ზელენსკისა და უკრაინის გენარალიტეტს შორის ახალი დაპირისპირება დაიწყო - პრეზიდენტი ხელს არ აწერს კანონს ჯარში გაწვევის გაფართოების შესახებ

ზელენსკისა და უკრაინის გენარალიტეტს შორის ახალი დაპირისპირება დაიწყო - პრეზიდენტი ხელს არ აწერს კანონს ჯარში გაწვევის გაფართოების შესახებ

უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმერ ზელენსკისა და უკრაინის გენარელიტეტს შორის ახალი დაპირისპირება დაიწყო. როგორც ცნობილი ხდება, ზელენსკი ხელს არ აწერს კანონს ჯარში გაწვევის გაფართოების შესახებ. უკრაინელი მამაკაცების ახალი კატეგორიების ჯარში გაწვევის გეგმა უკვე დიდი ხანია პრეზიდენტის მაგიდაზე დევს. მიუხედავად ამისა, გენერალურმა შტაბმა და არმიის სარდლობამ ვერა და ვერ მიაღწია ამ დოკუმენტზე პრეზიდენტის ხელმოწერას. ასევე, კიდევ ერთხელ გადაიდო პარლამენტის მიერ მიღებული კანონის ძალაში შესვლა, რომელიც ჯარში სამხედრო გამოცდილების არმქონე მამაკაცთა გაწვევის ასაკს ამცირებს - 27-დან 25 წლამდე, ანუ 25 წელს ზემოთ ასაკის მქონე უკრაინელი მამაკაცები ვალდებულები იქნებიან, არმიაში იმსახურონ.

დასავლური მედია კი წერს, რომ ზელენსკის ახალი მობილიზაციის გამოცხადების იმიტომ ეშინია, ვაითუ ამან უკრაინაში სოციალური მღელვარება გამოიწვიოს. აშშ-ის საინფორმაციო სააგენტოს - „ბლუმბერგის“ (Bloomberg) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში ავტორი წერს, რომ „ვოლოდიმირ ზელენსკი სამხედრო-საკადრო დილემის წინაშეა: არმიას მეტი ჯარისკაცი სჭირდება, ჯარში დამატებით გაწვევას კი მოსახლეობაში უკმაყოფილება მოჰყვება“.

სპეციალისტები ამბობენ, რომ უკრაინის მოსახლეობაში იმედგაცრუება უკრაინის არმიის წარუმატებელმა კონტრშეტევამ გამოიწვია. უკრაინელები მიხვდნენ, რომ ფართოდ რეკლამირებული „ბლიცკრიგი“ ჩაიშალა და ომი კიდევ დიდხანს გაგრძელდება. მხედველობაშია მისაღები პოლიტიკური სიტუაციის შეცვლაც, რომელიც ზალუჟინსა და ზელენსკის შორის უკიდურეს დაპირიპირებაშია გადასული, ეს ყველაფერი უკრაინისათვის დამატებით პრობლემების შექმნელი გახდა.

ზელენსკის განცხადებით, უმაღლესმა სამხედრო მეთაურებმა დამატებით 450 000-500 000 ადამიანის მობილიზება შესთავაზეს. „მათ შემომთავაზეს დამატებით 450-500 ათასი ადამიანის მობილიზება. ეს ძალიან სერიოზული რაოდენობაა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, გეგმის შესრულებამდე მას უფრო ღრმა დისკუსია და მეტი არგუმენტი სჭირდება. „იმიტომ, რომ ეს, პირველ რიგში, ხალხის საკითხია. მეორეც, ეს არის სამართლიანობის საკითხი. ეს არის თავდაცვისუნარიანობის და ფინანსების საკითხი. რაც შეეხება ხალხს, მე მჭირდება სპეციფიკა: რა ბედი ეწევა უკრაინის მილიონიან არმიას, რა ბედი ეწევათ იმ ბიჭებს, რომლებიც ორი წელია იცავენ ჩვენს სახელმწიფოს?“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, თუ არის როტაციის საკითხები, მაშინ ეს უნდა იყოს ყოვლისმომცველი გეგმა. უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ არ მოაწერს ხელს ქალთა მობილიზაციის შესახებ კანონს, თუ მას რადა მიიღებს.

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე კი მიიჩნევს, რომ უკრაინას მობილიზაციის გამოცხადება დააგვიანდა და ეს ფრონტის ხაზზე დამატებით პრობლემებს შექმნის. ბერიძე for.ge-სთან ფიქრობს, რომ როდესაც ქვეყანა გრძელვადიან ომში იმყოფება, როტაციისთვის ანუ ჩანაცვლებისთვის უნდა მოემზადოს. ფრონტის ხაზიდან გარკვეული დანაყოფების გამოყვანა აუცილებელია, რადგან მათ საშუალება უნდა მისცენ, რომ ისინი გადაჯგუფდნენ. ამიტომ ქვეყანას უნდა ჰყავდეს ზედმეტი დასვენებული ქვედანაყოფი. მისი თქმით, ეს პრობლემა უკრაინის სამხედროებმა და გენერალიტეტმა დაინახეს.

„გასაგებია, რომ უკრაინამ ძალიან მაგრად იბრძოლა, სახელმწიფომ ძალიან დიდ დარტყმებს გაუძლო. არა თუ მოიგერია მტერი, არამედ შეტევაზეც კი გადავიდა, მაგრამ უკრაინას დღეს ეწევა წარსულის პრობლემები, რომელიც ჰქონდათ. რეფორმების არ ჩატარება, რომელიც სამობილიზაციო სისტემას გულისხმობს. მათი მომზადების მეთოდი არის საბჭოური. კომისარიატები, კორუმპირებული გახრწნილი სისტემა, ვერანაირად ვერ იმუშავებს. ამიტომაც იყო, რომ ბევრი მათგანი მოხსნეს და ჯარში წმენდა გახდა საჭირო. ახლა უკრაინამ ზურგში აუცილებლად უნდა შექმნას წვრთნის და მომზადების სისტემა. აქ კი გაცილებით იმაზე მეტ ხალხს მოამზადებენ, ვიდრე ეს სჭირდებათ. ასეთ ომში სჭირდებათ 18, 20 და 25 წლის ახალგაზრდები, რომლებიც ფიზიკურად კარგად არიან მომზადებულები. ამ ასაკის ადამიანს დიდ ხანს დატვირთვა შეუძლია. 35 წლის კაცები, რომლებიც პატრიოტულად იყვნენ განწყობილი, უკვე იბრძვიან ომში, მათ დასვენება და ჩანაცვლება სჭირდებათ. უკრაინა უნდა მოემზადოს გრძელვადიანი ომისთვის. სხვა გამოსავალი არ რსებობს“, - ამბობს ბერიძე.

მისივე თქმით, იმისათვის, რომ უკრაინელებმა მობილიზაცია გამოაცხადონ, ასაკი აუცილებლად უნდა შეცვალონ. პირველი ეტაპი, რაც უნდა გააკეთონ, ახალგაზრდების მომზადება უნდა დაიწყონ. ყველაფერი მოითხოვს ასევე პარტნიორების დახმარებას.

„უკრაინელებმა უნდა შექმნან ქვეყნის ეროვნული სამსახური, რომელიც არის ფინური და ისრაელის მსგავსი მოდელის. ძალიან რთულია ამის გაკეთება ამ დაბომბვის ფონზე, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს. ეს უნდა იყოს ორიენტირებული ტოტალურ თავდაცვაზე გაწვრთნილი ახალგაზრდობა. ამ სიტუაციას მხოლოდ მობილიზაცია ვერ გამოასწორებს, საჭიროა ეროვნული სამსახურის შექმნა. უკრაინას სტანდარტული როტაცია დასჭირდება, ქვედანაყოფი, რომელიც ინტენსიურ ბრძოლაშია, ის უნდა შეიცავლოს. სხვანაირად ამ ომის მოგება შეუძლებელია. უკრაინამ უნდა გაუძლოს გრძელვადიან გამომფიტავ ომს, ამისთვის კი ჯარი სჭირდება, რომელიც კარგად იქნება გაწვრთნილი და მობილიზებული“,-ამბობს ბერიძე.

რაც შეეხება უკრაინის კონტრშეტევას, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი და გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ უკრაინის მხრიდან შეცდომა იყო დაშვებული, როდესაც ალყაში ვერც ერთხელ უკან დახეული და დეზორიენტირებული რუსეთის ჯარი ვერ მოაქცია. კაპანაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ეს იყო ხარკოვის დროს, რაც ძალიან დიდი შეცდომა იყო. კაპანაძე ფიქრობს, რომ არ იცის იყო თუ არა ეს რუსებთან შეთანხმებული მოქმედება, რადგან ხერსონიდან ერთ ღამეში ხიდზე 25 ათასი კაცის გამოტარება ძალიან დიდი შეცდომა იყო.

„დიდი ომია და დიდი ძალებია მოზიდული. ამიტომ შეცდომებისგან დაზღვეული არავინ არ არის. მაგალითად, ზალუჟნის განცხადებები, რომ თვითფრინავები არ ჰყავდათ და სამხედრო მხარდაჭერა არ ჰქონდათ, არ ვიცი რაში ჯდება. შტაბი ხომ განსაზღვრავს კონტრშეტევის დროს რა ძალები სჭირდება და რა შესაძლებლობები აქვთ. მაშინ ან ზალუჟინის დაზვერვამ არ იმუშავა სათანადოდ, ან არ ვიცი, პოლიტიკური გადაწყვეტილებები სჭარბობდა. წარმატების გაგრძელება და გაძლიერება უნდა ყოფილიყო. მიმაჩნია, რომ ხერსონის და ხარკოვის წარმატების შემდეგ, ამხელა პაუზა აღარ უნდა ყოფილიყო.

ჩვენ ხომ არ ვიცით, იქ რა შიდა პოლიტიკური პრობლემები, სამობილიზაციო და ეკონომიკური პრობლემები იყო, რომ კონტრშეტევა არ და ვერ განვითარდა. ახლა მიმდინარეობს, პოზიციური და ლოკალური ბრძოლები. უკრაინა უნდა მოემზადოს, რადგან ამ პოზიციურ დაპირისპირებაში თავად შევიდა. მობილური თავდაცვის დროს უფრო მეტი მოგება ექნებოდა, რაც ომის პირევლ ფაზაში ჰქონდა. როცა მათი მთავარი მიზანი მოწინააღმდეგეზე მუშაობა იყო და არა ტერიტორიის შენარჩუნება. მესმის, რომ თითო გოჯი მიწა მნიშველოვანია, მაგრამ შედეგს რას ვიღებთ?“, - ამბობს კაპანაძე.

მისივე თქმით, ეს ომი გადავა დაჭიმულობაში, რომლიც ნიშნავს იმას, რომ არც ომი იქნება და არც მშვიდობა. კაპანაძე ამბობს, რომ ერთი და მეორე მხარეც შეეცდებიან, რომ თავიაანთი ჯარის და იარაღის გადახალისება მოახდინონ.

 

 

 

trampi ამათ რომ კითხო ეგ ყველაფერი პუტინის ბრალია
ამერიკელები მანამ ამ უკრაინელებს ქალიან--კაციანად პუტინს არ ამოახოცინებენ მანამდე ამ საწყალ უკრაინელებს არ მოეშვებიან
რა ენაღვლებათრა..პირიქით აწყობთ ომი შავი დედლებივით კეთდებიან და რა ენაღვლებათ

ისე დასახმარებლად მე ლომჯარიას კამანდას გაუშვებდი
სამალიოტს ლიჩნად ვუქირავებ
11 თვის უკან