სალომე ზურაბიშვილი ამბობდა, რომ სწორი იყო გადაწყვეტილება, როდესაც ჩვენ არ მოგვეცა კანდიდატის სტატუსი. ეს მისი ციტატაა და რომ ეს იყო სამართლიანი გადაწყვეტილება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ერთ-ერთი პრეზიდენტის ოთახიდან გამოსული არ იყო, როდესაც იმ ქვეყნის პრეზიდენტმა საქართველოს მოუწოდა, რომ სანქციები დაუწესოს რუსეთს.
„ზურაბიშვილი ამბობდა, რომ საქართველო არ ასრულებს რეკომენდაციებს და შესაბამისად ახლაც არ იმსახურებს გადაწყვეტილებას. ესეც მისი ციტატაა. იმ ვიზიტებში, რომელშიც ის იმყოფებოდა, ისე რომ მთავრობის ნებართვა არ ჰქონდა, რა შედეგები გამოჰქონდა, გამოსული არ იყო ერთ-ერთი ქვეყნის პრეზიდენტის ოთახიდან, როდესაც იმ ქვეყნის პრეზიდენტმა მოუწოდა საქართველოს, რომ სანქციები დაუწესოთ რუსეთს. ეს არის საბოლოო ჯამში მისი შედეგები, რაც ჩვენ ხილულად ვნახეთ და რაც დახურულ კარს მიღმა პროცესი მიდიოდა კიდევ ცალკე სამუშაო, ეს კიდევ ცალკე ისტორიაა, თუ რამდენად ვნებდა ეს საერთო ჯამში საბოლოოდ პროცესს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.