რუსეთი პოზიციებს იმაგრებს და ძლიერად უტევს უკრაინას. ვითარება ბრძოლის ველზე უკიდურესად მძიმეა და ამის პარალელურად, კლებულობს უკრაინის მიმართ საერთაშორისო დახმარებაც. უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინისათვის დახმარების გაწევა, პირველ რიგში, ევროპის სტაბილურობის უზრუნველყოფაა, თუმცა როგორც ყოველთვის, დასავლეთი სათანადოდ არ აფასებს რუსეთს და მის შესაძლებლობას, რაც აისახება კიდევაც ფრონტის ხაზზე.
მძიმე ბრძოლებისა და იძულებითი მობილიზაციის პარალელურად, პოლონეთი უკრაინას მოუწოდებს, რომ ნატო-ს სრულფასოვანი წევრობისკენ ისწრაფოდეს. როგორც პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ აღნიშნა, უკრაინის ნატოში გაწევრიანება ძალიან მნიშვნელოვანია მთლიანად ნატო-ს სიძლიერისთვის და პოლონეთის უსაფრთხოებისთვის. გააგრძელებენ თუ არა ნატოს მოკავშირეები უკრაინის მხარდაჭერას, ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა როგორც ნატოს გენერალური მდივანი აცხადებს, უკრაინის დახმარება არის ინვესტიციები ნატო-ს უსაფრთხოებაში.
დაიწყება თუ არა მოლაპარაკება კონფლიქტის გაყივნის თაობაზე, ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge პოლიტოლოგს, საერთაშორისო ურთიერთობათა მკვლევარს თამარ კიკნაძეს ესაუბრა.
ვითარება არის უმძიმესი და ვხედავთ, რომ მთავარი მოთამაშეები ცდილობენ გაახანგრძლივონ ომი. როგორ ფიქრობთ, სად შეიძლება დაისვას წერტილი?
თამარ კიკნაძე: ჩვეულებრივი პროცესია. საერთოდ, ქვეყნის კეთილდღეობაზე უნდა ფიქრობდეს მისი მმართველი და დიდი გენიოსობა არ სჭირდება, მიხვდე იმას, რომ შედეგი უკრაინისთვის არის ძალიან ცუდი. მოსახლეობის გენოფონდი გაწყდა და ამაზე ლაპარაკობენ უკრაინელი მაღალჩინოსნები. იგივე ზალუჟნი და თვით ამერიკელი ექსპერტები აცხადებენ, რომ რუსეთს ისინი ვერ დაამარცხებენ, უბრალოდ, ახანგრძლივებენ ამ წინააღმდეგობის გაწევის პროცესს.
პარალელურად, მიდის ვაჭრობა ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების პროცესში, რომელიც ხდება ამ საწყალი და გაუბედურებული უკრაინის ხარჯზე. შედეგი სახეზეა - უკრაინა დამარცხებულია და აღარ იქნება ისეთი ქვეყანა, როგორიც ამ ომამდე იყო. თქვენ იცით, მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს შედეგი დადგებოდა.
ომის პარალელურად, მიმდინარეობს საუბრები ომის გაყინვაზე, თუმცა უკრაინის ხელისუფლება ამბობს, რომ მათ უნდათ რუსული გაყინული აქტივები და არა გაყინული კონფლიქტები...
- ასე მარტივად არ არის. რუსებს, რომ აქტივებს გაუყინავენ, მათ აქვთ საპირისპიროს განხორციელების შესაძლებლობა, რომელიც ნაკლებად არ დააზიანებს დასავლეთს, თორემ აქამდე გააკეთებდნენ მაგას. ყველა ომი რაღაცით მთავრდება. ახლა მიმდინარეობს ვაჭრობის პროცესი. თუ თეორიულად განვიხილავთ მსოფლიო წესრიგის ფორმირების პროცესს, პარალელურად, ჩნდება სხვა საომარი მოქმედებების კერები.
თეორიის მიხედვით, ჩნდება დაპირისპირების კერები, მერე ეს გადადის დიდ, ფართომასშტაბიანი ომში, რომლის შედეგად არსებული ძველი წესრიგი საერთოდ იშლება და ხდება ახალი შეთანხმებების და ახალი თამაშის წესების განსაზღვრა, იქამდე, რომ კულტურა, სამართალი, პოლიტიკა და ეს ყველაფერი იცვლება, როგორც მოხდა წინა მსოფლიო წესრიგების ფორმირების პროცესში.
რასაც ვხედავთ რუსეთ-უკრაინის ომი ახალ ტექნოლოგიურ დონეზე გადადის, იგივე დასავლელი პარტნიორები მიხვდნენ, რომ ამ ომში გადამწყვეტ როლს შეასრულებს სწორედ ახალი ტექნოლოგიები?
- დღეს, საერთაშორისო სისტემის სუბიექტები არიან გამრავლებული. არა მარტო სახელმწიფოები, არამედ იქ არის ტრანსნაციონალური კომპანიები, კერძო სამხედრო ორგანიზაციები, აიტი ჯგუფები და ა.შ. რომლებსაც თავისი ინტერესები აქვთ და ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება არის იარაღისა და ტექნოლოგიების გამოცდა ამ პროცესში. რა თქმა უნდა, ტექნოლოგიები გაიმარჯვებენ. დღეს, კონკურენცია სახელმწიფოებს შორის გადის ამ ტექნოლოგიების არსებობაზე.
რუსებს აქვთ მოწინავე სამხედრო ტექნოლოგია. სხვათა შორის იგივე ამერიკელი სამხედროები აღნიშნავენ - „ამერიკელები რომ დაეწიონ და გააუმჯობესონ თავისი სამხედრო ტექნოლოგიები, ანუ, რომ მოხდეს გადაიარაღება და კონკურენტუნარიანი რომ იყოს რუსეთთან მიმართებაში, დაახლოებით 7-8 წელი სჭირდებაო“. ამიტომ, ვფიქრობ, რომ რაღაცა დათმობებზე წავლენ და რაღაცაზე შეთანხმდებიან, თუ, რა თქმა უნდა, არ იქნა ფართომასშტაბის ომი. იმიტომ, რომ ეს მმართვადი ქაოსის თეორიაც მოქმედებს, რომელიც ამ გლობალურ არეულობას გულისხმობს და მერე ამ თამაშების წესების და მოთამაშეების ინტერესების დალაგებას აი, ამ ახალ ფრონტზე.
ვლადიმერ პუტინის განცხადებით, თუ მომავალშიც გაგრძელდა ის, რაც ახლა ხდება, უკრაინის სახელმწიფოებრიობა მალე კითხვის ქვეშ დადგება. ანუ, გამოდის, რომ რუსეთ-უკრაინის ომი გაგრძელდება ხანგრძლივი დროით, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთმა და აშშ-მა უკრაინას საგრძნობლად შეუმცირეს დახმარება?
- რაც უფრო დრო გავა, მით უფრო შენელდება ეს დახმარება და რუსებს შეექმნებათ ხელსაყრელი პირობა თავიანთი მიზნის მიღწევისთვის. პოსტსაბჭოთა პერიოდში უკრაინა ყოველთვის წარმოადგენდა მოწინავე სახელმწიფოს და თუ ისტორიულ პერიოდსაც გავიხსენებთ, დღეს სულ უფრო მუსირებს ის აზრი, რომ უკრაინელებმა დაანგრიეს საბჭოთა კავშირი. მაგრამ უკრაინა ბოლო 30 წლის განმავლობაში არის მტრულად განწყობილი ძალიან ახლო მდებარე სასაზღვრო ქვეყნის მიმართ და რუსებს მიაჩნიათ, რომ ასეთი ფორმით მისი არსებობა ყოველთვის არის საფრთხის შემცველი.
ამიტომ, დღეს ისე მოქმედებენ უკრაინელი ლიდერები, თითქოს რუსეთის ინტერესებს ახორციელებენ და ეს ქმედებები უკრაინის სასიკეთოდ არ არის. თითქოს რუსების ჩანერგილები არიან, რომ რუსების სასიკეთოდ განახორციელონ ეს ქმედებები. ქვეყანა აღარ არის. 44-მილიონიანი ქვეყანა მიწასთან არის გასწორებული. გენოფონდი აღარ არის და, რა თქმა უნდა, იმ ფორმით, რა ფორმითაც იყო სახელმწიფო, აღარ იქნება და საერთოდ, დასახელებით უკრაინა იქნება თუ არა ქვეყანა, აი, ეს დგება კითხვის ნიშნის ქვეშ.
მაგრამ, იცოდე ლიბერალებმა რომ წაიკითხონ ეს შენი წერილი პირდაპირ ჩათლახ ამერიკელებთან გიჩივლებენ(არადა იქ ყველა ჩათლახია)-----იტყვიან პუტინის დაქალიაო, პლიუს ჯვარზეც გაგაკრავენ
ისე იმის თქმა კი დაგავიწყდა ამერიკელები(უკვე ფრანგებიც) მთელი მსოფლიოს გასაგონად ურცხვად რომ ამბობენ --ეს ომი ჩვენ გვაწყობს, მაყუთს ვაკეთებთ, ვხეირობთ, შავი დედლებივით ვკეთდებითო...
უკრაინაააა?
იქაც ბანტი ............... იქაც ბანტიო ..... ეგრე იძახიან
ეს ნაცები კიდე დასახმარებლად რო არ მიდიან უკრაინაში მე ამაზე გული ძალიან მწყდება..არადა ეს ბოკუჩავები სამადაშვილები ლომჯარიები თავს იკლავდნენ ფრონტზე გაგვიშვითო...... ეხლა იქ უკვე ქალებსაც ეძახიან ფრონტზე ....ჰოოდა გაუშვან რაღა--- ოღონდ მაგათ ჰოობა თქვან და სამალიოტს ლიჩნად მე ვუქირეავებ.....