„ყოველთვის საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებს ვკითხულობ და არა „ნაცმოძრაობის“ ენჯეოშნიკებისას, რომლებმაც სუბიექტური და დამახინჯებული დასკვნები დაწერეს“

„ყოველთვის საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებს ვკითხულობ და არა „ნაცმოძრაობის“ ენჯეოშნიკებისას, რომლებმაც სუბიექტური და დამახინჯებული დასკვნები დაწერეს“

ხელისუფლებას ეჭვი აქვს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მიერ გამოქვეყნებული კვლევა მიზანიმართულად არის დამახინჯებული, სადაც ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით, მოლდოვა ლიდერობს, მეორე ადგილზე უკრაინაა, საქართველო კი - მესამეზე. ირკვევა, რომ კვლევის პროცესში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის გუნდმა ადგილობრივი ექსპერტების მოსაზრებები გამოიყენა. პუბლიკაციას, ავტორების სახით, მათი გვარებიც ახლავს. მათ შორის არიან გიორგი დავითური და კორნელი კაკაჩია, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ანგარიში არა მათ პირად მოსაზრებებს, არამედ კონკრეტული სპეციალისტების დასკვნებს ეფუძნება.

ინდექსი 6 ქვეყნის საქმიანობას აფასებს და ადგენს მათ პროგრესს დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული ინტეგრაციისკენ.

არადა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსისგან განსხვავებით, საწინააღმდეგოზე მეტყველებს საერთაშორისო, ავტორიტეტული გამოცემებისა და მსოფლიო კვლევითი ორგანიზაციების დასკვნები და რეიტინგები საქართველოს პოზიციების შესახებ. ერთ-ერთი ასეთი კვლევით, კანონის უზენაესობაში საქართველო 20 პოზიციით უსწრებს მოლდოვის რესპუბლიკას. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში კი, მოლდოვა 180 ქვეყანაში 91-ე ადგილზეა, უკრაინა 116-ზე, ხოლო საქართველო 45-ე ადგილს იკავებს. მექრთამეობის სიმცირით კი, მსოფლიო ბანკის რეიტინგში, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 15 ქვეყანაშია.

უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ საერთაშორისოდ აღიარებული კვლევითი ორგანიზაციების დასკვნების უარყოფა და გარკვეული მონაცემების დამახინჯება შეგნებულად და მიზანმიმართულად ხდება. ამ მოქმედების უკან, გურამ მაჭარაშვილი იმ ძალებს ხედავს, რომელიც ჯერ კანდიდატის სტატუსის მიღებას უშლიდნენ ხელს, ახლა კი მოლაპარაკებების გახსნას ეწინააღმდეგებიან.

ოპოზიციის განცხადებები და არასამთავრობო სექტორის ქმედებები მმართველი გუნდისთვის იმ სცენარის ნაწილია, რომლის მიზანი საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. უმრავლესობაში იმასაც აკონკრეტებენ, რომ ამ პროცესში გარე ძალებიც აქტიურად მონაწილეობენ.

„ეს იმ პირთა წრე არის, რომელიც ზუსტად, ანალოგიურად, კანდიდატის სტატუსის მიღების წინ იძახდა, რომ საქართველო არ არის მზად, არ არის ღირსი და საქართველო ვერ ასრულებს ვერც ერთ პირობას და ჩამორჩება ყველას და ყველაფერს. ეს არის იმ დაინტერესებულ პირთა წრე, რომელიც მუდმივად საქართველოს საწინააღმდეგოდ მუშაობს, მათ შორის ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. არის ერთი რეალობა, რომლის საფუძველზეც საქართველო დამსახურებულად გახდა კანდიდატი ქვეყანა და არის ის განგრძობითი ბრძოლა საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, რომელსაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ და სამწუხაროდ, მათთან აფილირებული გარკვეული არასამთავრობოები და კონკრეტული პირები ახორციელებენ. პირდაპირ დემონიზაციაზე გადადიან და ეს არის მტრობა ქართველი ხალხის წინააღმდეგ“, - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ სამწუხარო რელობაა, მაგრამ აკადემიურ წრეებს და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის, ტენდენციური კრიტიკა პროფესიონალიზმად მიაჩნიათ. აბაშიძე ამბობს, რომ თუ ობიექტური ხარ, მაშინ ნებისმიერი პარამეტრი თუ კვლევა, ობიექტურად უნდა გააშუქო.

„გამოქვეყნდა „ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის“ კვლევა, რომლის მიხედვითაც, მის ინდექსში საქართველო 32-ე ადგილით საუკეთესო 30 ქვეყანას შორის მოხვდა. ეს ინდექსი კორუფციის ინდექსის დონეს აფასებს. იკვლევს სახელმწიფოს კეთილსინდისიერების მმართველობის პრატქიკას. რაც მთავარია, სასამრთლოს დამოუკდებლობას და პრესის თავისუფლებას, სახელმწიფოს ანგარიშვალდებულებას და გამჭვირვალობას. თუმცა ამავე კვლევაში ხაზგასმულია, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობით საქართველომ სარეიტინგო პოზიცია 21 საფეხურით გაიუმჯობესა და 57-ე ადგილიდან, 37-ე ადგილზე გადავიდა. ამ რეიტინგით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 16 სახელმწიფოს. მათ შორის, არიან დასავლეთ და ცენტრალური ევროპის სახელმწიფოები. საუბარი არც კი არის კანდიდატ ქვეყნებზე. აქ თვალსაჩინოდ ჩანს, რომ უკრაინა და მოლდოვა საგრძნობლად ჩამორჩებიან საქართველოს. ახლა ვკითხულობ - ვის უნდა დავუჯეროთ, ე.წ. დამოუკიდებელ ქართველ მეცნიერებს და მკვლევარებს, თუ წონად ევროპულ ორგანიზაციებს? ეს არის პარადოქსი, რომ კოლექტიური არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ნაცარასამთავრობოებად არიან მიერთებული, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს აზიანებენ“, - ამბობს გია აბაშიძე.

მისივე თქმით, არა აქვს მნიშვნელობა ესა თუ ის პირი, დოქტორია, პროფესორია თუ რა წოდების მატარებელია. თუ ის არ არის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, მისი პროფესიონალიზმს ჩალის ფასი აქვს.

„ვერანაირად ვერ ვიტყვით, რომ ეს ანტიკორუფციული კვლევების ცენტრი „ოცნების“ მიერ არის დაფინანსებული. ეს არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც გლობალურად ქვეყნების მდგომარეობას აფასებს. იგივე შეიძლება ითქვას „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სათავო ოფისზე და არა ეკა გიგაურის კანტორაზე. კორუფციის აღქმის ინდექსზე საქართველო მოწინავე პოზიციაზეა. ასევე, წინ უსწრებს ბევრ ევროპულ ქვეყანასაც. ის, რომ საქართველოს წინსვლა აქვს, ეს, რა თქმა უნდა, ხელისუფლების დამსახურებაა და იმ მიუკერძოებელი საერთაშორისო აქტორების, რომლებიც პარამეტრების მიხედვით აფასებენ. არასოდეს ვაქცევ აქ დაწერილ ანგარიშებს ყურადღებას, რომელიც „ნაცმოძრაობის“ დღის წესრიგის მიხედვით არის დაწერილი. ყოველთვის საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებს ვკითხულობ. თუ იქ არის კრიტიკა, ეს არის ობიექტური, რომელსაც ხელისუფლება უსმენს და ითვალისწინებს და არა ამ „ნაცმოძრაობის“ ენჯეოშნიკებს, რომლებმაც სუბიექტური და დამახინჯებული დასკვნები დაწერეს“, - ამბობს აბაშიძე.

ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ეს ნაცექსპერტები ასევე სტატიებს აქვეყნებენ სხვადასხვა საერთაშორისო მედია საშუალებებში. იქ კიდევ უარესი სურათია საქართველოს შესახებ. ამიტომ აბაშიძე ამბობს, რომ ეს ადამიანები საქართველოს წინსვლის მტრები არიან.

„ამ ხალხის მიზანია, რომლებიც დესტრუქციულ ოპოზიციურ ძალებთან ერთად მოქმედებენ, რომ საქრათველო მაქსიმალურად დააზიანონ. ამით კი ქართულ საზოგადოებაში რაღაცა ქულები დაიწერონ. თუმცა წლები გვაჩვენებს, რომ ყველა დროის არჩევნებში კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ უფრო მწარედ აგებს. იმ ინდექსს, სადაც საქართველო კანდიდატებს შორის არის წარმოდგენილი, როგორც ჩამორჩენილი ქვეყანა, არა აქვს არანაირი წონადობა“, - ამბობს აბაშიძე.

 

ლევკოთეა ნაცნარატივების განვითარების გარდა, ასოებს სხვა პირადი ინტერესებიც აქვთ.
რაც უფრო მძიმედ წარმოაჩენენ საქართველოს მდგომარეობას სხვადასხვა ანგარიშებში, მით მეტ გრანტს აიღებენ კორუფციასთან ბრძოლა იქნება, სასამართლოს დამოუკიდებლობა, სამოქალაქო სექტორის განვითარება, თუ მრავალი სხვა თემატიკა. თუნდაც ქუჩის კატების უფლებების დაცვა.
ეგ ნეგატიური ანგარიშებია მათი პური არსობისა.
9 თვის უკან
petrekupry "ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ეს ნაცექსპერტები ასევე სტატიებს აქვეყნებენ სხვადასხვა საერთაშორისო მედია საშუალებებში. იქ კიდევ უარესი სურათია საქართველოს შესახებ." - ქოც ექსპერტებს ვინმემ დაუშალა საერტაშორისო მედიაში სტატიების გამოქვეყნება? თუ იმდენი ინგლისური არ იციან?
9 თვის უკან