აზერბაიჯანსა და საფრანგეთს შორის ვითარება იძაბება. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ფრანგი ჯაშუშების დაკავების შემდეგ, საფრანგეთის სენატმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციების შემოღების მოთხოვნით რეზოლუცია მიიღო. სენატმა მოუწოდა მთავრობას, ევროპელ პარტნიორებთან ერთად, მიიღოს ყველა დიპლომატიური ზომა აზერბაიჯანის წინააღმდეგ, სომხეთის წინააღმდეგ აგრესიული ქმედებების გამო.
საფრანგეთის სენატის მიერ მიღებულ რეზოლუციას ოფიციალური ბაქო ანტიაზერბაიჯანულად აფასებს და მიიჩნევს, რომ საფრანგეთის მხრიდან ანტიაზერბაიჯანული ქმედებების გაგრძელების გათვალისწინებით, აზერბაიჯანის მთავრობამ საფრანგეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა დააწესოს. აზერბაიჯანის მილი მეჯლისის საერთაშორისო ურთიერთობათა და საპარლამენტთაშორისო კომიტეტი ითხოვს, რომ გაიყიდოს აზერბაიჯანში ფრანგი ჩინოვნიკების ნებისმიერი ქონება; ასევე შეწყდეს საფრანგეთთან ეკონომიკური ურთიერთობა; ყველა ფრანგული კომპანია, მათ შორის Total, უნდა განიდევნოს აზერბაიჯანიდან.
გარდა ამისა, ფრანგულ კომპანიებს სამთავრობო პროექტებში მონაწილეობა უნდა აეკრძალოს. დაევალოს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს, გადადგას ნაბიჯები კანაკის, მაოჰი ნუის და კორსიკის დამოუკიდებლობის აღიარებისთვის. მილი მეჯლისმა ხელისუფლებას ულტიმატუმი ფრანგული მხარის გადაწყვეტილების შემდეგ წაუყენა.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა 2023 წლის ნოემბერში დაიძაბა, როდესაც ფოთის პორტში შემოვიდა ფრანგული ხომალდი, რომელიც დატვირთული იყო მრავალფუნქციური ჯავშანტრანსპორტიორი Bastion-ით, რომელსაც ფრანგული კომპანია Acmat აწარმოებს. ამასთანავე, ფოთის პორტში შევიდა კომპანია ARQUUS-ის მიერ წარმოებული სხვადასხვა კომპონენტები, რომლებიც Bastion-ის ჯავშანტრანსპორტიორის ოპერირებისთვის არის საჭირო. ფოთის პორტიდან ამ ტვირთის ტრანსპორტირება სომხეთის მიმართულებით მოხდა.
ამის შემდეგ, აზერბაიჯანში ფრანგული სადაზვერვო ქსელი გამოააშკარავეს, სადაც რამდენიმე ათეული აგენტი შედიოდა. დაკავებული იქნენ პირები, რომლებიც აზერბაიჯანში, უკრაინაში, საქართველოში, ახლო აღმოსავლეთში, აღმოსავლეთ ევროპასა და აზიაში მოქმედებდნენ. აზერბაიჯანი ამტკიცებს, რომ საფრანგეთის ჯაშუში მარტინ რაიანი დააკავა, რომელიც შპს „მერკორამა“-ს ხელმძღვანელობდა. მას 4 თვით თავისუფლების აღკევთა მიუსაჯეს და ის ორი ფრანგი დიპლომატი, რომელთანაც მარტინ რაიანი კონტაქტს ამყარებდა, ქვეყნიდან გააძევეს. ფრანგული დაზვერვის ამ ჩავარდნის გამო პარიზში მისი ხელმძღვანელობაც კი შეცვალეს. ამ სკანდალში საინტერესო დეტალია ისიც, რომ მარტინ რაიანი 2019-2020 წლებში თბილისში მუშაობდა, სადაც Experto Consulting LLC-ს დამფუძნებელი და მმართველი დირექტორი იყო.
თავის მხრივ, საფრანგეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ არ ავიწყდება მოლდოვა და კავკასიის ქვეყნები. როგორ დასრულდება ფრანგულ-აზერბაიჯანული დაპირისპირება? - ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტს დავით კუხალაშვილს ესაუბრა.
ბატონო დავით, რას ვაკვირდებით ფრანგულ-აზერბაიჯანული დაპირისპირების ნაწილში როგორც უსაფრთხოების, ასევე პოლიტიკური კუთხით?
დავით კუხალაშვილი: საფრანგეთი, სადაზვერვო ქმედებებით, მთლიანად კავკასიაში, აქტიურად მოღვაწეობს. სამწუხაროდ, საქართველოშიც და მათ საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე გააჩნიათ საკუთარი ინტერესების გამტარებელი პირი და აქედან გამოდინარე ვფიქრობ, რომ ეს არაა მარტო საფრანგეთი, ეს არის გარკვეული ერთობა და ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა ვისაუბროთ კოლექტიურ დასავლეთზე, იმიტომ, რომ საფრანგეთი არ არის დამოუკიდებელი მოთამაშე. ის ყოველთვის გამოდის კოლექტიური დასავლეთის სახელით. ასე რომ, ცალკე ნუ განვიხილავთ საფრანგეთს.
რაც შეეხება უშუალოდ ამ ფაქტს, ჩვენ ადრეც ვისაუბრეთ, რომ ყარაბაღთან განვითრებული მოვლენები, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანმა საკმაოდ საფუძლიანი წარმატება მოიპოვა, სომხური ლობის ინტერესებში არ შედიოდა და არ შედის. ეს ლობი აქტიურად იბრძვის იმისათვის, რომ კოლექტიური დასავლეთი აქტიურად იქნას გამოყენებული საკუთარი ინტერესების აღსასრულებლად.
მეორე და მნიშვნელოვანი გარემოება - როდესაც სახელმწიფოს სადაზვერვო აქტივობა უფისქსირდება ნივთიერი მტკიცებულებით რომელიმე კონკრეტულ სახელმწიფოში, ეს იმას ნიშნავს, რომ მზვერავი სახელმწიფო და მისი სპეცსამსახური არის კომპრომეტირებული და ასეთი სახელმწიფოს მიმართ შესაძლებელია გატარდეს სხვადასხვა სადამსჯელო ღონისძიებები.
რა სახის სადამსჯელო ღონისძიება შეიძლება გატარდეს?
- სახელმწიფოს მხრიდან, როგორც ინდივიდუალურ რეჟიმში, ისე კოლექტიური გადაწყვეტილება იქნას მიღებული სხვადასხვა სახელმწიფოების მხრიდან. საფრანგეთს არავინ არ დასჯის და არც სანქციას შემოიღებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ რეალურად, მოსაზრება, რომელიც მე უკვე გამოვთქვი, რომ საფრანგეთი არ არის დამოუკიდებელი მოთამაშე და ის კოლექტიური დასავლეთის ერთიან მთლიან ნაწილს წარმოადგენს, კიდევ ერთხელ დაადასტურებს ამ მოსაზრებას.
რაც შეეხება პროცესების ინსპირირებას, ჩვენ გარდამავალ და შეიძლება ითქვას, რომ უკვე, გარკვეულწილად, დასკვნით ფაზაში უნდა გადავიდეთ უკრაინა-რუსეთის საომარ მოქმედებებთან მიმართებაში და ის პროცესები, რაც ახალა ვითარდება საფანგეთი-აზერბაიჯანს შორის, არის ახალი ტერიტორიული გადანაწილების პროცესი. ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ საბოლოო ჯამში მოლაპარაკების ფაზაში მყოფი დომინანტი სახელმწიფოები ამ პროცესშიდაც კი ახორციელებენ აქტიურ სადაზვევრო ქმედებებს.
რა გაგრძელება შეიძლება ამას მოჰყვეს? ძალიან მკაცრია აზერბაჯანის მოთხოვნა. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია აზერბაიჯანსა და საფრანგეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა გაწყდეს?
- ფაქტობრივი მდგომარეობა რაც გვაქვს, ვფიქრობ, რომ საფრანგეთს რაიმეს მოთხოვნის უფლებამოსილება არ გააჩნია. აზერბაიჯანის სპეცსამსახურებმა გამოავლინეს საფრანგეთის აქტიური სადაზვერვო ქმედებები აზერბაიჯანის წინააღმდეგ. სადაზრვერვო საქმიანობას როდესაც ვახსენებთ, ამ შემთხვევაში, საუბარია კონკრეტული სახელწმიფოს მიერ კონკრეტულ სახემწიფოში ძირგამომთხრელ საქმიანობაზე, რომელიც ძირს უთხრის როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ, სამხედრო და სამედიცინო ტექნიკურ უსაფრთხოებას. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში, სახეზე გვაქვს საფრანეთის სახელმწიფოს მხრიდან მტრული დამოკიდებულება აზერბაიჯანთან მიმართებაში.
ამიტომ, აზერბაიჯანს აქვს ლეგიტიმური უფლება, ყველა ძალა და შესაძლებლობა გამოიყენოს, რომ საფრანგეთმა პასუხი აგოს თავის ქმედებებზე. მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, საფრანგეთს არ დაუკავებია აზერბაიჯანელი ჯაშუშები და ყველაფერი განვითარდა მას შემდეგ, როდესაც აზერბაიჯანმა აღნიშნული ჯაშუშები გამაოვლინა. ამიტომ, მოვლენათა განვითარება დამოკიდებულია იმაზე, თუ რაზე შეთანხმდებიან საბოლოო ჯამში სახელმწიფოები. ამ შემთხვევაშიც, ვფიქრობ, რომ ეს პროცესიც გარკვეული ვაჭრობის თემა იქნება კოლექტიურ დასავლეთსა და აზერბაიჯანს შორს და ამ ბრძოლაში აზერბაიჯანი მარტო არ არის.
თქვენ ამბობთ, რომ ამ დაპირისპირებაში აზერბაიჯანი მარტო არ არის. რეალურად, ამით საფრანგეთი უპირისპირდება არა აზერბაიჯანს, არამედ იმ სახელმწიფოებს, რომლებიც რეალურად დგას აზებაიჯანის უკან - თურქეთი, ირანი?
- რა თქმა უნდა, ეს არის პირდაპირი დაპირისპირების ჯაჭვი, რომელიც, ზოგადად, ისედაც ჩანს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე და შესაბამისად, ამის ჩამოცილება და ცალკე გამოყოფა ვფიქრობ, რომ არ იქნება სწორი. ეს არის ჯგუფური ინტერესიდან გამომდინარე. ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც არის გარკვეული კოალიცია. ეს არის კოალიციური დასავლეთი და აზერბაიჯანი თავის სტრატეგიული პარტნიორებით. ამიტომ, ეს არის გლობალური მასშტაბის საკითხი და ასეთი თემების წინ წამოწევა, ვფიქრობ, რომ წინასწარ შეჯერებული და შეთანხმებულია, რომ არ დაზიანდეს აზერბაიჯანის ეროვნული ინტერესები.
სენატმა მოუწოდა მთავრობას, ევროპელ პარტნიორებთან ერთად, მიიღოს ყველა დიპლომატიური ზომა აზერბაიჯანის წინააღმდეგ სომხეთის წინააღმდეგ აგრესიული ქმედებების გამო. ამ კონკრეტული მოთხოვნით რას ამბობს საფრანგეთი, სადაც ძალიან ძლიერია სომხური ლობი?
- ნებმისიერი ლობის საქმიანობა გამოიყენება იმ სახელმწიფოს მიერ, ვისაც ევაჭრება ლობი და ვისზედაც ცდილობს თავისი ზეგავლენა მოახდინოს იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც ისინი კრიზისულ მდგომარეობაში არიან. ვფიქრობ, რომ საფრანგეთის ხელისუფლება კრიზისშია. ეს არის სპეცსამსახურების კრიზისი. ასეთი გამოაშკარავება ნებისმიერი სახელმწიფოსთვის საკმაოდ სერიოზული კომპრომენტაციის საფუძველია. ამიტომ ვფიქობ, რომ განცხადება, რასაც აკეთებს საფრანგეთი, ვერ გადაფარავს იმას, რაც მოხდა აზერბაიჯანში.
მაგრამ ერთი რამ უნდა დავიმახსოვროთ, განსაკუთრებით ჩვენც - არის ასეთი გამოთქმა „დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი“ და ამ პრინციპის მიხედვით საფრანგეთს არავინ პასუხს არ მოსთხოვს. თუ დავაკვირდებით საქართველოში ბოლო წლებში განვითარებულ მოვლენებს და მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდს და თვითონ ომის პერიოდში საფრანგეთის მოღვაწეობას, ეს იყო მისი ქვეყნის სადაზვერვო ინტერესებიდან გამომდინარე ქმედება. საფრანგეთს საქართველოს წინააღმდეგ სადაზვერვო აქტივობები არასოდეს არ შეუწყვეტია.
აზერბაიჯანი რომ საფრანგეთს სანქციებს უწესებს, ჩვენ არ უნდა შევუერთდეთ? თუ აზერბაიჯანი არ არის ჩვენი მეგობარი.
მერე საფრანგეთი რომ დაასანქცირებს აზერბაიჯანს, იმასაც ხომ უნდა შევუერთდეთ, აბა საფრანგეთს ხომ არ ვაწყენინებთ. ისე ჩვენ თუ ვინმეს სანქციებს უნდა შევუერთდეთ, ეს სწორედ საფრანგეთია. სარკოზი იყო, მოსკოვსა და თბილისს შორის რომ დარბოდა თორემ სხვას არავის გაუნძრევია თითი. აი, სადამდე მიგვიყვანს, ამ სხვის ომებში ჩაკვეხება.
საერთოდ რა სისულელეა, ეს ვიღაცის სანქციების შეერთება. ვინც აწესებს მაგ სანქციებს , იმან შეასრულოს, ჩვენ რა შუაში ვართ.