არასამთავრობო ორგანიზაციებს, მათ შორის USAID-ის დახმარებით, რადიკალური გენდერული იდეოლოგიის გავრცელებაზე მთელ მსოფლიოში მილიარდობით დოლარი აქვთ დახარჯული, - განაცხადა ცენტრალური ევროპის კვლევითი ცენტრის, MCC Brussels-ის პოდკასტში კანადელმა აქტივისტმა, კრის ელსტონმა
მისი თქმით, გენდერული იდენტობის მითის არასრულწლოვანებზე თავსმოხვევის მთავარი მამოძრავებელი ძალა რადიკალი „მემარცხენე“ აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები არიან.
MCC Brussels-ის ერთ-ერთმა მკვლევარმა ევროკომისიის არქივში აღმოაჩინა, რომ კომისიას მილიონობით დოლარი აქვს დახარჯული არასამთავრობო ორგანიზაციებზე გენდერული იდეოლოგიის გასავრცელებლად.
„არასამთავრობო ორგანიზაციები მთელ მსოფლიოში მილიარდობით დოლარს ხარჯავენ გენდერული იდენტობის წახალისებაზე. USAID-ი ათობით მილიარდ დოლარს გზავნიდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმიტომ, რომ გაევრცელებინათ გენდერული იდეოლოგია. ესენი არიან რადიკალი აქტივისტები და ბევრი ფული აქვთ დასახარჯავად. როცა გეი უფლებების კუთხით გაიმარჯვეს, არ გაჩერდნენ. ახალი მიზანი დაისახეს გენდერული იდეოლოგიის მოძრაობის სახით. ამას აკეთებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. ამ იდეოლოგიის მხარდამჭერი კანონპროექტები, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყანაში იღებენ, ორგანული სულაც არ არის. გენდერული იდენტობა მითია. არსებობს ორი სქესი, არცერთი გენდერი და უსასრულო რაოდენობის ინდივიდუალური პიროვნება. გენდერული იდენტობის მითი მთელ მსოფლიოში გაავრცელეს და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა სამოქალაქო უფლებების დაცვის მოძრაობად აქციეს. გენდერული იდენტობა საბოლოოდ სტერეოტიპამდე დადის და ამ აბსურდს თავს ახვევენ ჩვენს ბავშვებს, ხელს უწყობენ მათ სქესობრივ დასახიჩრებას“, - აღნიშნა ელსტონმა.