„ზელენსკის ზალუჟნი განტევების ვაცად ყავს არჩეული, რომ გენერალს ფრონტის ხაზზე წარუმატებელი კონტრშეტევა დააბრალონ“

„ზელენსკის ზალუჟნი განტევების ვაცად ყავს არჩეული, რომ გენერალს ფრონტის ხაზზე წარუმატებელი კონტრშეტევა დააბრალონ“

უკრაინაში, ომის პარალელურად, სიტუაცია ყოველდღიურად იძაბება. უკვე არავისთვის აღარ არის უცნობი, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსს ვალერი ზალუჟნ სა და ქვეყნის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის შორის დაპირისპირება არსებობს. როგორც უკრაინული წყაროები ამბობენ, სიტუაცია იმდენად არის დაძაბული, რომ შესაძლოა, უახლოეს პერიოდში ზალუჟნი გადააყენონ და დააკავონ კიდეც.

Українська правда-ს ცნობით, ვალერი ზალუჟნისა და მისი ზოგიერთი თანამშრომლის ოფისებში მოსასმენი მოწყობილობები აღმოაჩინეს. გამოცემას წყაროებმა დაუდასტურეს, რომ მოწყობილობა ზალუჟნის ოფისში კვირას, შემოწმების დროს იპოვეს. საუბარია ახალ ოფისზე, რომელსაც მთავარსარდლის გადასვლამდე ამოწმებდნენ. მოგვიანებით, ეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმაც დაადასტურა და განაცხადა, რომ ტექნიკური მოწყობილობა, რომელიც უმოქმედო იყო, ზალუჟნის ერთ-ერთ პოტენციურ სამუშაო სივრცეში აღმოაჩინეს და სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.

ზალუჟნიმ დაადასტურა მოსასმენი აღმოაჩენის ფაქტი.

„ამას გეტყვით: ეს ის ოთახია, რომელიც დღეს უნდა გამომეყენებინა. გუშინ ინსპექტირების დროს აღმოაჩინეს. რამდენიმე ადგილი მაქვს, სადაც ვმუშაობ. ერთ-ერთში კი ეს მოხდა. დიდი ხანია იყო, მაგრამ შევამოწმეთ და ვიპოვეთ“, - განუცხადა მთავარსარდალმა უკრაინულ მედიას.

მან დაადასტურა, რომ მხოლოდ მას არ უსმენდნენ.

მედიის ცნობით, მოსასმენი აპარატურა ასევე აღმოაჩინეს მთავარსარდლის კონსტანტინე ბუშუევის პირადი თანაშემწის კაბინეტში.

გენერალურმა შტაბმა ასევე ოფიციალურად დაადასტურა, რომ მოსმენის ფაქტი აღმოაჩინეს, როგორც მთავარსარდალი ზალუჟნის სამუშაოსთვის განკუთვნილ ოფისში, ასევე მისი შტაბის ოფისებში.

Украинская правда-ს წყაროების მიხედვით, ზელენსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების ზოგიერთ მეთაურთან ზალუჟნის გვერდის ავლით საუბრობს. ეს სიტუაცია კი ზალუჟნის ხელს უშლის, რომ მთლიანი ჯარი ორგანიზებულად მართოს.

გამოცემის მიხედვით, ზელენსკიმ ფაქტობრივად, სხვადასხვა ტიპის დანაყოფებთან ზალუჟნის გვერდის ავლით დაამყარა კავშირი. მაგალითად, ის ქვეითთა არმიის მეთაურთან ალექსანდრ სირსკისთან და სამხედრო საჰაერო ძალების მეთაურთან ნიკოლაი ოლეშუკთან ასე, ანუ ზალუჟნის გვერდის ავლით კონტაქტობს.

თანამდებობიდან გაუშვეს სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური ხორენკო, მედძალების მეთაური, ოსტაშენკო. ყველა ეს მეთაური ზალუჟნის ორბიტიდანაა და მათი გარიცხვა სამეთაურო ვერტიკალში დესტაბილიზაციას იწვევს.

გამოცემა წერს, რომ ზალუჟნისა და ზელენსკის ურთიერთობაში დაძაბულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა უკრაინის კონტრშეტევის დაწყების მომენტიდან.

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ზალუჟნი არჩეული ჰყავს პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას განტევების ვაცად. ქართველიშვილი მიიჩნევს, რომ მათ სურთ გენერალს ფრონტის ხაზზე წატუმატებელი კონტრშეტევა დააბრალონ.

„ადამიანს, რომელიც ზალუჟნის მთელი ომის განმავლობაში უპირობოდ მხარს უჭერდა, ეს არის ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომლსაც თავის მხრივ, დავით არახამიამ სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლა დააბრალა. რომლის უკან, ასე თუ ისე, მშვიდობის კონტურები იკითხებოდა, უკრაინისთვის ნეიტრალიტეტის სანაცვლოდ. მეორე, რა თქმა უნდა, ზალუჟნიში ზელენსკი ყველაზე კონკურენტულ ლიდერს ხედავს საპრეზიდენტო სავარძელში შეცილების სახით. თუმცა, იმდენად სერიოზული ავტორიტეტი აქვს ზალუჟნის შეიარაღებულ ძალებში, ნებისმიერი მცდელობა და მცდარი ნაბიჯის გადადგმა გენერლის მიმართ, შესაძლოა, სერიოზული არაპროგნოზირებადი მოვლენები გამოიწვიოს უკვე ქვეყნის შიგნით, განსაკუთრებით ჯარში. უკრაინის ჯარისკაცებში უკვე იმდენად დაბალია ბრძოლის მოტივაცია, რომ ეს იქნება ბოლო წვეთი, რასაც უკრაინისთვის და თავად ზელენსკისთვის დამანგრეველი ეფექტი ექნება. უკრაინელებში უკვე იმდენად დიდი უკმაყოფილებაა იმ ჩინოვნიკების და ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ, ვინც ამ ომით ხელს ითბობენ, მდიდრდებიან უკრანელი ბიჭების სისხლის ფასად, რომ ამ ნაბიჯის გადადგმას უმძიმესი რეაქცია მოჰყვება მოსახლეობაში“,-ამბობს ქართველიშვილი.

მისივე თქმით, უკრაინაში მიმდინარე და საომარ მოქმედებებში ორი ძალა ახდენს ზეგავლენას. ქართველიშვილი ამბობს, რომ უკრაინის შიდა საქმეებში და ომის მიმდინარეობაში ერევა, როგორც პენტაგონი, ასევე დიდი ბრიტანეთის დაზვერვა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ერთ მხარეს წარმოადგენს, მათ შორის წინააღმდეგობა არსებობს.

„ადრე თუ გვიან, აუცილებლად დადგება პოლიტიკური ტიპის საკითხი, ვინ არის დამნაშავე, უკრაინის შეიარაღებული ძალების წარუმატებლობაში ბრძოლის ველზე. ეს არის პენტაგონის გენერალიტეტი, თუ ბრიტანეთის სპეცამსახურები. ზალუჟნის უკან ბრიტანეთის სპეცსამსახურები იკითხება, ზალუჟნის მოწინააღმდეგეების უკან ამერიკული სამხედრო მანქანა დგას და ამიტომ ძნელია წარმოვიდგინოთ ამ კონტექტში ეს ორი ძალა ერთ გუნდად. ზელენსკი კი, ანუ ამერიკის მხარე, დავით არახამიას პირით ცდილობდა ეს წარუმატებლობა ბრიტანეთის მხარისთვის გადაებრალებინა. ამიტომ რთული სათქმელია, გაწირავენ თუ არა ზალუჟნის. ამის პროგნოზირება შეუძლებელია“, - ამბობს ქართველიშვილი.

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია for.ge-სთან ამბობს, რომ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ზალუჟნის მიმართ გავრცელებულ ინფორმაციას ყალბს უწოდებენ და ამბობენ, რომ ეს რუსეთის მიერ მოგონილი ფეიკ ინფორმაციაა. მაისაია ფიქრობს, რომ ეს შეიძლება კრემლის მიერ დაგეგმილი საინფორმაციო ომის ნაწილი იყოს, რომელიც უკრაინის საზოგადოებასა და ჯარში ნიჰილიზმის დათესვას ემსახურება.

„ჰიპოტეტურად რომ წარმოვიდგინოთ, თუ ეს სიმართლეა და რეალურად არსებობს მსგავსი დაპირისპირება ზალუჟნისა და ზელენსკის შორის, მაშინ ეს იქნება უკრაინისთვის სრული კრახი. მსგავსი რამ, ვფიქრობ, არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება. ზალუჟნი, გენერალი დაევი და სირსკი, ასევე სხვები არიან საკმაოდ გავლენიანი სამხედრო ელიტა, რომლებმაც რუსეთის შეჩერება და მათზე გამარჯვება შეძლეს. მათი უძლეველობის მითის დამსხვრევა ამ გენერლებმა შეძლეს. ასეთი მხედართმთავრების გადაყენება და მით უმეტეს მათი დაკავება, ეს იქნება აბსურდი. მით უმეტეს ჯარში ისეთი გენერლების წინ წამოწევა, რომლებსაც არც ცნობადობა აქვთ და არც იმხელა ავტორიტეტი, როგორც ამ გენერლებს, ამან შესაძლოა, სამხედრო კონტექსტშიც სერიოზული გართულებები გამოიწვიოს. ასეთი დაპირისპირება თუ არსებობს, როგორც ზელენსკსა და არესტოვიჩს შორის იყო, მაშინ არ ვიცი. ეს, პირველ რიგში, უკრაინას და ჯარს დააზიანებს. ფრონტის ხაზზე ამას დიდი გავლენა ექნება“, - ამბობს მაისაია.

 

 

trampi ნუთუ მართლა ეგეთი დაყლევებულები არიან ეს ამერიკელები, რომ რუსეთის დამარცხებას ვარაუდობდნენ??
მე კი ისედაც ძალიან ,,დიდი წარმოდგენის,, ვარ მათზე მაგრამ ესე დაქლიავებააა??...
თან ვითომ ანალიტიკური ცენტრები და ინსტიტუტებიც რომ ჰყავთ
ქაჯები !!! სტალინს ორი ატვიორტკა ჰქონდა და სამი პლასგაგუფცი და მაშინ არ წააგეს სამამულო ომი და ეხლაა წააგებდნეენ???
არა რაა .................. წასულია ამ ამერიკელების საქმე....ვსოოო
არადა მე ჩემნი მიკვირს--- თუნდაც ერთ დროს (9 აპრილებში) როგორ ვიყავი მაგათი ფანატიკი ---ესე იგი ვერც მე მქონია საქმე მთლად პარიადკაში
თან ყველაზე ცინიკური მაგათგან ის არის, რომ ტრაბახობენ კიდეც ამერიკელი ხალხის წინაშე----------- ამერიკა ამ ომიდან ყველანაირად მოგებული გამოდისო..... უკრაინაზე გამოყოფილი ფულის 90 პროცენტი ამერიკაში რჩება და ამ ომით ისევ ჩვენა ვხეირობთო ... სამხედრო სამრეწველო კომპლექსი ხეირობს , პლიუს ახალი სამუშაო ადგილებიო....ჩათლახები
ეს უკრაინელები კიდევ იხოცებიან და იხოცებიან..
ამერიკელები კიდევ............... იქც ბანტიო გაიძახიან
11 თვის უკან