„ოცნებამ“ შეძლო და ოპოზიცია ანტიქართულ, ანტიეროვნულ, ანტიეკლესიური ძალად გამოიყვანა და ნოყიერ ნიადაგზე წააქცია“

„ოცნებამ“ შეძლო და ოპოზიცია ანტიქართულ, ანტიეროვნულ, ანტიეკლესიური ძალად გამოიყვანა და ნოყიერ ნიადაგზე წააქცია“

რელიგია, როგორც პოლიტიკური ბრძოლის ახალი იარაღი? ოპოზიციამ ხელისუფლების ე.წ. პრორუსულობის მხილების ახალ „მტკიცებულებებს“ ე.წ. სტალინის ხატის სახით მიაგნო. რამდენიმე დღის განმავლობაში ამ თემით მანიპულირება სცადეს, თუმცა, საბოლოოდ, პოლიტიკური თვითდაზიანება მიიღეს.

ხელისუფლება აცხადებს, რომ ოპოზიცია ეკლესიასთან ბრძოლით არის დაკავებული. ცდილობს ეს თემა პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოიყენოს და საზოგადება ერთმანეთს დააპირისპიროს. მათი აზრით, წარმოუდენელია ოპოზიცია ებრძოდეს ქართველი ხალხის იდენტობას და თან იმედი ჰქონდეს, რომ მათგან მხარდაჭერა ექნება.

ოპოზიცია კი ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ ხელისუფლება რელიგიური თემით ცდილობს ოპონენტების გაშავებას.

ანალიტიკოსები for.ge-სთან ამბობენ, რომ ოპოზიციამ ამ თემის ირგვლივ გაკეთებული განცხადებებით საკუთარ ფეხში გასროლა მოახდინა. მათი აზრით, მოსახლეობის 90% ეკლესიას ნდობას უცხადებს, ამ დროს კი ოპოზიცია ხატის ვანდალიზმის მხარდაჭერით არის დაკავებული, რაც მის ამომრჩეველში უარყოფით დამოკიდებულებას იწვევს. ამიტომ, ამ თემის ირგვლივ მოგებული ისევ ხელისუფლება აღმოჩნდა.

საქართველოს საპატრიარქო მიმართავს მატრონა მოსკოველის ხატის შემწირველებს და მოუწოდებს მათ, შეცვალონ სტალინთან შეხვედრის ეპიზოდი. პრესსამსახურის ინფორმაციით, თუ შემწირველი არ შეცვლის ამ ფრაგმენტს, საპატრიარქო ამას თავად გააკეთებს.

„მივმართავთ შემომწირველთ, თვითონ შეიტანონ სათანადო ცვლილებები ხატში, ან ამას ჩვენ გავაკეთებთ“, - წერია განცხადებაში.

მასში განმარტებულია მიზეზი, რის გამო გადაწყვიტეს საპატრიარქოში ხატის იმ ფრაგმენტის შეცვლა, რომელმაც საზოგადოებაში მღელვარება გამოიწვია. კერძოდ, საპატრიარქოს პრესსამსახური აღნიშნავს, რომ რუსეთის ეკლესიას იოსებ სტალინის წმინდა მატრონასთან შეხვედრა, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ შეუტანია „მისი ცხოვრების კანონიკურ ტექსტში“, - წერია განცხადებაში.

ხატის ირგვლივ დაპირიპირება კი მას შემდგე დაიწყო, რაც 9 იანვარს სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ მას ლურჯი საღებავი შეასხა. ამას საზოგადოებაში მღელვარება მოჰყვა, რომელიც შემდეგ პოლიტიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, წარმატების ვერავითარი შანსი ვერ ექნებათ ისეთ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც პირდაპირ უპირისპირდებიან ქართულ სახელმწიფოს, ქართულ ეკლესიასა და იდენტობას.

„ეს არ არის ახალი. მთელი ამ წლების განმავლობაში, ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ადამიანების, რადიკალური ოპოზიციის, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობა მიმართულია პირდაპირ სახელმწიფოს, ეკლესიისა და იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რაზეც დგას ჩვენი ქართული იდენტობა. ეს არის მათი პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ხაზი და მთავარი მიმართულება. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას უნდა დავუპირისპირდეთ. ამას, პირველ რიგში, ქართული საზოგადოება უნდა დაუპირისპირდეს და აუცილებლად დაუპირისპირდება. მორიგი განაჩენი დადგება ამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. წარმატების ვერავითარი შანსი ვერ ექნებათ ისეთ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც პირდაპირ უპირისპირდებიან ქართულ სახელმწიფოს, ქართულ ეკლესიასა და ჩვენს იდენტობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიცია, რომელიც თავდაპირველად ამ ხატის ირგვივ ატეხილ აჟიოტაჟში ერთგვარ მომგებიან სიტუაციაში იყო, შემდგომში საკუთარ ფეხში გასროლა მოახდინა. ანჯაფარიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ხელისუფლებამ მოახერხა და ოპოზიციას იქით შეუბრუნა ეს პოლიტიკურ - პროპაგანდისტული ნარატივი.

„ოცნებამ“ შეძლო და ოპოზიცია საბოლოო ჯამში ანტიქართულ, ანტიეროვნულ და ანტიეკლესიური ძალად გამოიყვანა. როდესაც ასეთ ბრალდებებს ოპოზიციამ ვერაფერი ვერ დაუპირისპირა, ხელისუფლებამ იგი ნოყიერ ნიადაგზე წააქცია. ოპოზიცია, რომელიც იგივე სტილში მოქმედებას აგრძელებს და ოპოზიციურ ტელეარხებზე თოქშოუებს ამ თემაზე მართავს, უკვე თვითონაც ვერ ამჩნევს, როგორ იყენებს საკუთარ თავს უხერხულ მდგომარეობაში.

მანიპულირების, თითქოს ეკელსიაში ეს ხატი „ოცნებამ“ შეიტანა და ხელისუფლება სტალინს ეთაყვანება, ძალიან გულუბრყვილო ადამიანსაც კი არ სჯერა, მით უმეტეს, ყველამ იცის, რომელმა პოლიტიკურმა პარტიამ შესწირა სამებას ეს ხატი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ოპოზიციის პოლიტიკური კომუნიკაცია საზოგადოებასთან ასეთი თემებით, მისთვისვე წამგებიანი ხდება, მით უმეტეს, როც მათ ერთხმად ნატა ფერაძეს მხარდაჭერა გამოუცხადეს. საშუალო ქართველი სტატისტიკური ამომრჩევლისთვის ეკლესიაში ჩადენილი ვანდალიზმი მისაღები ვერ იქნება. ეს მოქმედებს იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც „ოცნებამ“ თავისი კამპანია ოპოზიციის წინააღმდეგ წაიყავნა. მოგებული ამ ეტაპზე ისევ ხელისუფლება დარჩა“, - ამბობს ანჯაფარიძე.

მისივე თქმით, ოპოზიციის სულისკვეთებას ძალიან კარგად გამოხატავს ეს ვანდალიზმი. ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ისინი ვერ გამოვიდნენ „კმარას“ აქციების ჩარჩოდან. ყველამ იცის, რომ გიორგი კანდელაკი „კმარას“ ერთ-ერთი ლიდერი იყო. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ამ ტიპის სამოქალაქო, ვითომ საზოგადოებრივი დაუმორჩილებლობის მყივირალა აქციებით და სიმბოლოების წამოწევით, ამიტომ ცდილობდნენ პოლიტიკური ქულების დაწერას.

„ოპოზიციამ ვერ გათვალა, რომ საპატრიაქრო ამაზე მოახდენდა ისეთ რეაგირებას, როგორიც მოახინდა. ეს იყო ერთადერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მოცემულ სიტუაციაში. შესაბამისად, ოპოზიციას დაწყებული კამპანია ბუმერანგივით უკან შემოუბრუნდა“, - ამბობს ანჯაფარიძე.

მედიაექსპერტი გიორგი ახვლედიანი ამბობს, რომ ასეთი თემით საზოგადოების მანიპულირება ძალიან მარტივია. ოპოზიცია ცდილობს იმ მოსახლეობის შეცდომაში შეყავანას, რომლებიც საკითხში სიღრიმსეულად ჩახედულები არ არიან. ახველდიანი for.ge-სთან ამბობს, რომ ოპოზიციამ ეს საკითხი მედიიდან და სოციალური ქსელიდან უკვე პოლიტიკურ კონტექსტში გადმოიტანა, რათა რელიგია საზოგადოების დაპირისპირების ახალ თემად აქციოს.

„ყველანაირი მცდელობა მიდის იმის, რომ ქართული მართმადიდებლური ეკლესია დააკნინონ, როგორც გარანტია ქართული კონსევრატურული და ეროვნული ღირებულებებისა. ეს ფაქტი ძალიან დიდ ფინანსური რესურსის გარეშე ვერ განხორციელდება. ამისათვის არ არის საკმარისი მხოლოდ რამდენიმე რადიკალი პოლიტიკოსი ოპოზიციაში. ამისათვის იხარჯება ასეულობით მილიონი დოლარი. მთელმა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, აგენტურამ ამ მიმართულებით კვლევები ატაროს და აბსურდი თემებიდან რაღაცა პოლიტიკური ამბავი გამოადნონ.

ამ ფულს გარკვეულ მიმართულებებს საელჩოები უსაზღვრავენ, რომლებიც მათი წარმომადგენლები არიან. ვნახეთ პოლონეთის ელჩმა როგორ მისცა თავს უფლება და აქეთ გვითითებს, რა დავხუროთ და რა გავხსნათ. მე ის მიკვირს და ის ვერ გამიგია, როცა ქვეყანაში მოსახლეობის 90% ნდობას უცხადებს საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას, როგორ ვერაფრით ვერ ხვდებიან რადიაკლურ ოპოზიციაში, რომ ეს ადამიანები პოტენციურად მათი ამომრჩევლებიც გახდნენ. პოლიტიკაში რას აკეთებენ, თუ მოსახლეობის ამხელა ბირთვს მხოლოდ იმიტომ უპირისპირდებიან, რომ ნატა ფერაძეს თავზე ხელი გადაუსვან?!“,-ამბობს ახვლედიანი.

მისივე თქმით, ქართველი ოპოზიციონერები იმ აბსურდამდე არიან მისულები, რომ გამოდიან და წმინდანზე ამბობენ ვინ არის „ეს ქალი მატრონაო“. ახველდიანი ამბობს, რომ ოპოზიცია იმხელა მარაზმამდეა მისული, რომ მორწმუნე საზოგადოებაში ანტიმართმადიდებლური განცხადებებით გამოდიან და ამ განცხადებებით ცდილობენ პოლიტიკურ თვითდამკვიდრებას.

 

ლაზი ქალბატონი ფერაძე არის ოპოზიციის სახეც და შინაარსიც. ადამიანს სახლი იმ გათვლით უყიდია, ფანჯრიდან ტაძარი არ დავინახოო. ეს კი ნამდვილად არ ვიცოდი, ტაძრები თუ ასე ეჯავრებოდათ, არადა რამდენი ამათიანი დადის ეკლესიებში.
10 თვის უკან