„ხაზარაძე ახალ პარტიებზე საუბრობს და არ იხედება საკუთარ პოლიტიკურ სარკეში, სადაც ჩანს, როგორ აღმართა ხელი მერაბ კოსტავაზე“

„ხაზარაძე ახალ პარტიებზე საუბრობს და არ იხედება საკუთარ პოლიტიკურ სარკეში, სადაც ჩანს, როგორ აღმართა ხელი მერაბ კოსტავაზე“

ბოლო დროს მამუკა ხაზარაძემ დასავლეთში ჩასვლას მოუხშირა და ყოველ ჯერზე იქიდან ჩამოსული მკვეთრ განცხადებებს აკეთებს. როგორც ჩანს, ამჯერად პოლიტიკიდან „ყველას გაკრეფას“ გეგმავს და მხოლოდ საკუთარი „ლელოს“ იმედად აპირებს პოლიტიკური ლელოს გატანას.

„ძველი პარტიები და ძველი მენტალიტეტი უნდა დამთავრდეს! ამის რეალური ალტერნატივა ვართ ჩვენ!“ - ამბობს ხაზარაძე და საკუთარ პოლიტსაბჭოში ისე იწვევს უსუფაშვილს, ფიქრია ჩიხრაძეს, სამადაშვილს, ავიწყდება, ძველი სახეები არიან ისინი, თუ ახლები.

ამავდროულად, „ლელოს“ ლიდერი არ აკონკრეტებს, რის საფუძველზე აანონსებს, თითქოს მომავალი წლის არჩევნებში „ქართული ოცნება“ აღარ იქნება ხელისუფლებაში, ხოლო ბიძინა ივანიშვილი იქნება მოსკოვში.

ხაზარაძის მხრიდან პოლიტიკოსების ასაკობრივმა დიფერენციაციამ გაანაწყენა ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე, რომელიც ჟურნალისტებს გამოუტყდა, რომ 33 წლის პოლიტიკოსად გრძნობს თავს და ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე პოლიტიკოსია ოპოზიციურ ფლანგზე. მისი აზრით, პოლიტიკური მენტალიტეტი არ არის დამოკიდებული იმაზე, ადამიანები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არიან თუ არა პოლიტიკაში.

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ ამერიკა- ევროკავშირის დახურულ შეხვედრაზე გადაწყდა, რეზიდენტი- კოდური სახელით „დემოკრატიის შუქურა“ ჩანაცვლდეს „კომკავშირული გულით“, ანუ ხაზარაძით.

მმართველი გუნდი ფარსს უწოდებს ხაზარაძის განცხადებას ძველი სახეების დასრულების შესახებ. „ოცნებაში“ თვლიან, რომ ხაზარაძე ცდილობს საკუთარ მოღვაწეობას რაღაც აქტუალობა შესძინოს და დაამტკიცოს, თითქოს ახალი ძალაა, სინამდვილეში, მის უკან ძველი და გაცვეთილი პოლიტიკოსები არიან.

პოლიტოლოგი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან საუბრისას ეხმაურება ხაზარაძის ნათქვამს, რომ „ძველი პარტიები და ძველი მენტალიტეტი უნდა დასრულდეს“ და ამბობს, რომ ხალხი წყვეტს ამ საკითხს, ძველი პარტიები უნდა დამთავრდეს თუ არა და ამ საკითხს ვერ გადაწყვეტს ხაზარაძე.

პოლიტოლოგის განმარტებით, არავის აქვს უფლება, ვიღაც ჩაწიოს. პაატა ზაქარეიშვილს ახსენდება სააკაშვილის ლოზუნგები - ჩარეცხილები, ჩასარეცხები. ეს ლოზუნგები სტანდარტული იყო იმ პერიოდისთვის. სამწუხაროდ, ზოგიერთს დღესაც ჰგონია, თვითონ თუ მოდის, სხვები უნდა წავიდნენ და ავიწყდება, არავინ წამსვლელი არაა, თუ ხალხმა არ გაუშვა.

„საკმარისია, ხალხმა აირჩიოს ვინმე და მორჩა და გათავდა. სად არის დღეს პარტია „მრეწველები“? განა იმავე დროს არ შეიქმნა „ლეიბორისტული პარტიაც“? მაგრამ „ლეიბორისტულ პარტიას“ ხალხი ხმას აძლევს, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ კი ხალხი ხმას არ აძლევს. აქ მნიშვნელობა არ აქვს, ბიზნესმენი ხარ, თუ არ ხარ ბიზნესმენი, ხალხს უნდა აუხსნა, რატომ მოდიხარ პოლიტიკაში და რატომ უნდა მოგცენ ხმა, საზოგადოებამ უნდა დაიჯეროს პოლიტიკოსის. თუ ხალხი ხმას აძლევს, მაშინ გაუმარჯოს „ლელოსაც“, რომან გოცირიძესაც. არ ვიცი, ვინ აძლევს ხმას „ლეიბორისტულ პარტიას“, მაგრამ ფაქტია, მათ მუდმივი ამომრჩეველი ჰყავთ. ასე რომ, არ არის კარგი პოლიტიკურ პარტიებში ერთმანეთის ჩაძირვაზე ლაპარაკი. ილაპარაკონ, რით განსხვავდებიან სხვა პარტიებისგან. როცა ამბობს ხაზარაძე, სხვები უნდა წავიდნენ, მე უნდა დავრჩეო, რატომ უნდა წავიდნენ სხვები, ამას ხალხი გადაწყვეტს, ხაზარაძემ კი ახსნას, რატომ უნდა დარჩეს. უნდა ვიცოდეთ, რას სთავაზობს საქართველოს სიღარიბის დაძლევაში, უმუშევრობის გადალახვაში, სოციალურ პაკეტებში, გეოპოლიტიკურ გამოწვევებთან დაკავშირებით, უკრაინის ომის კონტექსტში საქართველოს როლზე, სასამართლოს რეფორმაზე, განათლების რეფორმაზე რას ფიქრობს. ხაზარაძემ ამაზე უნდა ილაპარაკოს და არა სხვა პარტიებზე“, - მიიჩნევს პაატა ზაქარეიშვილი.

პოლიტოლოგის აზრით, ხაზარაძის პერსპექტივა გამოჩნდება არა იმით, პარტიაში ვის შეიყვანს, ახალ თუ ძველ სახეებს, არამედ რა თემებს დაამუშავებს. სახეები არაფერს წყვეტს, მით უმეტეს, არაფერს წყვეტს უკვე ცნობილი სახეები. საჭიროა არა სახეები, არამედ თემები.

რაც შეეხება მოსაზრებას, დასავლეთმა ფსონი ხომ არ დადო ხაზარაძეზე, პაატა ზაქარეიშვილი ეჭვობს, ასე მომხდარიყო. მისი აზრით, ამერიკა მხარს უჭერს დემოკრატიას და არა რომელიმე პარტიას. ამერიკას სჭირდება, რაც შეიძლება მეტი პარტია მონაწილეობდეს არჩევნებში. ვერავინ ვერ უკარნახებს ვერავის ამერიკიდან, ახლა დაიშალეთ და სხვასთან გაერთიანდითო, მაგრამ კითხვები კორექტულად დაისმება, როგორ ხედავენ ოპოზიციონრები 5%-იანი ბარიერის გადალახვას, რა რესურსებით. ამდენად, პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ, თავისთავად, ამერიკაში სიარული არაფერს წყვეტს.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ურჩევს ხაზარაძეს, პოლიტიკურ სარკეში ჩაიხედოს და დაინახოს საკუთარი თავი, ვინაიდან ხაზარაძე კომუნისტური ნომენკლატურის ტიპური წარმომადგენელია. ედიშერ გვენეტაძის აზრით, ეროვნული მოძრაობა რომ არა, რომელსაც ხაზარაძე გააფთრებით ებრძოდა და არის ცნობები იმის შესახებაც, რომ ხაზარაძემ ხელი აღმართა ეროვნულ გმირზე - მერაბ კოსტავაზე, ხაზარაძე დღევანდელ დღეს იქნებოდა რომელიმე რაიონის რაიკომის მდივანი, ან ცეკას ინსტრუქტორი, მეტს ვერ გაქაჩავდა. სხვათა შორის, არა მარტო ხაზარაძე, არამედ ამავე როლში იქნებოდა სააკაშვილი, ვინაიდან სააკაშვილი და ხაზარაძე ორივენი იყვნენ კომკავშირის კომიტეტის მდივნები და ეს საყოველთაოდ ცნობილია.

აქედან გამომდინარე, ედიშერ გვენეტაძეს არ უკვირს გოგა ხაინდრავას ნათქვამი, რომ ევროკავშირმა და ამერიკამ გადაწყვიტეს, დემოკრატიის შუქურა - სააკაშვილი ხაზარაძით ჩაანაცვლონ.

„დღეს ისეთი ხალხის ხელშია მსოფლიოში ძალაუფლება, არ უნდა გაგვიკვირდეს არაფერი. მაშინ, როცა ტრამპს არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავენ და საქართველოში მხარს უჭერენ ხაბეიშვილს, რა გასაკვირია, ხაზარაძეც შეიყვანონ იმ მარაქაში, სადაც მონაწილეობას იღებს ხაბეიშვილი, გუბაზ სანიკიძე, ჭიჭე ვაშაძე და სხვა გაკოტრებული პოლიტიკოსები. ჭიჭიკო ვაშაძე წლეულს მარტში ჩამოვიდა ამერიკიდან და თქვა, ამერიკაში გადაწყვეტილია საქართველოში ხელისუფლების შეცვლაო. როგორც ვიცი, იურიდიული აქვს დამთავრებული ვაშაძეს და ისიც არ იცის, რომელი კონსტიტუციით ან კანონის ძალით უნდა შეგვიცვალონ ამერიკელებმა ხელისუფლება?! ეტყობა, ვაშაძეს რაღაცას დაჰპირდნენ და ყველაფერზეა წამსვლელი, თუგინდ ხელისუფლების შეცვლა მოხდეს ქართველი ხალხის სისხლის ფასად“, - აცხადებს ედიშერ გვენეტაძე ჩვენთან საუბრისას.

Gami ჩაშკა-ლოშკა ხაზარაძე- ჯაფარიძე, გონდაც კეკელა და მარო!
10 თვის უკან
ლევკოთეა ხაზარაძე ვერასოდეს აკრიფავს ელექტორატის მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან ხმებს.
ჯერ ერთი, ჩვენთან არ უყვართ ფულიანი ხალხი, სულ რომ თავდაუზოგავი შრომით ჰქონდეს ნაშოვნი. ამ ფენომენს ძველი ფესვები აქვს. :) ხაზარაძის პატიოსანი შრომა კი თავად მასაც არ სჯერა.
მეორე, ხაზარაძეს არ აქვს პოლიტიკოსის მენტალიტეტი. ტიპიური მევახშე აზროვნებისაა.
არ აქვს ქარიზმა, რაც დაეხმარებოდა ამომრჩეველის მოსაზიდად.
და ყველაზე მთავარი. ხაზარაძე საქართველოს მოსახლეობის გაღარიბების ხარჯზე გამდიდრდა. მერაბ კოსტავასთან კონფლიქტზე
მეტად, ამას არ აპატიებს ამომრჩეველი.
10 თვის უკან