„ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ევროპულ საქართველო“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“, „გახარიას საქართველოსთვის“ და „ლეიბორისტული პარტია“ - საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ ამ პარტიების, ანუ, მათი განმარტებით, „კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ გასამართლების ინიციატივით გამოდის.
მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ უნდა მოეწყოს ქართული „ნიურნბერგის პროცესი“, რათა კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ პასუხი აგოს როგორც 2012 წლამდე ჩადენილი უმძიმესი დანაშაულებისთვის, როგორიცაა ადამიანების წამება, ბიზნესის რეკეტი, ელიტური კორუფცია, არჩევნების გაყალბება, ტელევიზიების მიტაცება, ქვეყნის ტერიტორიების რუსეთისთვის ჩაბარება და მრავალი სხვა, არამედ იმ დანაშაულებისთვისაც, რომლებსაც ისინი 2012 წლიდან დღემდე სჩადიან.
„კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არის აგენტურა, რომელიც ერთი ცენტრიდან იმართება და კოორდინირდება. აგენტი იმთავითვე ხელს აწერს პირობას, რომ ნებისმიერ მომენტში ნებისმიერ დავალებას შეასრულებს, მათ შორის ისეთ დავალებასაც კი, რომლის შესრულებამაც ქვეყანა ომში და უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში შეიძლება გახვიოს, ან, თუნდაც, სუვერენიტეტი სრულად დააკარგვინოს.
ისინი ნებისმიერ დროს შეასრულებენ საქართველოს უკრაინიზაციის დავალებას და აქამდე შესრულებულიც ექნებოდათ, ხელისუფლებას სწორად და პრინციპულად რომ არ ემოქმედა და საქართველოს ეროვნული ინტერესები ბოლომდე რომ არ დაეცვა. ცოტა ხნის წინ, გლობალურმა ომის პარტიამ ე.წ. „წამების პრევენციის კომიტეტს“ სააკაშვილზე დააწერინა, ვიდეოთვალთვალი მის ღირსებას ლახავდაო.
იმ ფონზე, რომ სააკაშვილის მკვლელობაზე, წამებაზე, მოწამვლაზე და მსგავს სისულელეებზე დღეს აღარავინ ლაპარაკობს, ეს მცირე ჟესტი, ძირითადად, სხვა აგენტებისთვის იყო განკუთვნილი. სხვა აგენტებს უნდა დაენახათ, რომ პატრონები საკუთარ თანამშრომელს ბოლომდე არ წირავენ და მინიმუმ, ციხეში სრულიად უყურადღებოდ არ ტოვებენ“, - აცხადებენ მოძრაობის წევრები.
ამ ინიციატივას მხარს უჭერს ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, რომლის განცხადებით, ყველაფერს, რასაც „ხალხის ძალა“ ამბობს, საფუძველი აქვს, თუმცა თვლის, რომ „ხალხის ძალის“ ინიციატივა საქართველოსთვის დიდი გამოწვევა იქნება. მისი თქმით, საქართველოს გარშემოც სიტუაცია დაძაბულია და „ნიურნბერგის პროცესის“ დონის მოვლენა ამ ეტაპზე საჭირო არაა.
„ვიცით იმ ადამიანების გვარები, ვინც ქუჩაში გამოიყვანეს და დახვრიტეს, წამებაში მოკლეს, შეურაცხყვეს, ღირსება ან ქონება წაართვეს და ა.შ. მიუხედავად ამისა, რეჟიმის გასამართლება დამატებით ტურბულენტობას შესძენს ჩვენს ისედაც დაძაბულ სიტუაციას. პრეზიდენტი იხდის სასჯელს, პრემიერ-მინისტრი, მთელი რიგი საკვანძო ფიგურები - 80-ზე მეტი ადამიანი არის გასამართლებული იმ სადისტობისთვის. 2008 წლის ომთან და ომის წინა პერიოდთან დაკავშირებით პოლიტიკურად, პრაქტიკულად, ყველაფერი გაანალიზებულია და საზოგადოებამ თავისი დამოკიდებულება გამოხატა.
„ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებიც არიან ჩვენი თანამოქალაქეები და მათზეც უნდა ვიზრუნოთ. ასე რომ, პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე „ქართულმა ოცნებამ“ გამოხატა საერთაშორისო სასამართლოებში ამ საკითხის შეტანით. მიუხედავად იმისა, რომ გადამალული იყო მტკიცებულებები, ისინი მოიპოვეს და არაერთ საერთაშორისო სასამართლოში დავამტკიცეთ იმის საწინააღმდეგო, რასაც „ნაცმოძრაობა“ ამტკიცებდა“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.
ოპოზიციაში კი თვლიან, რომ „ხალხის ძალა“ რუსული დაკვეთით მოქმედებს. „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ უნდა გასამართლდნენ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, რომლებმაც უმუშევარი დატოვეს ქართველი ხალხი და ქვეყანა დემოგრაფიულ კატასტროფამდე მიიყვანეს.
„ვსვამ კითხვას - უნდა აგონ თუ არა პასუხი გაზულუქებულმა, კორუმპირებულმა ჩინოვნიკებმა, რომლებმაც მიიტაცეს მილიარდები და რის გამოც ადამიანები უმუშევრად დარჩნენ დღეს საქართველოში? ასობით ათასი ადამიანი ქვეყნიდან გადასახლდა, გაიხიზნა სხვა ქვეყანაში. ეს კითხვა დაუსვით, თუ შეიძლება, ამ წერილის ოფიციალურ გამომქვეყნებლებსაც და მის რეალურ ავტორებსაც.
ვინ აგებს პასუხს შიმშილზე, რომელიც დღეს არის ქვეყანაში? ვინ აგებს პასუხს დღეს უმუშევრობაზე, არის თუ არა ეს ბიძინა ივანიშვილის პერსონალური პასუხისმგებლობა? ამ ადამიანებს, მინდა, ვუთხრა, ბიძინა ივანიშვილის პერსონალური ქონების მცველებად რომ გადაიქცნენ, საქართველოს მოქალაქემ, პირველ რიგში, საქართველოს ინტერესი უნდა დაიცვას და არა - ერთი კონკრეტული ადამიანის ინტერესი“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ანალიტიკოსი, ედიშერ გვენეტაძე აცხადებს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ N1633 ევროსაბჭოს რეზოლუციაზე ხელის მოწერით ცალსახად დაადასტურა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი საქართველომ დაიწყო. როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, სალომე ზურაბიშვილმა „TVპირველის“-ის ეთერში ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ ომი „ნაცმოძრაობამ“ დაიწყო.
„მაშასადამე ამ ორი პოლიტიკური სუბიექტისაგან დოკუმენტურად მტკიცდება, რომ 2008 წლის ომის ინსპირატორი და დამწყები „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლება და პირადად მიშა სააკაშვილი ყოფილა. ამრიგად მას შემდეგ, რაც დღევანდელმა ხელისუფლებამ ჰააგასა და სტრასბურგში ღირსეულად დაიცვა ქართული სახელმწიფოსა და ჯარისკაცების სიმართლე და ღირსება. ახლა აუცილებელია იმ ძალის დანაშაულობების გამოძიება და კანონის ძალით დასჯა, ვინაც დაიწყო ომი, რის შედეგადაც საქართველოს სახელმწიფოს დაეღუპა მოქალაქეები და ქვეყანამ დაკარგა მიწები. ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ, ამას ორკესტრირებულად ამტკიცებენ „ნაცმოძრაობა“ და პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომ ეს ომი „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებამ დაიწყო. ამიტომაც აუცილებელია მათი წერილობითი თუ ზეპირი მტკიცებულებების სრკუპოლოზური გამოძიება და ვიმეორებთ, ამ საქმის შემოქმედთა კონსტიტუციის ფარგლებში სამართლებრივი დასჯა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე.
პოლიტოლოგი რამაზ სააყვარელიძე იხსენებს, რომ ანალოგიური მოთხოვნა პარლამენტში წარადგინა „პატრიოტთა ალიანსმა“, მაგრამ მას გაგრძელება და დიდი აჟიოტაჟი არ მოჰყოლია. მისი თქმით, ბევრი მიზეზის გამო ძნელია ამ ინიციატივაზე აყოლა და პირველი მიზეზი არის ის, რომ იგივე ნიურნბერგის პროცესი მას მერე მოეწყო, რაც ფიზიკურად დამარცხდა ჰიტლერის „ნაციონალურ-სოციალისტური“ პარტია და გაიშიფრა მისი დანაშაულებები მსოფლიო მასშტაბით.
„მასეთი დანაშაულებების ნუსხა თუ აქვს რომელიმე ჯგუფს, ჯერ ეს ნუსხა უნდა დატრიალდეს. მხოლოდ იმაზე ლაარაკი, რომ მომხრეები ჰყავს ამ გასამართლებას, საკმარისი არ არის და ვერც გასამართლების პროცედურა გამართლდება. გავიხსენოთ, რომ დასავლეთი არ იქნება ნეიტრალური ასეთი გასამართლების მიმართ და შეიძლება პირიქით, დასავლეთის ძლიერი წინააღმდეგობა გამოიწვიოს. ეს პრობლემა უდგას საერთოდ „ხალხის ძალას“.
ის, დიდი ნაწილისთვის სრულიად მისაღებ პოზიციას იკავებს, მაგრამ მერე იკავებს ამ პოზიციას არა მარტო განცხადებებით, არამედ აქტიური მოქმედებათა ინიციატივით, რაც ყოველთვის გამართლებული არ არის. ყველაზე მკაფიო მაგალითი იყო „FARA“-ს კანონთან დაკავშირებით მათი პოზიცია. შეიტანეს კანონპროექტი და მერე რაც მოჰყვა ამას, ვნახეთ. ეს მათი პოლიტიკური მარცხია. ე.ი. ვერ გათვალეს, რა შედეგი მოჰყვებოდა ასეთი კანონის შეტანას. ამ შემთხვევაშიც, მეშინია, რომ კარგად არ ითვლიან, რა შედეგი მოჰყვება „ნაციონალური მოძრაობის“ და მით უმეტეს დანარჩენი პარტიების დასმას სასამართლოს სკამზე. ეს ხომ ფაქტობრივად, ნიშნავს მთელი ოპოზიციის გასამართლებას და დასავლეთი ამაზე ტაშს არ დაგიკრავს“, - აცხადებს საყვარელიძე.
მისი თქმით, თუკი ამ პოლიტიკურ ჯგუფს მიაჩნია, რომ უნდა დაისაჯოს „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი თანამებრძოლი პარტიები, უნდა გაარკვიოს, ვინ უნდა დასაჯოს ისინი.
„სახელმწიფომ რომ დასაჯოს წამგებიანია, რადგან დააბრალებენ ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედებას. გავიდეს ეს ჯგუფი ხალში და იმუშაოს იმაზე, რომ ხალხმა დასაჯოს ეს ადამიანები და პარტიები. ანუ, ის, რაც ხდებოდა ადრე მთაში. ვიცით, რომ თუკი თემის წინააღმდეგ წავიდოდა იგივე ჯოყოლა, თემი მას გარიყავდა. დადგეს ეს ჯგუფი და იმუშაოს იმაზე, რომ საზოგადოების ფართე წრეებმა უარი თქვან ამ პოლიტიკური პარტიების წევრებთან ურთიერთობაზე, მათთან მეგობრობაზე, მათთვის ხმის გაცემაზე და ა.შ.
ანუ, სახალხო პროცესით სცადონ მათი გარიყვა და არა სახელმწიფოს ჩართულობით. მერწმუნეთ, ეს უფრო ქმედითიც იქნება და არც ის უარყოფითი შედეგები არ მოჰყვება. თან შემოწმდება ამ ჯგუფის აზრი და პოზიციას აქვს ისეთი ჭრა, როგორც თვითონ მიაჩნიათ. თუ საზოგადოება მათ აყვება, მერე ეს საზოგადოება მათ ხმასაც მისცემს. თუ აღამოჩნდა, რომ საზოგადოების ფართო წრე მათ არ აჰყვება, ცხადი ხდება, რომ რაღაცა სხვა აქვთ მოსაფიქრებელი საარჩევნო მანდატებისთვის“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
რაღაც მცირე რაოდენობის ამომრჩეველზე კი იმოქმედებს ეგ პოპულიზმი. ბევრი არაფერი.
ესენიც ხალხს დურაკებად გვთვლიან......
ნაცების დასჯას აქამდე ვინც დაუშალა ხელი, ეხლა რაა, აღარ დაუშლიის ???
ან თუ ეხლა აქვთ ტრაკი აქმდე რატო არ დასაჯეს?/
უტრაკოები არიან ესენი, უტრაკოები და ამერიკის ტრაკში მაყურებლები
ამერიკის შიშით რუსებთან დალაპარაკებაც ვერ გაუბედიათ .
.არადა ვამბობ...პუტინი ფეშქაშად ნახევარ ციმბირსაც ზედ მოაყოლებს მეთქი და არ ეყურებთ..
..არაააააა??? სინჯეეეს??? სინჯონ აბა..იქნებ გაგიჟდა პუტინი და მართლა დაგვიბრუნოს აფხაზეთი.,
თუ არადა ისედაც ხომ ვააართ გაღიმებულები??---- სინჯონ რაღა-- ცდა ბედის მონახევრეაო ..
ჩინეთი პუტინთან ძმაკაცობს ეს იგი თქვენც პუტინი გინდათო .....ასე აყვირებს ამერიკა ამ ნაცებს და სინამდვილეს კიდევ არ ამბობობენ ---უბრალოდ არ აწყობს ამერიკას ჩვენზე გავლით, მოკლეზე ევროპის ბაზარზე ჩინეთი რომ შევიდეს და გაგულავდეს და კონკურენტი გაუჩნდეს და იმიტომ აყვირებს ამ ნაცებს ამერიკა......სიმართლეს კიდევ თავიაანთი უტვინო ჭკვით მალავენ ვითომ
ამერიკას ტყუილ-- მართალით ეს ევროპა ტრაკში აქვს ამოდებული და ჩვენც ზედ გვიყოლებს
ჰოოოდა მოვა 2025 ,.../ზოგი მერე ვნაცხოთ (თუ მანამდე მაგატ პუტინმა არ მოუყომარა)