„ერთი წლის განმავლოაბში დასავლეთში ბევრი რამ შეფასდა, განსაკუთრებით ის, რომ საქართველოს მიმართ რუსეთის გარდა მძაფრი ინტერესი ჩინეთმაც გამოხატა“

„ერთი წლის განმავლოაბში დასავლეთში ბევრი რამ შეფასდა, განსაკუთრებით ის, რომ საქართველოს მიმართ რუსეთის გარდა მძაფრი ინტერესი ჩინეთმაც გამოხატა“

რა შეიცვალა დასვლურ პოლიტიკურ წრეებში ამ ერთი წლის განმავლობაში, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღეს? ანალიტიკსოები for.ge-სთან ამბობენ, რომ ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. პირველ რიგში, დასავლეთში, ამ ერთი წლის განმავლობაში, საქართველოსთან დაკავშირებით ბევრი რამ გადააფასეს და მიხვდნენ, რომ გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოს დაკარგვის რისკი არსებობდა.

ახლა კი, საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა - ისტორიული გადაწყვეტილება ცნობილია, რომელიც 27 ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ ერთხმად დაადასტურა და საქართვეელო ევროპული ოჯახის ნაწილი გახდა. ოფიცილურმა თბილისმა და ქართველმა ხალხმა პირველი მილოცვა ევრპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელისგან მიიღო. მან ამის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელ X-ში გააკეთა. მან დაწერა, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი, ხოლო, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. ამის შემდგე კი ქვეყანამ მილოცვები 27 ქვეყნის ელჩებისგან მიიღო.

ქართველ ხალხს მიულოცა საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლებმა.

„დიდი სიამაყით და დიდი სიხარულით გილოცავთ ისტორიულ გადაწყვეტილებას - საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა“, - მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული ბრიფინგიდან მოგვილოცა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, ეს არის ქვეყნისა და ხალხის გამარჯვება.

„ყველას მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო თანამემამულენო! დიდი სიამაყით და დიდი სიხარულით გილოცავთ ისტორიულ გადაწყვეტილებას - საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. გილოცავთ ყველას! მე მინდა, თითოეულ მოქალაქეს მოგილოცოთ დღევანდელი ისტორიული დღე. ეს ნამდვილად არის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის გამარჯვება. ეს ნამდვილად არის ღირსეულად მოპოვებული, დამსახურებული სტატუსი, რომელიც ჩვენ, ხელისუფლებამ, ჩვენს ხალხთან ერთად და ჩვენი ხალხისთვის მოიპოვა. ჩვენ ვიბრძოლეთ, ჩვენ გავიმარჯვეთ. მე მინდა, ჩემი გულწრფელი მადლიერება გამოვხატო ჩვენი ევროპელი მეგობრების მიმართ. პირველ რიგში, მინდა დავიწყო ჩემი მადლობით ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენის მიმართ. მე მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ შარლ მიშელს, რომელმაც ახლა დამირეკა და პირადად მომილოცა დღევანდელი დღე და ეს ისტორიული გამარჯვება. მე ასევე მაქვს პატივი, გადმოგცეთ მისი მილოცვა ქართველი ხალხისადმი. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ ვარჰეის, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩართული იყო და იყო ერთ-ერთი მთავარი გულშემატკივარი ქალბატონ ურსულასთან და ბატონ შარლ მიშელთან ერთად და რაც მთავარია, ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის თითოეულ ლიდერს მე მინდა მადლობა გადავუხადო ერთსულოვნებისთვის და ერთხმად გამოხატული ძლიერი მხარდაჭერისა და ნდობისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა გამარჯვება მიულოცა გუნდის თითოეულ წევრსა და პარტიის დამფუძნებელს - ბიძინა ივანიშვილს.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ამბობს, რომ ევროკავშირმა და დასავლეთმა გაათვიცნობიერა, რომ ასეთი თვალთმაქცობა არ შეიძლებოდა. აბაშიძე for.ge-სთან ფიქრობს, რომ საქართველო ყველა მხრივ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს და ეს სტატუსი დამსახურებულად ეკუთვნოდა ქვეყანასაც და ხალხსაც.

„ამ სტატუსს იმსახურებდა საქარათველოს სახელმწიფო და ხალხი. აბსურდია, როცა ამბობენ, რომ სტატუსს იმსახურებდა ხალხი და არა ხელისუფლება. უკაცრავად, ეს ხელისუფლება ვისი მოყვანილია, ქართველი ხალხის არჩეული ხომ არ არის?! აქ მთავარი ისაა, რომ ამ გლობალურ პროცესებში გამოჩნდა, საქართველოსთან დაკავშირებით შარშანდელი გადაწყვეტილება იყო შეცდომა. ასევე არანაირი სანქციები რუსეთთან დაკავშირებით არ მუშაობს; მესამე ქვეყნების გავლით, ელექტრომატარებლებზე მილიარდებს შოულობენ; რუსეთი იღებს იმ ტექნოლოგიებს, რომელიც სასიკვდილო რაკეტების წარმოებისთვის სჭირდება და ამაში ევროპული ქვეყნებიც არიან ჩართულები, სადაც სპირტიანი სასმელებით ვაჭრობენ. გამოაშკარავდა, რომ თითის დაქნევა საქართველოსთვის ყველაზე დიდი ბლეფია. ჩვენი ქვეყანა ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებს. ჩვენ ევროკავშირისთვისაც და ნატოსთვისაც, საიმედო პარტნიორები ვართ“, - ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, საქართველო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა დასავლეთ-აღმოსავლეთის დერეფანში, როგორც მშვიდობის ოაზისი. აბაშიძე ამბობს, რომ ჩვენმა ქვეყანამ რეგიონში არსებული სიტუაციის მიუხედავად, სტაბილურობა ბოლომდე შეინარჩუნა.

„ევროპაში ამ ყველაფერს პრაგმატულად მოაზროვნე პოლიტიკოსები ხედავენ. როცა ჩვენს გარშემო ასეთი ტურბულენტური სამყაროა, საქართველოში მშვიდობის შენარჩუნებას ოქროს ფასი აქვს. ამას ევროპელებიც მიხვდნენ. უკვე ვხედავთ, რომ დაპირისპირებაა დაწყებული უკრაინელებსა და უნგრეთს შორის. ასევე პოლონეთსა და უკრაინას შორის. ეს ყველაფერი ეფუძნება ეკონომიკას, რადგან ყველა ქვეყანას თავისი ინტერესი აქვს. საკუთარი ხალხის ინტერესებს გვერდით არავინ გადადებს. ასეთი ინტერესები აქვს ჩვენს ხელისუფლებას, რომელიც საკუთარი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა ამ ხნის განმავლობაში, რაც გამოჩნდა, რომ სწორი პოლიტიკა იყო“, - აცხადებს აბაშიძე.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ დასავლეთმა ამ ერთი წლის განმავლობაში ბევრი რამ გადააფასა. ანალიტიკოსი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება გეოპოლიტიკურმა ფაქტორებმა განაპირობა. მისი აზრით, გამოჩნდა ჩინეთის სახით ისეთი დიდი მოთამაშე, რომელიც საქართველოთი დაინტერესდა. ამან კი დასავლეთს ჩვენი ქვეყნის დაკარგვის შიში კიდევ უფრო გაუჩინა, მით უმეტეს, საქართველოს როგორც სატრანზიტო დერეფანი, ევროპისთვის უმნიშვენლოვანესია.

„ვფიქრობ, ამ ერთი წლის განამვლოაბში დასავლეთში ბევრი რამ შეფასდა. განსაკუთრებით ის, რომ საქართველოს მიმართ რუსეთის გარდა მძაფრი ინტერესი ჩინეთმაც გამოხატა. რუსეთ - უკრიანის ომმა, საქართველოს ფასი კიდევ უფრო გაზარდა, განსაკუთრებით - დასავლეთის და ჩინეთისთვის. ამიტომ ევროპაში მიხვდნენ, რომ თუკი მეორედაც ჩვენს ქვეყანას უარს ეტყოდნენ, საზოგადოებაში პროდასავლური განწყობები შესაძლოა, ანტიდასავლური განწყობებით შეცვლილიყო.

ასევე მომხდარიყო სტრატეგიული პარტნიორების გადახედვაც და ამის ალბათობა ჩინეთის მხრიდან დაინტერესების შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა. მეორე მხრივ, ყველა ხედავს, რომ რუსეთ - უკრაინის ომი გაიწელა. ადრე დასავლეთში თუ ფიქრობდნენ, რომ თუკი უკრაინას იარაღით დაეხმარებოდნენ, ისინი შეძლებდნენ ომში გარდატეხვის მიღწევას, ფუჭი იმედი აღმოჩნდა. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ხელშესახები არაფერი ჩანს. ხოლო საქართველოს ამ ფონზე, რუსეთთან პირისპირ დატოვება კიდევ უფრო დიდი რისკის მატარებელი იყო. როგორც უკვე აღვნიშნე, ანტიდასავლური განწყობა ჩვენს საზოგადოებაში გაიზრდებოდა“, - ამბობს საყვარელიძე.

რაც შეეხება ქვეყნის შიდა პოლიტიკას, საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ამას დიდად გავლენა არ მოუხდენია, რადგან ერთი წლის წინაც ოპოზიცია ასეთი სუსტი იყო. თუმცა, ალბათ, ზოგ ევროპელ ლიდერს ამ ხნის განამვლობაში, ის ილუზიაც გაუქრა, რომ ოპოზიციას ხალხი გაჰყვებოდა და „ოცნების“ ხელისუფლების ცვლილება მოხდებოდა. ვისაც კი სჯეროდა, რომ ქართული ოპოზიცია რამეს შეძლებდა, ბოლო მოვლენების ფონზე, ეს იმედი მათაც გაუქრათ.

 

 

Aburjga Tasmanieli 14 დეკემბერს საქართველოს სახელმწიფო ფაქტიურად და იურუდიულად გადავიდა კოლონიურ მდგომარეობაში. უფრო მარტივად რომ ვთქვათ საქართელო გახდა ევროკავშირის კოლონია! ეს რაღაც გაზვიადება არ არის. აბა ნახეთ რას გულისხმობს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა^
1. საქართველოს სახელმწიფომ საგარეო პოლიტიკაში უნდა გაატაროს ისეთი კურსი, რომელიც სტრულიად თანხვდება ევროკავშირის საგარეო კურსს. უნდა დავემორჩილოთ ევროკავშირის ყველა მითითებას საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით.
2. ყველა მნიშვნელოვანი საშინაო კანონი არჩევნების, სასამართლოს, ტერიტორიული მოწყობის, დაფინანსების გამჭვირვალეობის, განათლების და ა.შ. განსახილველად უნდა გადაეცეს ვენეციის კომისიას. უფრო მეტიც, მათი დადებითი დასკვნის შემთხვევაშიც კი ეს კანონი უნდა მოიწონოს ვენეციის კომისიამ!
3. გვინდა თუ არ გვინდა, უმერავლესობა არის თანახმა თუ არა უნდა ვაშენოთ ლგვბტ იდეოლოოგიის მიმღებლობის და შეუზღუდავი პროპაგანდის საზოგადოებრივი ურთიერთობები!
ალბათ კიდევ შეიძლებოდა ამ ჩამონათვალის გაგრძელება, მაგრამ ვგონებ ესეც საკმარისია იმისათვის რომ ნებისმიერმა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანმა ნათლად გაიგოს 14 დეკემბერს როგორ თქვა მინიმუმ 3 ათასწლოვანმა ქართულმა სახელმწიფომ უარი საკუთარ სახელმწიფოებრიობაზე. 3000 წლის განმავლობაში სისხლით და ოფლით ნაშერნები თვითმყოფადი ცივილიზაციური ფენომენი როგორ გაანულა კოლექტიურმა დასავლეთმა, დემოკრატიულმა პროცესებმა, მამაძაღლი ოპოზიციის და კიდევ უფრო თაღლითი ხელისუფლების ბრძოლამ ძალაუფლებისათვის! მაგრა მაინტერესებს ის ვირიშვილები იქ, წმინდა გიორგის ძეგლის ქვეშ 15 დეკემბერს რას ზეიმობდნენ?!
11 თვის უკან
DDDzia П-здец подкрался незаметно.
და კიდევ - не долго музыка играла, не долго фраер танцевал.
დაგვერხა, მე მგონის.
ადრეც ეკლად ვჭირდებოდით რუსეთის საჯდომში და ახლა რეალურად მიიღეს ბერკეტები ამისთვის.
11 თვის უკან
trampi ნუ გეშინიათ........ მანამ ეგენი ჩვენ უფრო ძალიან გვავნებენ, თვითონ ეგენი აღარ იქნებიან
მაგათ 14 დეკემბრამდეც ძალიან ბევრი გვავნეს...ნამეტნავად განათლების სისტემაში
არადა ერის მთავარი კოზირი განათლებაააა .....
იმიტომაც დაადებილეს ჩვენი ახალგაზრდობა რომ მერე როცა რა დასჭირდებათ ისე აძახებინონ ,, არა რუსულ კანონსო,,
მთავარია ამერიკას დაერხეს და ეგ შენი ევროპაც ეგრევე მიჰყვება იმათ....
მოკლედ გულს ნუ გაიტეხთ.... მე ამერიკაში ჩქარა ჯაბას უჩენიკებს ,,გავუშვებ,, და ყველაფერი მოგვარდება
ისედაც ხომ ხედავთ (ჩვენს თვალდათვალ) რა ხდება მსოფლიოში და როგორ ტემპით?
ასე რომ ყველაფერი კარგად იქნება.......
11 თვის უკან