ლევან მახაშვილი ფიშერ-ხაზარაძის სკანდალზე: ყოველდღიურად ვრწმუნდებით, რომ ხაზარაძისთვის „სუფთა ფული“, კანონის წესით და დაცვით მოპოვებული და დაგროვებული, არ არის მისი ძლიერი მხარე

ლევან მახაშვილი ფიშერ-ხაზარაძის სკანდალზე: ყოველდღიურად ვრწმუნდებით, რომ ხაზარაძისთვის „სუფთა ფული“, კანონის წესით და დაცვით მოპოვებული და დაგროვებული, არ არის მისი ძლიერი მხარე

ყოველდღიურად ჩვენ ვრწმუნდებით, რომ ხაზარაძისთვის და ჯაფარიძისთვის სუფთა ფული“, კანონის წესით და დაცვით მოპოვებული და დაგროვებული ფული არ არის მათი ძლიერი მხარე. სასამართლოდან - სასამართლომდე, საქმიდან - საქმემდე ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველ ფეხის ნაბიჯზე არღვევდნენ კანონს. შეგნებულად თუ შეუგნებლად, ეს არ ვიცი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილმა ფიშერ-ხაზარაძის სკანდალთან დაკავშირებით.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა მოიკვლიონ მალავდა თუ არა ხაზარაძე საშემოსავლო გადასახადებს.

ანტიკორუფციული ბიუროს მიერ დაწყებული მოკვლევაც ამ საკითხის გარკვევაში დაგვეხმარება, რამდენად მიზანმიმართული იყო, გათვითცნობიერებული იყო თუ არა. და საერთოდ, იხდიდა - არ იხდიდა, იმდენი ბუნდოვანებაა ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ სასურველია, რომ ვისი პასუხისმგებლობაც არის დეტალურად შეისწავლოს ეს საკითხი და საზოგადოებას გააცნოს გამჭვირვალედ ამ გამოძიების შედეგები“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე პიტერ ფიშერისგან და გერმანიის საელჩოსგან მიღებულ შემოსავალს ქონებრივ დეკლარაციაშიც მალავს.

ანტიკორუფციულმა ბიურომ გერმანიის ელჩთან ქირავნობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძის ქონებრივი დეკლარაციის შესწავლა დაიწყო. პარალელურად, მამუკა ხაზარაძის ოჯახსა და გერმანიის საელჩოს შორის არსებულ საიჯარო ურთიერთობაზე მოკვლევას ატარებს შემოსავლების სამსახური.