ჩრდილოეთ კორეამ უახლოეს თვეებში შესაძლოა სამხრეთ კორეის წინააღმდეგ გარკვეულ სამხედრო ქმედებას მიმართოს. ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ-იორკ ტაიმსი“ ამერიკელი მაღალჩინოსნების ცნობებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბოლო თვეებში კიმ ჩენ ინის აგრესიული რიტორიკა და სარაკეტო ცდები სეულის წინააღმდეგ გაზრდილ მტრულ დამოკიდებულებას ასახავს. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ვითარება საგანგაშოა, თუმცა ფხენიანის მხრიდან სრულმასშტაბიანი ომის დაწყებაზე არ მიუთითებს.
„ნიუ-იორკ ტაიმსის“ ცნობით, კიმ ჩენ ინის ბოლოდროინდელი განცხადებები ძირითადად პროვოკაციულ ხასიათს ატარებს, თუმცა ჩრდილოეთ კორეის ლიდერის მზარდი აგრესიული რიტორიკა სერიოზულად უნდა იქნეს აღქმული.