„შესაძლოა, ჩინეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით დაინტერესებული იყოს და ერთგვარი შუამავლის როლიც იკისროს“

„შესაძლოა, ჩინეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით დაინტერესებული იყოს და ერთგვარი შუამავლის როლიც იკისროს“

„ქართული ოცნების“ დელეგაცია, ირაკლი კობახიძის თავმჯდომარეობით, ჩინეთში შეხვედრებს განაგრძობს. კობახიძე ამბობს, რომ ჩინელ კოლეგებთან საუბარი ორმხრივ თანამშრომლობაზე ჰქონდათ. ეს შეეხება, როგორც პოლიტიკურ, ეკონომიკურ ასევე კულტურის სფეროში თანამშრომლობას. მისივე თქმით, საქართველოს ჩინეთთან უკვე აქვს ძალიან მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა, თუმცა როგორც კობახიძემ აღნიშნა, არსებობს ძალიან დიდი სივრცე, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს.

რა სახის გაღრმავებას გულისხმობს მმართველი გუნდის თავჯდომარე და რატომ შიშობს ოპოზიცია, რომ შესაძლოა ჩინეთმა საქართველოს გარკვეულ დათმობებზე წასვლა მოსთხოვოს, ამ კითხვებით ჩინოლოგ და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს ვახტანგ მაისაიას ვესაუბრეთ. მაისაია for.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ოპოზიციის განცხადებები სრული აბსურდია და საგარეო პოლიტიკის არცოდნის საუკეთესო მაგალითი.

საქართველოს ხელისუფლების საპარლამენტო ჯგუფი ირაკლი კობახიძის მეთაურობით ჩინეთში იმყოფება, სადაც შეხვედრებს ერთი კვირის განმავლობაში გამართავენ. ოპოზიცია ეჭვობს, რომ ამ დონის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ვიზიტი იმაზე მეტია, ვიდრე ეს ეკონომიკური თანამშრომლობაა, რა სახის ვიზიტია ეს და რატომ გაჩნდა ოპოზიციაში ასეთი ეჭვები?

- ჩვენ უკვე ვიცით, რომ ჩინეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი გახდა და იმაში არაფერია გასაკვირი, თუკი საქართველოს სახელისუფლებო ჯგუფი ოფიცილური ვიზიტით ჩინეთში იმყოფება. ადრე გვქონდა თავისუფალი ეკონომიკური ვაჭრობის თანამშრომლობა, შემდეგ გავაფორმეთ პოლიტიკური დეკლარაცია, რამაც გამოიწვია სერიოზული მითქმა-მოთქმები. მე ვფიქრობ, რომ აქ უფრო შიდა სახელისუფლებო ჯგუფებს შორის დაპირისპირებას აქვს ადგილი. ბატონი პრემიერი ჩინელებს, როგორც ჩანს, ძალიან ჩაეხუტა და მჭიდრო ურთიერთობა აქვს, ეს კი როგორც ვხედავ, კობახიძეს და მის გუნდს არ მოეწონათ.

აქ მე სუფთა კონკურენციას უფრო ვხედავ, ვიდრე რაიმე სტარტეგიულ გათვლას, ან იმას, რომ ამერიკის შანტაჟი სურს „ოცნებას“. აქ უფრო შიდა კლანური დაპირისპირებაა და ორივე მხარე ცდილობს ჩინეთის ფაქტორი გარკვეულ კოზირად გამოიყენოს. ახლა წინასაარჩევნო კამპანია იწყება და „ოცნებას“ ბრძოლა უწევს არა ოპოზიციასთან და დაშლილ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, არამედ ერთმანეთთან. სწორედ ეს თქვა ივანიშვილმა, როცა დაბრუნდა. ენმ-მა ლენინივით შეწყვიტა სუნთქვა. ამიტომ აქ არის შიდა ფრაქციული ბრძოლა, რადგან პერმიერი ამ კარტს უფორ კარგად იყენებდა და ამის გამოყენება ახლა კობახიძემაც გადაწყვიტა.

ანუ ოპოზიციის საუბარი იმაზე, რომ „ოცნება“ ჩინეთს დასავლეთის დასაშანტაჟებლად იყენებს, რუსეთის დავალებით წავიდა ეს დელეგაცია, მხოლოდ პოლიტიკური დემაგოგიაა?

- აი, ჩვენი ოპოზიციის საუბარი და განცხადებები იმდენად აბსურდია, რომ ეს ხალხი ელემენტარულ გეოპოლიტიკურ პოლიტიკაში ვერ ერკვევა. როგორ უნდა დააშანტაჟოს „ოცნებამ“ ამერიკა ჩინეთით, როცა ამერიკას მათთან მშვენიერი ურთიერთობა აქვს. კი არის მათთან მეტოქეობა გეოეკონომიკური თვალსაზრისით, მაგრამ საქართველოს ხელსიუფლებამ რა უნდა დააშანტაჟოს?! ისინი ერთმანეთთან ისედაც მშვენივრად თანამშრომლობენ თუკი სჭირდებათ, პირდაპირი კავშირები გააჩნიათ, ევროკავშირზე აღარ მაქვს საუბარი. პირდაპირ იყენებს ევროკავშირი ჩინეთს ეკონომიკური თვალსაზრისით. აქ შანტაჟი რაში გამოიხატება? ჩვენი საპარლამენტო დელეეგაცია ჩრდილოეთ კორეაში ან ირანში რომ ჩასულიყო, კიდევ ჰო, მაგრამ ჩინეთთან დასავლეთი თავად თანამშრომლობს და ჩვენთვის რატომ არის აკრძალული? ჩვენს ოპოზიციას ვურჩევ, საგარეო პოლიტიკასა და საერთაშორისო ურთიერთობებში უფორ კარგად გაერკვას და მერე აკეთონ განცხადებები.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა გამოთქვა ეჭვი და ვარაუდი, რომ შესაძლოა, ჩინეთმა საქართველოს ნატოზე უარის თქმა მოსთხოვოს და სამაგიეროდ გაერთიანება ბრიქს-ში მოგვთხოვონ...

- ნუ, აი, ახლა ამაზეც რა შეიძლება ითქვას? ბრიქს-ში ასე ხელაღებით არავის ღებულობენ და იქ გაწევრიანება ევოკავშირზე რთულია. ჩინეთი არავის არაფერს არა სთხოვს. საგარეო პოლიტიკური და გეოპოლიტიკური ასეთი მოთხოვნები მას არ გააჩნია. აქედან გამომდინარე, ნატო და ბრიქსი არათავსებადი ორგანიზაციაა და, საერთოდ, რა საერთო აქვს საქართველოს ამ ორგანიზაციასთან? საქართველოს გაწევრიანება ამ ორგანიზაციაში ჩინეთს რაში უნდა ან რა მიზანი შესაძლოა ჰქონდეს? მით უმეტეს საქართველო ამას რუსეთის დავალებით აკეთებს და ა.შ. კიდევ ვამბობ, საგარეო პოლიტიკის უცოდინრობაა.

თუმცა ექსპერტების ნაწილი ამბობს, რომ ჩინეთს ახასიათებს ქვეყნების ვალების მახეში გაბმა. შესაძლოა საქართველო სწორედ ასეთ მახეში მოხვდეს. ეს რამდენად რეალურია და რაში სჭრიდება საქართველო ჩინეთს?

- ჩიენთს საქართველოს მიმართ არა აქვს იმხელა სტრატეგიული დაინტერესება, რომ მისი დაკაბალება მოინდომოს. ჯერ ჩინეთის მხრიდან ასეთი ინტერესი არ არსებობს. ამ ეტაპზე ასეა და მშვიდად უნდა ვიყოთ. რაც შეეხება რაში სჭირდება ჩინეთს ახლა საქართველო, ეს უკავშირდება ანაკლიის პორტს. მათი ინტერესი უფრო ამ მიმართულებით ჩანს. ანაკლიის პორტის მსგავსი ჩინეთს სხვადასხვა ქვეყნებში ათასი აქვს და აქ საგანგაშოც არაფერია.

რუსეთის დამოკიდებულება ანაკლიის პორტთან დაკავშირებით როგორი იქნება?

- რა თქმა უნდა, რუსეთი წინააღმდეგი იქნება ანაკლიის მშენებლობის, მაგრამ თუკი გონიერებას გამოვიჩენთ და სწორ პოლიტიკას განვახორციელებთ, ჩინეთის დახმარებით ეს პორტი აშენდება. სწორედ ამიტომ არის ოჩამჩირის პორტის მშენებლობაზე საუბარი და იქ რუსული გემების განთავსებაზე მზადება. ისინი ცდილობენ, რომ ანაკლიის პორტის უსაფრთხოების თემა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ.

თავად საქართველო რას იღებს ჩინეთთან ურთიერთობით, რა მოგება აქვს ქვეყანას და ხალხს?

- დავიწყოთ იქიდან, რომ ჩინეთი ეკონომიკური თვალსაზრისით მსოფლიოში მეორე ქვეყანაა. ასევე ჩინეთს აქვს დიდი ბაზარი, ახალი ტექნოლოგიები, დიდი ფინანსური შესაძლებლობები, რომელსაც ჩვენ გამოვიყენებთ სასარგებლო მიზნებისთვის. ჩინეთი არ არის აგრესიული ქვეყანა, რომელიც თავის მიზნებს ჩვენ თავზე მოგვახვევს, ან რამეს კატეგორიულად მოგვთხოვს. ეს არ არის რუსეთი და ჩინეთთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ცოტა გონება და პოლიტიკური მოხერხებულობა გვჭირდება, რომ ჩვენი მნიშვნელობა კიდევ უფრო გავზარდოთ.

რამდენად არის შესაძლებელი, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ჩინეთი ოკუპირებულ ტერიტორიებთანა დაკავშირებით შუამავლად გამოიყენოს?

- კი, ნამდვილად, არ არის გამორიცხული, რომ ჩინეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით დაინტერესებული იყოს და ერთგვარი შუამავლის როლიც იკისროს. თავისუფლად შეგვიძლია ჩინეთის დახმარებით რუსეთთან ურთიერთობა დავაბალანსოთ.

 

 

ლევკოთეა ზუსტად მაგ ჭკუაზეა რუსეთი, რომ კავკასიიდან წავიდეს ვინმეს ხათრით. სანამ ისე არ გაუჭირდება, რომ საკუთარი საზღვრები ექნება დასაცავი, მანამდე რუსეთი კავკასიას არ შეელევა.
10 თვის უკან
ლევკოთეა მელიას არც ფული აქვს, არც დამფინანსებელი და არც ვინმეს (რამეს) ზურგი. ვერ გაბედავს არჩევნებზე მარტო გასვლას.
10 თვის უკან
ლევკოთეა სხვა სტატიას ეკუთვნოდა ჩემი ბოლო კომენტარი, თუმცა აზრი კი იკითხება. :))
10 თვის უკან
DDDzia ერთუჯრედიანი ექსპერტების ტვინის ნაჟური.
FOR.GE - შეცვალეთ საექსპერტო სასტავი. შინაარსობრივად ერთსა და იმავეს რომ ეკითხებით ინტეწლექტუალურად მსგავს პიროვნებებს, განა არ იცით, რას გიპასუხებენ?
თუ თქვენც ამ ექსპერტებივით ხართ?
10 თვის უკან