყველაფერი, მაინც ერთ მშვენიერ დღეს გამოაცხადებენ, რომ შესრულებული არ არის.
როგორ ფიქრობთ, ამ დისკუსიაში რამდენად არის აუცილებელი და ამავე დროს მნიშვნელოვანი ოპოზიციის მონაწილეობაც, რომელიც უკვე ემზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის?
- მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება შეკრება, შეკრებისთვის. ოპოზიციას გაზომილი აქვს რეიტინგები და ძალიან მშვენივრად იციან, რომელ ადგილზე არიან და იციან, რომ ისინი უკვე პოლიტიკურ არარაობებს წარმოადგენენ. ამდენად, ისინი მხოლოდ ერთ რამეზე იქნებიან მომართული და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ქვეყანაში დესტრუქცია. ამიტომ, დაიწყებენ და უკვე დაწყებული აქვთ მზადება იმისათვის, რომ საქართველოში შემოდგომაზე მოახდინონ დესტაბილიზაცია. ამის პირველი ნაბიჯები ჩვენ ვნახეთ და ეს იყო დარტყმები ეკლესიის წინააღმდეგ - პირველი: 7 იანვარს, მართლმადიდებლური კალენდრის მიხედვით უნდა აღინიშნოს თუ არა ქრისტეშობა, მეორე - ნატა ფერაძის გამოხდომები, რაც მან გააკეთა სამების საკათედრო ტაძარში და მესამე ეს იყო და ამას სრული პასუხისმგებლობოთ ვაცხადებ, რომ ამათგან მოწყვეტილად არ უნდა განვიხილოთ გია მურღულიას გამოსვლა, რომლითაც ის უპირველეს ყოვლისა ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების შემცირებას გთავაზობს სკოლბეში. სხვა ვერაფერი ვერ ნახა ჰაგიოგრაფიის გარდა?!
პოზიციის წარმომადგენლებს არავითარი შანსი არ აქვთ, რომ არჩევნების გზით მოვიდნენ არა თუ ხელისუფლებაში, პარლამენტშიც კი ვერ შევლენ იმ მანდატით, რითაც არიან დღეს წარმოდგენილნი. ამიტომ, ერთადერთი გზა დარჩათ, მხოლოდ არეულობის და დესტაბილიზაციის გზა, რომელსაც, ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხი არ დაუშვებს. გარდა ამისა, შექმნილია ისეთი გეოპოლიტიკური ვითარება, რომ ეს არანაირად არ უნდა მოხდეს.
ანუ, გლობალური ძალების ინტერესში ისევ რჩება მეორე ფრონტის გახსნა?
- დიახ, ცეცხლის რკალში ვართ მოქცეული. ორი წელი სრულდება, რაც ავიცილეთ ცეხლის ალი, მაგრამ ყურდღების მოდუნება არ შეიძლება, ვინაიდან ახალი ისრები მომართული იქნება საქართველოსკენ. ამიტომ, ყოველნაირი ლავირება უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ფიზიკურად თავი გადავირჩინოთ და საქართველოს სახელმწიფოებრიობა უნდა გადავარჩიოთ. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ხელისუფლება ამას ქართველ ხალხთან ერთად შეძლებს.
გია მურღულიას განცხადება ახსენეთ, ცხადია, რომ საზოგადოების უმრავლესობას არ მოეწონა მისი განცხადება, მაგრამ აზუსტებს, რომ სკოლებში ყველაფერი არ უნდა ასწავლო, უნდა ასწავლო იმდენი, რაც ბავშვების განვითარებისათვის არის საჭირო, ეს ადმიანი არის განათლების მინისტრის კონსულტანტი და ფიქრობთ, რომ მისი ინიციატივა იყო ახალი დაპირისპირების ინსპირირება?
- ვეთანხმები, მაგრამ მე მინდა მის „მაგრამ“-ზე ვიკითხო - ეს მაინც და მაინც ჰაგიოგრაფიაზეა და დანრჩენ არაფერზე? ის რატომ არ თქვა, როდესაც მეორე კლასის სახელმძღვანელოებში წერია ასეთი ლექსი: - „შემოდგომას რატომ ჰქვია შემოდგომა და რატომ არ ჰქვია მოდგომა“. იგებთ რაიმეს? რატომ მაინცდამაინც ჰაგიოგრაფია?! გია მურღულია არის ძალიან განათლებული კაცი, მაგრამ განათლებულები არიან ძალიან საშიშები, რომლებიც ეროვნული პრობლემების მიმართ მტრის მხარეზე არიან გადასული. რატომ მაინცდამაინც ახლა წამოწია ეს თემა, როდესაც ეკლესიის წინააღმდეგ წამოვიდა ორგანიზებული დარტყმები? მურღულია არაა ის კაცი, რომელიც ამდენ რამეს ვერ ხვდებოდეს, მაგრამ იმდენად დავალებულია და ჩაწერილი ჰყავს იმ წრეებს, რომ გააკეთა ის, რაც გააკეთა.