რას აპირებს ოპოზიცია წინასაარჩევნოდ და რა ეჭვი აქვს ხელისუფლებას

რას აპირებს ოპოზიცია წინასაარჩევნოდ და რა ეჭვი აქვს ხელისუფლებას

ხელისუფლების მტკიცებით, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღო და ოპოზიციას ხელიდან ყველა რესურსი გამოეცალა, 2024 წლის არჩევნებისთვის არეულობას აპირებენ. მმართველი გუნდის განმარტებით, ოპოზიცია შეეცდება საარჩევნოდ დეზინფორმაციის და ყალბი ნარატივების ფართომასშტაბიან კამპანია და პროვოკაციები მოაწყოს. მათი მთავარი მესიჯი კი საარჩენო სისტემა და არჩევნების შედეგების არცნობა იქნება. ამიტომ, ერთი წლით ადრე ხელისუფლება საზოგადოების და პარტნიორების ინფორმირებას ახდენს.

სწორედ ამიტომ, საქართველო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საერთაშორისო პარტნიორებს და ელჩებს, მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული კამპანიების მხილება თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა.

„ვაცნობიერებთ, რომ დამდეგი წელი რთული იქნება. მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით, ველით დეზინფორმაციის და ყალბი ნარატივების ფართომასშტაბიან კამპანიებს, პროვოკაციებს, არეულობის და არასტაბილურობის, არასწორი აღქმების შექმნის მცდელობებს. ამ პროცესში მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო პარტნიორებთან დროული და სათანადო კომუნიკაცია, ასევე, მათთან მჭიდრო კავშირების განვითარება. ამ საქმეში თქვენ, საქართველოს ელჩებს, უდიდესი როლი გაქვთ. დღეს ე.წ. ჰედლაინების ეპოქაში ვცხოვრობთ. ხშირად, ერთ ჰედლაინს გუშინდელი ერთი სტატიის თუ მთელი პიარკამპანიის დატვირთვა აქვს. ამასთან, დღევანდელ ინფორმაციულ ეპოქაში სოციალური მედიის საშუალებებმა დიდი ძალა შეიძინა. ამიტომ საერთაშორისო პარტნიორებსა და უცხოურ საზოგადოებებთან სამუშაოდ გთხოვთ მეტ აქტიურობას და მეტ ძალისხმევას როგორც ტრადიციული დიპლომატიური მეთოდებით, ასევე სოციალური მედიების საშუალებით. ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული კამპანიების მხილება თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის შემდეგ, ქვეყანაში არეულობას ირაკლი ზარქუაც აანონსებს. „ოცნების“ დეპუტატი ამტკიცებს, რომ ოპოზიცია არჩევნების მოახლოებასთან ერთად პროვოკაციებს ქვეყნის მასშტაბით გეგმავს. „ხელმოცარულები და მოღალატეები“ - ამ სიტყვებით გალანძღღა დღეს ზარქუამ მთელი ოპოზიციური სპექტრი.

არჩევნები გვიახლოვდება, კარს არის მომდგარი. რამდენიმე თვე არის დარჩენილი და ბუნებრივია, ეს გაათმაგებული იქნება, მათ შორის, იქნება სიცრუის ტირაჟირება, დაბრალება, შეკვეთილი სიუჟეტები და სტატიები. ეს ჩვენ ვნახეთ, გავლილი გვაქვს. მზად ვართ ჩვენ და ქართველი ხალხი, რომ ამ ხელმოცარულებს დავუპირისპიროთ სიმართლე, შედეგი, საქმის კეთება. როდესაც პარლამენტში ჩვენ ევროკავშირის დროშებით მოვედით, ისიც კი იკადრეს, ჩვენ არ დაგვიდესო. დაკვეთა რაც არის, იმას ასრულებენ. ფეხებზე კიდიათ! სამადაშვილს როგორ უნდა აუხსნა და როგორ უნდა დაიჯერო, რომ იმას გაუხარდა კანდიდატის სტატუსი?“, - ამბობს ირაკლი ზარქუა.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ პროვოკაციის მოწყობას ხალხის დიდი რესურსი არ სჭირდება და მისი ორგანიზება 20 კაცითაც შეიძლება. მისი თქმით, ერთადერთი ოპოზიციას გაუჭირდება ბევრი ხალხის თავმოყრა, თუმცა მცირე ჯგუფებითაც მოქმედება ადვილად შეუძლია.

„ოპოზიციას სულაც არ სჭირდება ბევრი ხალხის მობილიზება იმისთვის, რომ რაიმე სახის პროვოკაცია ან დაპირისპირება მოაწყოს. მას სულ მცირე რამდენიმე კაციანი ჯგუფებიც ეყოფა რომ დაპირისპირების და დესტაბილიზაციის ილუზია შექმნას, მოაწყოს კონფლიქტური სიტუაცია და ა.შ. ასეთი მოვლენები გასაკვირი წინასაარჩევნოდ არ არის და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

ვნახეთ აგერ, ამერიკაში, პირდაპირი გაგებით, კონგრესში შეიჭრა ხალხი და რამხელა დაპირისპირებაც მოხდა ყველამ ვიხილეთ. ამ ოპოზიციიდან არც შავი პიარი არ არის გასაკვირი. ამას საკუთარი მედიებიდან ისედაც აკეთებენ, თუმცა ამას უფრო მასობირივი სახე არჩევნების წინ მიეცემა. ეს ნაცნობი ხელწერაა და ფაქტია, ამისთვის ხელისუფლებაც ემზადება. პრინციპში ასეთი ინტონაციით ამის აღნიშვნა, რომ ოპოზიცია ამას აპირებს, ესეც ხელისუფლების საარჩევნო ხერხია, რადგან ეს რომ იქნება, ისედაც მოსალოდნელია და ახალი ამაში არაფერია. ანალოგიური ნაბიჯები საარჩევნო დაპირისპირების დროს ბევრ პარტიას გადაუგდია“, - ამბობს საყვარელიძე.

რაც შეეხება იმას, ექნება თუ არა ამას რაიმე სახის შედეგი ოპოზიციისთვის, საყვარელიძე ეჭვობს, რომ - არა. მისი თქმით, ოპოზიციამ მაშინ ვერაფერი მოახერხა, როცა ბევრი ხალხი მართლა ქუჩაში იყო გამოსული. მით უმეტეს, მაშინ ოპოზიცია უფორ შეკრული იყო და იმაზე ძლიერი ვიდრე დღეს არის. ახლა კი მისი მდგომარეობა იმდენად მძიემა, რომ რთულია იმის თქმა, როგორ შეიძლება ხალხი აიყოლიონ, როცა ყველა ბერკეტი ხელიდან აქვთ გამოცლილი.

„ხალხის ძალის წევრი“ და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი კი ამბობს, რომ ოპოზიციას, მას შემდეგ, რაც მაიდანიზაციის სცენარი ხელიდან გამოეცალა, ერთადერთი ნარატივი, რომელსაც ახლა უკვე ატრიალებს, 2024 წლის არჩევნებია. მისი თქმით, ეს იდეა ამერიკის ყოფილ ელჩს კელი დეგნანს ეკუთვნის, როცა ჯერ არდამდგარ შედეგებს, ეჭვის თვალით უყურებენ.

„ერთი წლით ადრე, როცა ყველაფერი ხელიდან გამოეცალათ, მთელ საარჩევნო კამპანიას იმაზე აგებენ, რომ 2024 წლის არჩევნები აუცილებლად გაყალბდება. მოითხოვეს არჩევნებამდე 6 და 7 თვით ადრე დამკვირვებლების ჩამოყვანა. ხაზი გაუსვეს ევროპის და დასავლეთის რეკომენდაციით შემოღებულ საარჩევნო პროცესის ახალ სისტემას. დაადანაშაულეს სისტემა, რომლის სატესტო გამოყენების დროს, 2021 წელს არც ერთი შენიშვნა არ ყოფილა დაფიქსირებული.

გასაგები გახდა ყველასთვის, რომ მათი ძირითადი ფსონი ამაზე იქნება დადებული. რა თქმა უნდა, ისინი 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ და ყველა კვლევა ამას ადასტურებს. ამის საუკეთესო მაგალითი კი ბოლო დროს გააქტიურებული „ლელოა“, როცა წინასაარჩევნო პროგრამას ომის მილიტარისტულ რიტორიკაზე აგებს და ისევ მეორე ფრონტის გახსნის აუცილებლობაზე საუბრობს. ასეთი პოლიტიკური ძალა, რა თქმა უნდა, გარეთ დარჩება და მას ხალხის მხარდაჭერა ვერ ექნება. ამ 1%-იანმა პარტიებმა ამ გამოცარიელებული პოლიტიკური ნიშის ადგილი აიღეს და ასეთი მიდგომით საქართველოში წინ ვერ წავლენ. ხალხი კარგად ხედავს, რა განსხვავებაა მშვიდობიან და სტაბილურ ქვეყანას და ომში მყოფ ქვეყანას შორის, ასეთ ხალხს ამ საარჩევნო კამპანიით მოხიბლავ? სწორედ ესენი ატეხენ მერე ხმაურს, რომ არჩევნები გაყალბდა და ა.შ.“, - ამბობს ქართველიშვილი.

მისივე თქმით, ოპოზიცია ვერაფერს შეძლებს, რადგან ხალხი მათ არ აყვება. შესაძლოა, პატარა პროვოკაციებს ეცადონ, მაგრამ პასუხს ადეკვატურს ხელისუფლებიდანაც მიიღებენ. მისი თქმით, ოპოზიციამ მაშინ ვერაფერი შეძლო, როცა სააკაშვილი ქვეყანაში ქურდულად შემოიპარა და დააპატიმრეს. ასევე, 7 და 8 მარტს, როცა ამხელა ტრენინგები ჩაატარეს და ფული დახარჯეს, ხალხი მათ მაინც ბოლომდე არ გაჰყვა. ამიტომ, ახლა, მით უმეტეს ამ მდგომარეობაში მყოფ ოპოზიციას ქვეყანაში არეულობის არანაირი რესურსი არ აქვს.

 

 

ლევკოთეა თვითონ ხელისუფლება მოუმატებს ხმებს ოპოზიციას, ბარიერი რომ გადაალახინონ მარგინალებს და სხვა, ახალი მოთამაშე არ შემოვიდეს პოლიტიკურ ველზე. . . და ასე, უკუნითი უკუნისამდე.
სანამ ქართველი ხალი არ გამოფხიზლდება.
10 თვის უკან
Gami სამწუხაროდ, ახალი მოთამაშეები არ არსებობენ და არც არჩევნების წინ გამოჩნდებიან. /// აყროყინებული ხაბეიშვილი, ატროკებული ვაშაძე-მანჯგალაძე- ჩიხლაძე, მოკრიახე "კურიცები": ბოკუჩავა-წითლიძე- დეკანოიძე და ვერ დამამლებული რ. გოცირიძე, ზ.ჟვანიას ცოდვით შეშლილობის ზღვარზე მყოფი ბარამიძე, უსარგებლო იდიოტები: მეგრელიშვილი-ხვიჩია-რაქვიაშვილი, საცვალ ჩახდილი: ჯაფარიძე-ხოშტარია-ქაცარვა, " ჯივრული" გაუგებრობა: გახარია, "ჩაშკა-ლოშკა" ხაზარაძე-ჯაფარიძე, ნაფტალიზირებული შალიკო, სტაჟიანი მავნებლები: ბერძენიშვილები, ხმალაძე, ზაქარეიშვილი, დ. ზურაბიშვილი, ქმარი ხიდაშელი და ცოლი უსუფაშვილი, ქრონიკული კლიმაქს ისტერიჩკები: სამადაშვილი, ჩარკვიანი, ნაცვლიშვილი, კორძაია, სიამის ტყუპები: ბუაძე- გოგელია + მაჭუტაძე, კუდამოძუებული მელია თავისი გატყავებული ტურებით, მტვერდადებული: ბესელია, ფოფხაძე, ჭიჭინაძე... დაბოღმილი და უმეცარი " ექსპერტები": ხუხაშვილი, ძაბირაძე, ლაგაზიძე, ჩიტიძე... " სახელი მათი ლეგიონი"- მედია, გორსალებით: აქუ- ჯანგირათი, კვესიტაძე, მშვილდაძე, ადეიშვილი, სანაია, ჟიჟილა, ინგაია, მეტრეველი, ვინმე ტაბლიაშვილი, გენდერული გვარამია და ა. შ. აი, ოპოზიციური პოლიტმახერები, პანოპტიკური კლასტერი, პოლიტჩეჩმას ბინადარნი! ამათი "ნაქნარი" არ გაიშვა.P.S.ხაინდრავას ეპითეტი ვერ მოვუძებნე.
10 თვის უკან
ლევკოთეა ჰოდა, როცა გამოჩნდება ახალი მოთამაშე, აი ყველა თქვენს მიერ ჩემოთვლილი მიესევა ერთად, რომ არსებული პოლიტ-ჭაობის ბალანსი არ დაირღვეს.
10 თვის უკან