წყნარი ოკეანიდან წამოსულმა შტორმმა კალიფორნიაში გიგანტური ტალღები და წყალდიდობა გამოიწვია

წყნარი ოკეანიდან წამოსულმა შტორმმა კალიფორნიაში გიგანტური ტალღები და წყალდიდობა გამოიწვია

წყნარი ოკეანიდან წამოსულმა შტორმმა კალიფორნიაში გიგანტური ტალღები და წყალდიდობა გამოიწვია. წყალმა სანაპირო დამბები გაარღვია და ავტომობილები გაიტაცა. 8 ადამიანი სხვადასხვა ტრავმებით კლინიკებში მოათავსეს.

სანაპირო ზოლის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობისთვის სავალდებულო ევაკუაცია გამოცხადდა. მეტეოროლოგები ვითარების გაუარესებას პროგნოზირებენ.