ფეიკები

ფეიკები "ზელენსკის იახტებსა და მისი ცოლის მდიდრულ ვოიაჟზე აშშ-ში" - როგორ მოქმედებს პრორუსული დეზინფორმაცია ამერიკელ ჩინოსნებზე, როცა უკრაინის დახმარების საკითხს განიხილავენ

აშშ-ის ყო­ფი­ლი სა­ზღვაო ქვე­ი­თის, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად რუ­სეთ­ში ცხოვ­რობს, ვებ-გვერდმა გა­ავ­რცე­ლა ჭორი, რომ ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ ამე­რი­კუ­ლი ფუ­ლით, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნის და­სახ­მა­რებ­ლად გა­და­ე­ცა, ორი მდიდ­რუ­ლი იახ­ტა შე­ი­ძი­ნა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მტკი­ცე­ბა ყალ­ბი აღ­მოჩ­ნდა, ჩა­ნა­ფიქ­რმა თა­ვი­სი საქ­მე გა­ა­კე­თა. ის ინ­ტერ­ნეტ­ში სწრა­ფად გავ­რცელ­და და მას­ზე რე­აქ­ცია იმ ამე­რი­კელ კონ­გრეს­მე­ნებ­საც ჰქონ­დათ, რომ­ლე­ბიც მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს იღე­ბენ უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო-ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის სა­კი­თხზე.

ვებ-გვერ­დის გან­ცხა­დე­ბა­ში ეწე­რა, რომ ზე­ლენ­სკიმ თა­ვი­სი ორი მრჩე­ვე­ლი­სა და გა­მო­გო­ნი­ლი "პი­რე­ბის“ მეშ­ვე­ო­ბით 75 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი ორ იახ­ტა­ში გა­და­ი­ხა­და. უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რე ამ ამ­ბავს კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფ­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ისიც გა­ირ­კვა, რომ იახ­ტე­ბი, რომ­ლის შე­ძე­ნა­ზეც არის სა­უ­ბა­რი, სა­ერ­თოდ არ გა­ყი­დუ­ლა. თუმ­ცა ამის მი­უ­ხე­და­ვად, ინ­ფორ­მა­ცია კონ­გრე­სამ­დეც მი­ვი­და, რომ­ლის წევ­რე­ბიც აცხა­დე­ბენ, რომ უკ­რა­ი­ნის დახ­მა­რე­ბის სა­კი­თხი ახალ წლამ­დე გა­და­ი­დო. ზო­გი­ერ­თი კი დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის წი­ნა­აღ­მდე­გია.

"ყვე­ლა, ვინც უკ­რა­ი­ნის დახ­მა­რე­ბის მომ­ხრეა, მხარს უჭერს ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში უცხო ქვეყ­ნის ომის ყვე­ლა­ზე კო­რუფ­ცი­უ­ლი სქე­მის სუბ­სი­დი­რე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და X-ში კონ­კრე­სის რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის წევ­რმა მარ­ჯო­რი ტე­ი­ლორ გრინ­მა და არ­გუ­მენ­ტად იახ­ტე­ბის ამ­ბის ყალ­ბი სტა­ტია მო­იყ­ვა­ნა.

იმა­ვე აქ­ცენ­ტით გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა რეს­პუბ­ლი­კელ­მა სე­ნა­ტორ­მა ჯეი დი ვან­სმა. "არი­ან ხალ­ხი, ვინც მზად არი­ან სო­ცი­ა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დე­ბი შე­ამ­ცი­რონ, ჩვე­ნი ბე­ბი­ე­ბი და ბა­ბუ­ე­ბი სი­ღა­რი­ბის­თვის გა­წი­რონ და ყვე­ლა­ფე­რი რის გამო? რომ ზე­ლენ­სკის მი­ნის­ტრებ­მა უფრო დიდი იახ­ტე­ბი იყი­დონ?" - თქვა ვან­სმა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იახ­ტებ­ზე აგო­რე­ბუ­ლი ჭორი ყალ­ბი აღ­მოჩ­ნდა, ბი-ბი-სიმ გა­არ­კვია, რომ ამ ამ­ბის ფარ­თო აუ­დი­ტო­რი­ამ­დე გავ­რცე­ლე­ბა­ში რუ­სეთ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ვებ-გვერ­დი მო­ნა­წი­ლე­ობ­და, რო­მე­ლიც, სა­ი­ტის მტკი­ცე­ბით, ვა­შინგტონ­ში მდე­ბა­რე­ობს. გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის თქმით, ეს ვეგ-გვერ­დი, სა­ვა­რა­უ­დოდ, "რუ­სე­თის მთავ­რო­ბის შექ­მნი­ლი ინ­სტრუ­მენ­ტია, რო­მე­ლიც მსგავ­სი ჭო­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი“.

თა­ვა­პირ­ვე­ლად, ეს ამ­ბა­ვი ნო­ემ­ბრის ბო­ლოს, არაფ­რით გა­მორ­ჩე­ულ Youtube -არხზე გავ­რცელ­და, რო­მელ­საც ცოტა გა­მომ­წე­რი ჰყავ­და და სულ ერთი ვი­დეო ედო. თუმ­ცა ის­ტო­რია აი­ტა­ცა სა­იტ­მა, სა­ხელ­წო­დე­ბით DC Weekly, თა­ნაც ორი იახ­ტის Lucky-სა და My Legacy-ს სუ­რა­თე­ბი და­ურ­თო, ასე­ვე დო­კუ­მენ­ტა­ცია, რო­მე­ლიც, თით­ქოს ზე­ლენ­სკის პარტნი­ო­რებ­ზე მი­ყიდ­ვას ადას­ტუ­რებ­და.

ბრო­კე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც იახ­ტე­ბის კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ო­ბენ, აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ამ­ბა­ვი ყალ­ბია და სი­ნამ­დვი­ლე­ში იახ­ტე­ბი ჯერ არ გა­ყი­დუ­ლა და არა­ვის სა­კუთ­რე­ბა­ში არ გა­და­სუ­ლა. ამე­რი­კუ­ლი ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­მო­ცე­მის DC Weekly-ის ეს სტა­ტია უამ­რავ­მა გა­მო­ცე­მამ აი­ტა­ცა, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და სხვა­დას­ხვა გავ­ლე­ნი­ა­ნი პი­რე­ბი კი მის ცი­ტი­რე­ბას ახ­დენ­დნენ. თუმ­ცა სა­ხე­ლის მი­უ­ხე­და­ვად, აღ­მოჩ­ნდა, რომ გა­მო­ცე­მა არც ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლია და არც ამე­რი­კის დე­და­ქა­ლაქ­ში მდე­ბა­რე­ობს.

რო­გორც სამ­ხრეთ კა­რო­ლი­ნას კლემ­სო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მკვლე­ვა­რებ­მა, და­რენ ლინ­ვილ­მა და პატ­რიკ უო­რენ­მა გა­არ­კვი­ეს, სა­ი­ტი ჯონ მარკ დუ­გან­მა და­ა­არ­სა, რო­მე­ლიც აშშ-ის ყო­ფი­ლი სა­ზღვაო ქვე­ი­თია, შემ­დეგ ფლო­რი­და­ში პო­ლი­ცი­ე­ლად მუ­შა­ობ­და, ხოლო 2016 წელს სა­ცხოვ­რებ­ლად რუ­სეთ­ში გა­და­ვი­და. რუ­სეთ­ში ის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჟურ­ნა­ლის­ტი­კით და­კავ­და და ყალ­ბი და და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა და­ი­წყო. კერ­ძოდ, ის ამ­ტკი­ცებ­და, რომ რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის ერთ-ერთი მი­ზა­ნი იქა­უ­რი ბი­ო­ლა­ბო­რა­ტო­რი­ის გა­ნად­გუ­რე­ბა იყო, სა­დაც თით­ქოს, ისე­თი ია­რა­ღის შექ­მნა­ზე მუ­შა­ობ­დნენ, რო­მე­ლიც რუსი ხალ­ხის გა­ნად­გუ­რე­ბის­თვის იქ­მნე­ბო­და. კლემ­სო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მკვლე­ვა­რებ­მა ასე­ვე გა­არ­კვი­ეს, რომ DC Weekly აქ­ვეყ­ნებს ის­ტო­რი­ებს, რომ­ლებ­საც სხვა სა­ი­ტე­ბი­დან AI ტექ­ნო­ლო­გი­ებს აწე­რი­ნებს, ხოლო გა­მო­ცე­მის „ავ­ტო­რებს“ ყალ­ბი სა­ხე­ლე­ბი და სუ­რა­თე­ბი აქვთ.

გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა მო­იკ­ვლი­ეს, რომ DC Weekly იმა­ვე სერ­ვერ­შია ჩარ­თუ­ლი, სა­დაც დუნ­კა­ნის სხვა სა­ი­ტე­ბიც. BBC Verify-ს სამ­სა­ხურ­მა კი და­ად­გი­ნა, რომ DC Weekly-ის ნა­წი­ლი მოს­კოვ­ში არ­სე­ბულ სერ­ვერ­ზეა გან­თავ­სე­ბუ­ლი. წლის და­სა­წყის­ში გა­ირ­კვა, რომ დუ­გა­ნი DC Weekly-ს კო­მენ­ტა­ტო­რია, მან რამ­დე­ნი­მე სას­წავ­ლო ლექ­ცია რუ­სე­თის სა­გა­რეო სა­მი­ნის­ტრო­ში ჩა­ა­ტა­რა.

იახ­ტებ­ზე გა­მო­გო­ნი­ლი ის­ტო­რია წარ­მა­ტე­ბით კვე­ბავს იმ საფრ­თხე­ებს, რომ­ლე­ბიც უკ­რა­ი­ნა­ში კო­რუფ­ცი­ის მხრივ რე­ა­ლუ­რად არ­სე­ბობს. მას­თან ბრძო­ლა - ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვაა, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნამ უნდა დაძ­ლი­ოს თუ და­სავ­ლურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში უნდა გა­წევ­რი­ა­ნე­ბა. ხში­რად რე­ა­ლურ კო­რუფ­ცი­ულ სქე­მებს იმა­ზე ნაკ­ლე­ბი ყუ­რა­დღე­ბა ეთ­მო­ბა, ვიდ­რე "ფე­ი­კე­ბით“ შე­კო­წი­წე­ბულ ამ­ბებს.

მა­გა­ლი­თად, ოქ­ტომ­ბერ­ში სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ფარ­თოდ გა­ნი­ხი­ლე­ბო­და ის­ტო­რია, თუ რო­გორ ხარ­ჯავ­და დი­დძალ ფულს ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის მე­უღ­ლე ნიუ-იორ­კის მა­ღა­ზი­ებ­ში. რო­გორც იახ­ტე­ბის, ასე­ვე ზე­ლენ­სკას შემ­თხვე­ვა­ში, ჭორი ყვე­ლა­სათ­ვის უც­ნობ­მა Youtube არ­ხმა გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­საც გა­მომ­წრე­ბის მი­ნი­მა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბა ჰყავს და სულ ერთი ვი­დეო ედო. იმ ვი­დე­ო­ში ქალი ამ­ტკი­ცებ­და, რომ ნიუ-იორკში Cartier-ის მა­ღა­ზი­ა­ში მუ­შა­ობ­და. ქალ­მა 1.1 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის სა­მა­ჯუ­რის ჩეკი წა­რად­გი­ნა, რო­მე­ლიც 22 სექ­ტემ­ბერს ელე­ნა ზე­ლენ­სკას სა­ხელ­ზე იყო.

სა­ხის ამომცნო­ბი პროგ­რა­მის მი­ხედ­ვით, დად­გინ­და, რომ ქალი, რო­მე­ლიც ვი­დე­ო­ში იყო სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნია, რომ­ლის სუ­რა­თე­ბი სოცქსე­ლებ­შიც დევს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სა­მა­ჯუ­რის ის­ტო­რია თით­ქმის ყვე­ლა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და. ამ შემ­თხვე­ვა­შიც მთა­ვარ გა­მავ­რცე­ლებ­ლად DC Weekly იყო. სა­იტ­ზე ასე­ვე სხვა­დას­ხვა სა­ხის ყალ­ბი მა­სა­ლე­ბი დევს, მა­გა­ლი­თად, თით­ქოს, უკ­რა­ი­ნა ჰა­მასს აწ­ვდი­და ია­რაღს. DC Weekly-ის ის­ტო­რი­ე­ბი ხში­რად მა­შინ იდე­ბა სა­იტ­ზე, რო­დე­საც ისი­ნი ჯერ უც­ნობ Youtube არ­ხებ­ზე გან­თავ­სდე­ბა. თუმ­ცა „გა­მო­ცე­მის“ ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი „ფე­ი­კი“ მა­ინც იახ­ტე­ბი რჩე­ბა, რო­მე­ლიც შტა­ტე­ბის კონ­გრე­სის არა­ერთ გავ­ლე­ნი­ან პირს გა­მო­უ­ყე­ნე­ბია ცი­ტა­ტად...წყა­რო