„ოცნებისა“ და გიორგი გახარიას ურთიერთთავდასხმები სულ უფრო მწვავდება - უკავშირდება თუ არა ეს არჩევნებს და არის თუ არა გახარიას მიზანი რომ ამით ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლის მობილიზება მოახეროხს?
ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია ყოფილ თანამებრძოლებს ღიად უპირისპირდება. „პატარა მშიშარა ბიჭებს ივანიშვილი უკვე ბევრგან ჩაშვებული ჰყავთ“, - ამ სიტყვებით გახსნა გახარიამ „ოცნების“ წინააღმდეეგ ახლი დაპირისპირებაა. პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ გუნდი, რომელსაც ივანიშვილი ყველაზე მეტად ენდობოდა, მის ზურგს უკან სხვაგვარად იქცეოდა და პოლიტიკურ კულისებში გასული კობახიძე-ღარიბაშვილის გუნდი, სხვებს ჩუმად უყვებდონენ, როგორ მიიღებოდა გადაწყვეტილებები პარტიაში, სხვისი ხელით და არაფორმალურად.
გიორგი გახარიას „ოცნებიდან“ მალევე უპასუხეს, მათი თქმით, სავარაუდოდ, წინასაარჩევნოდ გახარიამ აქტიურობის ეს ფორმა აირჩია და ამით ყურადღების მიქცევას ციდლობს.
ქალაქის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ ყოფილ პრემიერის მთავარი საზრუნავი 5%-ანი ბარიერის გადალახვაა და ურჩევს ამ საკითხს მიხედოს.
„რამდენად სწორი იქნება, გახარია გამოვა, რაღაცას იტყვის და ამასთან დაკავშირებით კომენტარი გავაკეთოთ?! ალბათ, მისი მთავარი საზრუნავი იქნება ის, რომ როგორმე 5-პროცენტიანი ბარიერი გადალახოს“, - ამბობს კალაძე.
„ხალხის ძალის“ ლიდერი გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ ყოფილი პრემიერი იმ ქსელში გაიხლართა, რა ქსელებსაც, ზოგადად, აბამდა ხოლმე.
მაჭარაშვილის თქმით, გახარიას განცხადებები განწირული პოლიტიკოსის განცხადებებს ჰგავს და სინამდვილეში ის არაფრის მაქნისი არ არის.
„გახარია გაიხლართა იმ ქსელში, რა ქსელებსაც, ზოგადად, აბამდა ხოლმე და ეს არის მისი სტილი, სამწუხაროდ. ამიტომ ყოველდღიურად მისი ნებისმიერი ასეთი განცხადება ემსახურება მხოლოდ იმას, რომ როგორმე დარჩეს მინიმალურ ზედაპირზე. ეს ნიშნავს ზუსტად განწირული პოლიტიკოსის განცხადებებს, ამიტომ მისი განცხადებები ჩვენთვის უინტერესოა. ის არაფრის მაქნისი არ იყო, როდესაც მოვიდა „ოცნებაში“ და ნელ-ნელა ჩვენი ნდობით მოიპოვა ცნობადობა, მოიპოვა პოპულარობა და მაშინ გადადგა ეს მოღალატეობრივი ნაბიჯი, როდესაც ამ შემთხვევაში, გუნდში იყო საკმაოდ ისეთი სიტუაცია, როდესაც უნდა მიგვეღო გადაწყვეტილებები“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
რამდენიმე დღის წინ კი პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რომ მოლოდინი აქვთ, წინასაარჩევნოდ პარტიის თავმჯდომარისა და ექსპრემიერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრება. გახარიას შს მინისტრობისა და პრემიერობის დროს მომხდარ გადაცდომებსა და შესაძლო დანაშაულზე მმართველი პარტიის წარმომადგენლები პერიოდულიად საუბრობენ ხოლმე, თუმცა, მას შემდეგ, რაც ორიოდე დღის წინ გახარიამ პოლიტიკაში ახლადდაბრუნებულ „ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს დებატები შესთავაზა, „ოცნების“ მხრიდან გახარიასადმი ბრალდებები კიდევ უფრო გახშირდა.
მას მერე, რაც გახარიამ ივანიშვილი დებატებში გამოიწვია, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საპასუხო პოსტი დაწერა. ის ახსენებს 20 ივნისის, კლუბ „ბასიანისა“ და პანკისის მოვლენებს, ასევე საუბრობს იმ კოალიციაზე, რომელიც რამდენიმე მუნიციპალიტეტის საკრებულოში გახარიას პარტიამ ენმ-თან შექმნა.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ სამწუხარო რეალობაა, როცა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ისეთი ოდიოზური ფიგურები არიან, როგორებიც გიორგი გახარია და მამუკა ხაზარაძე არიან. აბაშიძე მიიჩნევს, რომ ამ ადამიანების პოლიტიკაში ყოფნა უკვე დიდი ანომალიაა.
„გიორგი გახარია ყოველთვის ცდილობს, რომ ტყუილებით, დეზინფორმაციით, მანიპულაციით, საზოგადოების ყურადღება მიიქციოს. ჰგონია, რომ ამით მის პარტიას რაღაცა პროცენტები მოემატება. არადა პირიქით ხდება. გავიდა საკმარისი დრო, რაც მისი პარტია ოპოზიციურ ველზეა და მიუხედავად ამისა, მაინც მოჩანჩალებს ორპროცენტიან ზღვარზე. მიუხედავად ამისა, მაინც აქვს ამბიცია, რომ თითქოს ის არის მესამე ალტერნატიული ძალა თუ ცენტრი და ა.შ. ეს არის გუნდის მოღალატე ადამიანი, რომელიც უწინარეს, თავად არის მშიშარა, რომელიც პრემიერის პოსტიდან მხოლოდ იმიტომ გაიქცა, რომ ნიკა მელია არ დაეჭირა. როგორ შეიძლება გახარია სხვების შიშზე საუბრობდეს, როდესაც თავად სუპერ ლაჩარია. მე მგონი ამაში პრველი პრიზი ოპოზიციურ სივრცეში მას ეკუთვნის“, - ამბობს აბაშიძე.
რაც შეეხება იმას, ოპოზიციურ რომელ ელეტქორატზე მუშაობს ამ განცხადებით გახარია და რა შედეგს მიიღებს ამით, აბაშიძე მიიჩნევს, რომ თავად გახარიამ არ იცის, რომელ ელექტორალურ სეგმენტზე მუშაობს.
„გახარია „ნაცმოძრაობის“ კლასიკურ ტრენდში ჩაჯდა, როდესაც „ოცნების“ უსაფუძვლო კრიტიკა და ლანძღვა-გინება დაიწყო, ხოლო ამომრჩეველს ალტერნატიულ პროგრამებს და საქმეს არ სთავაზობს. ანუ გიორგი გახარიასა და ლევან ხაბეიშვილს შორის, არანაირი იდეოლოგიური, გონებრივი განსხვავება აღარ არის.
რაც შეეხება გახარიასთვის სისხლის სამართლის შესაძლო დევნის დაწყებას, პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ პოლიტიკაში ყოფნა არავისთვის ინდულგენცია არ არის. დემოკრატიულ ქვეყანაში, პოლიტიკოსს რომ დანაშაული აქვს ჩადენილი, ის პასუხს აგებს. თუმცა, გახარიას გარშემო მყოფი მისი პაროდისტები ცდილობენ, რომ ყურადღება მიიქციონ, გააკეთონ სკანდალური და იაფფასიანი განცხადებები და ამით ფიქრობენ, თავიაანთ პარტიას პოლიტიკურ დივიდენდებს შესძენენ, რაც უკიდურესად სასაცილოა“, - ამბობს აბაშიძე.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძეც მიიჩნევს, რომ გიორგი გახარიას ამგვარი განცხადებები წინასაარჩევნო აქტიურობას უკავშირდება. საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ცდება გახარია თუკი ფიქრობს, რომ ამ განცხადებებით ოპოზიციურ ამომრჩეველს მიიმხრობს. ამის კი რამდენიმე მიზეზი არსებობს.
„გახარიას ამ მხრივ გააქტიურება გასაგებია და მესმის რასაც აკეთებს, მაგრამ ეს მას რას აძლევს? ის განცხადებები, რაც მან „ოცნებაზე“ და ივანიშვლზე გააკეთა, ოპოზიციურ ფლანგზე უკვე არსებობს. ანუ საზოგადოებას მუდმივად ხელისუფლების ამდაგვარი ლანძღვა ესმის და შეჩვეულები არიან. თუმცა მუდმივად სვამენ კითხვას, ოპოზიცია მასზე უკეთესი რით არის. მით უმეტეს, ერთმანეთის ლანძღვა, როგორც „ოცნებას“ ასევე გახარიას არაფრად წაადგება. საქმე კი ისაა, რომ ისევ ოპოზიციური ელექტორატი სვამს კითხვას - პრემიერი როცა იყო, „ოცნება“ მაშინ თუ კარგი იყო, ახლა ცუდი რანაირად გახდა?
იგივე კითხვას გახარიაზე სვამენ, ანუ როცა პრემიერი იყო, მაშინ ჩუმად იყო და როცა წამოვიდა, ალაპარაკდა? ჩვენ ვნახეთ სალომე ზურაბიშვილმა დაჟე პრეზიდენტად ყოფნის დროს დაიწო ხელისუფლების ლანძღვა. მიუხედავად ამისა, მას დიდი ვერაფერი მოუტანა ამან, ახლა გახარია რატომ ფიქრობს, რომ ოპოზიციის მიმხრობას შეძლებს? მით უმეტეს ოპოზიციურ ელეტქორატს და თავად ოპოზიციას ის დიდად გულზე არ ეხატებოდა და მის მიმართ ძალიან აგრესიული და კატეგორიული დამოკიდებულება ჰქონდათ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მისი ეს ტაქტიკა არაფერს მოიტანს და სჯობს უფრო საქმიანი გახდეს“,-ამბობს საყვარელიძე.