„ჩვენი ამომრჩევლის დიდ ნაწილს სურს, „ხალხის ძალამ“ წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს“

„ჩვენი ამომრჩევლის დიდ ნაწილს სურს, „ხალხის ძალამ“ წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს“

ოპოზიციურ ფლანგზე, გადაჯგუფების პარალელურად, არ არის გამორიცხული, უახლოვეს მომავალში გადაჯგუფება სახელისუფლებო გუნდშიც ვიხილოთ. „ხალხის ძალა“-ში არ გამორიცხავენ, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის პარტია დააფუძნონ. მათ კონკრეტული დაპირებებიც აქვთ ამომრჩევლისთვის, რომელსაც პარლამენტში შესვლის შემდეგ განახორციელებენ. მოძრაობის წევრებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ 5%-იანი ბარიერის გადალახვას შეძლებენ. როგორც ამბობენ, მათი მთავარი დევიზი ყველასთვის სიმართლის თქმა იქნება, იქნება ეს სტრატეგიული პარტნიორი, ელჩები თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები.

„უახლოეს პერიოდში თქვენც და საზოგადოებაც გაიგებს, თუ რა პოლიტიკური სტატუსით წარვსდგებით წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ჩვენი ახალი პოლიტიკის ფორმირება გახდა აუცილებელი და ჩვენ აუცილებლად ამ ფორმით თუ იმ ფორმით, ამ პოლიტიკით, რასაც ჰქვია ხალხის აქტიური ჩართულობა, ამ პროცესებში, მივიღებთ მონაწილეობას არჩევნებში“, - ამბობს „ხალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭარაშვილი.

„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან ინტერვიუში იმ დაპირებებზე საუბრობს, რომელიც მათი პარლამენტში შესვლის შემთხვევაში შესრულდება.

პარტიის შესაქმნელად კონსულტაციები არის თუ არა აქტიურ ფაზაში გადასული და რამდენად რეალურია მოძრაობის პოლიტიკურ ძალად გარდაქმნა?

- ჩემგან უხერხულია ამაზე დადასტურებით ვისაუბრო, მაშინ, როდესაც მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა მკაფიოდ თქვა, რომ უახლოეს მომავალში საზოგადოება ყველაფერს შეიტყობს. უფრო მეტი დეტალის გასაგებად სჯობს, ცოტა ხანი მოვიცადოთ და ჩვენთან ერთად საზოგადოებამ ლიდერებისგან გაიგოს ის, რისი მოსმენაც სურთ.

ფიქრობთ, რომ „ხალხის ძალის“, პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნა საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვნაა?

- არაფერია დასმალი, რომ ჩვენი საზოგადოების ამომრჩევლის დიდ ნაწილს სურს, მოძრაობა „ხალხის ძალაში“ დაინახოს ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს. ის დაანონსებული და დეკლარილებული დაპირება შესრულდეს, რომელიც ჩვენმა მოძრაობამ თავის ქომაგებს და გულშემატკივრებს მისცა.

რომელ დაპირებაზე საუბრობთ?

- პირველ რიგში, საუბარი მიდის იმაზე, რომ შედგეს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური სასამართლო. შედგეს ნიურნბერგის პროცესი, იმ უამრავ დანაშაულთან დაკავშირებით, რაც პირველ რიგში 2008 წლის აგვისტოს ომთან მიმართებაში ყველაზე მკაფიდო იქნა გამოვლენილი. ამ პარტიის წარმომადენლებმა საკუთარ ქვეყანა და შეიარაღებული ძალები ომის დაწყებაში დაადანაშაულეს, ხოლო სულ რამდენიმე თვეში კონტრიბუციის სახით ოკუპანტ რუსეთს ჩვენი ენერგეტიკული და ეკონომიკური ობიექტები აჩუქეს. ასევე, სხვა უამრავ დანაშაულს შეეხება ის საქმიანობა, რომელიც უნდა გახდეს ახალი მოწვევის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის კვლევის საგანი.

თუ „ხალხის ძალა“ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, აუცილებლად მიიყვანენ ბოლომდე კიდევ ერთ დანაპირებს, რომელიც სისხლის სამართლის მუხლს - სამშობლოს ღალატს ეხება. ადეიშვილმა და სააკაშვილმა ეს მუხლი 2008 წელს ამოიღეს იმისთვის, რომ ცხელ კვალზე მათ მიერ ჩადენილ დანაშაულზე არ ყოფილიყო დამდგარი სისხლისსამართლებლივი პასუხისმგებლობა, სწორედ სამშობლოს ღალატის მუხლით.

„ხალხის ძალა“ პოლიტიკურ სივრცეში აქტიურად დასავლეთის და ამერიკის გარკვეული ქმედების თუ განცხადებების კრიტიკით გამოჩნდა. ამ რიტორიკას უკვე პარტიად გარდაქმნილი გააგრძელებს?

- კი ბატონო, წლინახევრის განმავლობაში აქტიურად შემოვიდა ჩვენი მოძრაობა ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე. ჩვენ ვიყავით ისეთი მოვლენების ავანგარდში, როგორიც არის საქართველოში მეორე ფრონტის არდაშვება, მშვიდობის შენარჩუნება. ავტორიტეტების მიუხედავად, ყველასთან სიმართლის ენაზე საუბარი იქნება ჩვენი მთავარი მიზანი. ესენი იქნებიან ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები, ელჩები თუ საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები. ჩვენი უშუალო მონაწილეობით საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მადლობა ღმერთს, მშვიდობა იქნა შენარჩუნებული. ქვეყანას მიეცა სტაბილური და მშვიდობიანი განვითარების შესაძლებლობა. ყველა იმ პოლიტიკურ ძალასთან, ვინც ამ მშვდობის ტემპს ხელს შეუწყობს, რა თქმა უნდა, ხალხის ძალა იქნება მათი კოალიციური მოკავშირე. ხოლო ყველა იმ ძალასთან, რომელიც რადიკალიზმით, საბოტაჟით არის დაკავებეული, თანამშრომლობას არ ვაპირებთ.

 

ლევკოთეა ,,ხალხის ძალა" პარლამენტში მოხვდება იმ შემთხვევაში, თუ ოცნება, პოლიტიკური საჭიროებიდან გამომდინარე, ამომრჩეველის ხმებს გადაულოცავს და ბარიერს გადაალახინებს.
ვნახოთ, მივიდეთ იქამდე.
10 თვის უკან