„კეზერაშვილი სარგებლობს გავლენიანი კრიმინალური, ფინანსური და სამხედრო წრეების გავლენით, რომლებიც  კონკრეტული სახელმწიფოების საფარქვეშ მოქმედებენ“

„კეზერაშვილი სარგებლობს გავლენიანი კრიმინალური, ფინანსური და სამხედრო წრეების გავლენით, რომლებიც  კონკრეტული სახელმწიფოების საფარქვეშ მოქმედებენ“

საქართველოს პროკურატურამ, ევროჯასტსა და გერმანულ მხარესთან თანამშრომლობით, ე.წ. ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორების მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო. სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის სამი ორგანიზატორის, ორგანიზებული ჯგუფის წევრის და იურიდიული პირის მიმართ. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, საქართველოში დაფუძნებული საწარმოების ბაზაზე, ე.წ. ქოლ-ცენტრი მოაწყვეს.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ე.წ. ქოლ-ცენტრის თანამშრომლები, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, უკავშირდებოდნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეებს, ეცნობოდნენ გამოგონილი სახელებით, მათი კომპანიის ადგილსამყოფლის შესახებ აწვდიდნენ ყალბ ინფორმაციას და სთავაზობდნენ ფასიანი ქაღალდების, აქციების, სასაქონლო აქტივების, ვალუტების და კრიპტოვალუტების ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას, დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ შექმნილი ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით.

ოპერატორები მომხმარებლებს არწმუნებდნენ, რომ მათი დახმარებით ფასების ზრდა-შემცირებაზე ელექტრონული ვაჭრობის შემთხვევაში, შეძლებდნენ სოლიდური მოგების მიღებას. რეალურად, დაზარალებულთა მიერ ელექტრონული ვაჭრობისთვის გამოყოფილ ფულად თანხებს თაღლითურად ეუფლებოდნენ. უკანონოდ მოპოვებული თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, დანაშაულებრივი ჯგუფის კონტროლის ქვეშ არსებულ საბანკო ანგარიშებზე მრავალჯერადი ფიქციური ტრანზაქციების შედეგად, თანხის ჩართვა ხდებოდა ეკონომიკურ ბრუნვაში სხვადასხვა, მათ შორის უძრავი ქონებების შეძენის მიზნობრიობით.

აღნიშნული სქემით ორგანიზებული ჯგუფის მიერ განხორციელდა თაღლითურად დაუფლებული ათეულობით მილიონი ლარის ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ხუთივე ბრალდებულის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე, გამოძიების მიერ ყადაღა დაედო ბრალდებულების საკუთრებაში არსებულ რამდენიმე მილიონი ლარის ღირებულების უძრავ ქონებებს, რითაც მათ არ მიეცათ მისი შემდგომი განკარგვისა და გადამალვის შესაძლებლობა. აღსანიშნავია, რომ დანაშაულის ორგანიზატორები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის რეგენსბურგის რეგიონალური სასამართლოს მიერ კომერციული და ჯგუფური თაღლითობისთვის უკვე გასამართლდნენ. საუბარია გერმანიაში დაკავებულ რატი ალექსიძეზე, რომელიც „მისტერ ოფშორის“ დავით კეზერაშვილის ბიზნესპარტნიორი და უახლოესი მეგობარია. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

უცხო ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებთან თანამშრომლობის შედეგად, პროკურატურის მიერ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო არაერთი ფიზიკური და რამდენიმე იურიდიული პირის მიმართ, რომელთაც ბრალდება ასევე ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე წარედგინათ. ამ საქმის ფარგლებში გამოძიება მიმდინარეობს დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ, რომელის წინააღმდეგ გამოძიება ასევე ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე მიმდინარეობს დიდ ბრიტანეთში. გამოძიების დაწყებიდან რამდენიმე დღეში კეზერაშვილმა ქვეყანა დატოვა და კვიპროსში გადასახლდა.

რა ჯგუფი დგას კეზერაშვილის უკან - ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ექსპერტს უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილს ესაუბრა.

ბატონო დათო, როგორ ხსნით დავით კეზერაშვილთან მიმართებაში დუმილს?

დავით კუხალაშვილი: ამ ეტაპზე სულ სხვა სისხლის სამართლის საქმესთან გვაქვს საქმე, რომელიც მიმდინარეობს გერმანიის სპეცსამსახურებთან კოორდინირებულად. ამიტომ, თუ ამ განცხადებაში არ ფიქსირდება ის, რაც ახლა ჩვენ გვაინტერესებს, ეს არაა იმის საფუძველი, რომ არ მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა კეზერაშვილის წინააღმდეგ.

როგორ ფიქრობთ, კეზერაშვილის ნაწილში მივა გამოძიება ბოლომდე?

- აქ არის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი. როდესაც გასაჯაროვდა ეს ინფორმაცია, ადგილზე არიან თუ არა ის პირები და პირთა წრეები, რომელთა დაკავება უნდა მოხდეს? ხომ აე დატოვეს მათ საქართველოს საზღვრები და ზოგადად, ხომ არ იმყოფებიან მიმალვაში? შეიძლება სხვა საქმეების მსგავსად, აქაც ოპერატიული ძებნითი ღონისძიებები გახდეს საჭირო.

შეიძლება როგორც კეზერაშვილის საქმეებთან მიმართებაში, ისე ამ საქმეებთან მიმართებაში, ძირითადი ორგანიზატორები უკვე საქართველოშიც აღარც იმყოფებიან. მათ ფინანსური და კრიმინალური წრეებიდან, ასევე შესაძლებელია უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურების საფარქვეშ მიღებული აქვთ გარკვეული გარანტიები უსაფრთხო ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნის და იმყოფებიან კიდევაც იმ ტერიტორიაზე, მანამ, სანამ ფინანსურ და კრიმინალურ წრეებს მათი გამოყენება არ დასჭირდებათ. ან შესაძლებელია, რომ იმ ტერიტორიებიდანაც იყენებენ კიდეც ანალოგიური საქმიანობისათვის.

რაც შეეხება კეზერაშვილს, მე რა ინფორმაციაც მაქვს, კეზერაშვილი სარგებლობს საკმაოდ გავლენიანი კრიმინალური, ფინანსური და სამხედრო წრეების გავლენით, რომლებიც, რა თქმა უნდა, დამოუკიდებლად არ მოქმედებენ და მოქმედებენ კონკრეტული სახელმწიფოების საფარქვეშ. აქედან გამომდინარე, მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა ვფიქრობ, რომ შეიძლება შეუძლებელიც კი გახდეს. ვსაუბრობ მის დაკავებაზე და სხვაზე არაფერზე.

ის, რომ საქმე აღძრულია და შეიძლება დამნაშავედ სცნონ, ეს ერთი საკითხია, მაგრამ რამდენად მოხერხდება მისი დაკავება, ეს არის უფრო მნიშვნელოვანი ჩვენთვის. იმიტომ, რომ მისი დაკავებით არა მარტო ამ კონკრეტულ „ქოლცენტრებთან“ დაკავშირებულ საქმეზე, არამედ ვფიქრობ, რომ ქართული საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვან საქმეს უნდა აეხადოს საბურველი და ვსაუბრობ იმ საქმეებზე, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის ეროვნული, პოლიტიკური და სამხედრო უსაფრთხოების მდგრადობაზე დამაზიანებელი ზეგავლენის ორგანიზების პროცესს, რომელიც იმ ხელისუფლების პირობებში მიმდინარეობდა. ეს არის იარაღის არალეგალურად ყიდვა-გაყიდვის პროცესში მონაწილეობა.

თქვენი ინფორმაციით კეზერაშვილს მფარველობენ გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტები, მაგრამ ეს ჯგუფი მას მფარველობს საქართველოში, რომ მისი ბიზნესი იყოს ხელშეუხლებელი, თუ ის არის საერთაშორისო კრიმინალური ავტორიტეტების მფარველობის ქვეშ? მიუხედავად იმისა, რომ კეზერაშვილის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს დიდ ბრიტანეთში, მისი ე.წ. ქოლცენტრების ბიზნესი ხელშეუხლებელია და მათ შორის საქართველოშიც...

- თქვენ რაც ჩამოთვალეთ, მივდივართ დასკვნამდე, რომ როდესაც პირის დაკავება ვერ ხორციელდება, ეს არის კომბინირებული მუშაობის შედეგი. მას ჰყავს არა მარტო ბიზნესპარტნიორები საქართველოში, არამედ მას ჰყავს მყარი ე.წ. ჯაშუშური აპარატი და საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ მოღვაწე როგორც პოლიტიკური პარტიები, ასევე მასმედიის საშუალებები. პრაქტიკულად, ეს არის მაღალი დონის ქმედებები, რომელიც, გარკვეულწილად, შეიცავს საქართველოში დესტაბილიზაციით დაინტერესებული უცხო სახელმწიფოების სადაზვერვო საქმიანობის ნიშნებს.

ამიტომ, უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოება, რომ ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენ მივიღეთ ისეთი სიმბიოზი, როდესაც ახალი ხელისუფლების ყოფილი წევრები, გარკვეულწილად, შეერწყნენ იმ ყოფილ ხელისუფლებას და მათ გარკვეული გადანაწილებაც კი მოახდინეს ბიზნესებში. ისე გადაინაწილეს ბიზნეს-სექტორები, რომ პრაქტიკულად, ბევრი მათგანის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა. აქედან გამომდინარე, საინტერესოა ეს ბიზნეს წრეები, მათი პოზიციები და ვფიქრობ, რომ სპეცსამსახურებს და საქართველოს გენერალურ პროკურატურას განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს ამ ჯგუფებთან მიმართებაში.

რას გულისხმობთ?

- ვფიქრობ, რომ მათი კონტროლი აუცილებელია. იმიტომ, რომ ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მოხდეს, ეს არის ორგანიზებული პროცესების მართვა, რომელიც შესაძლებელია არსებული წესწყობილების და ხელისუფლების ძალადობრივი დამხობისკენ იყოს მიმართული. ასე რომ, ნუ ვიქნებით იმედიანად თუნდაც იმის გამო, რომ ჩვენ მივიღეთ გარკვეული სტატუსი. როდესაც ვსაუბრობთ მაღალი განავითარების და ინტერესების სადაზვერვო სამსახურებზე, მათ საერთოდ სტატუსები არ აინტერესებთ და ნებისმერ სიტუაციაში მხოლოდ საკუთარი ინტერესების შესაბამისად მოქმედებენ.

 

Gami რატომ წყდება ინტერვიუ საინტერეხო ადგილას? სერიალის პრინციპით მოქმედებთ თუ ჟურნალისტი ვეღარ გაჰყვა სსუბარში რესპოდენტს?
10 თვის უკან