„კანდიდატის სტატუსის მონიჭების შემდეგ არ გაგვიკვირდეს, რომ აგენტების შესახებ კანონის მიღება მოგვთხოვონ“

„კანდიდატის სტატუსის მონიჭების შემდეგ არ გაგვიკვირდეს, რომ აგენტების შესახებ კანონის მიღება მოგვთხოვონ“

მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ ე.წ. აგენტების კანონის თავიდან დაინიცირებას არ აპირებს, მაგრამ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე საქართველოს დასავლეთი დირექტივის სახით მოსთხოვს ამავე სულისკვეთების კანონპროექტის ინიცირებას?!

„ის, რაც დასაშვებია იუპიტერისთვის, არ არის დასაშვები ხარისთვის“, - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და „ბედის ირონიას“ უწოდებს იმას, რომ რა კანონის მარტში მიღებასაც აპირებდა ხელისუფლება, ახლა დირექტივის სახით ევროკავშირის ინიციატივად შეიძლება იქცეს.

„გაიგეთ, რას ამბობენ ევროპაში? რიგი არასამთავრობოები არაკეთილსინდისიერად იქცევიან, ინსტიტუტების მოტყუებას ცდილობენო. მათი ფინანსური კონტროლი აუცილებელიაო“,- ამბობს „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი დიმიტრი ხუნდაძე და, ბრიუსელის მსგავსად, საქართველოშიც არასამთავრობოების ყოვლისმომცველ ფინანსურ წინასწარ შემოწმებას ითხოვს.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, როცა ბრიუსელი ე.წ. აგენტების შესახებ კანონის მიღებას თავად აპირებს, საქართველოს ამ კანონის მიღება აუკრძალეს.

ანალიტიკოსის თქმით, ჩვენ არ გვინდა არანაირი ისეთი გაერთიანება, რომელსაც მასხრად იგდებენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ არ გვინდა ისეთი გაერთიანება, როგორიც იყო საბჭოთა კავშირი, რომლის დროსაც რასაც იტყოდა კრემლი, აუცილებლად უნდა გაემეორებინა რიგით მოქალაქეს.

„ერთი მნიშვნელოვანი რამ მინდა გითხრათ, ქართულმა პოლიტიკურმა გონმა ევროპასაც გაუსწრო და ყველა დანარჩენსაც. ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები, ეს ახალგაზრდა ბიჭები რასაც ამბობენ, მოგვიანებით ამავე აზრს იმეორებს დასავლეთი. ძალიან კარგად მახსოვს ნოდარ ახალკაცი, რომელმაც შეარჩია ფეხბურთელები და გარკვეული თვის შემდეგ ყველას თავისი ადგილი მიუჩინა გუნდში. იმიტომაც იყო, თბილისის „დინამო“ გრგვინავდა მთელ მსოფლიოში. ზუსტად ანალოგიურ სიტუაციაში შეიძლება განვიხილოთ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მოვიდა, შეარჩია პოლიტიკოსები და გარკვეული წლების შემდეგ მათგან შესანიშნავი პოლიტიკოსები დადგნენ. რასაც ჩვენი პრემიერი ლაპარაკობს, ამას ცოტა დაგვიანებით იმეორებენ ევროპელი პოლიტიკოსები. თავის დროზე ღარიბაშვილი ამბობდა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არავითარ შედეგს არ გამოიღებსო, რამდენიმე ხნის შემდეგ კი ევროპელებიც მივიდნენ ამ დასკვნამდე. ღარიბაშვილი ლაპარაკობდა, ომი უკრაინაში ნატოში გაწევრიანების სურვილის გამო დაიწყოო, ატყდა აქ ერთი ამბავი, შემდეგ უცხოელებმაც დაადასტურეს ეს ფაქტი. ასეთი ფაქტი უამრავია და ზუსტად იგივე მოხდა ფარას კანონთან მიმართებითაც. ვიღებდით კანონს, ატეხეს ერთი ამბავი და ახლა თავად იღებენ ამ კანონს ევროპაში“, - მიიჩნევს ედიშერ გვენეტაძე.

ანალიტიკოს გია აბაშიძის აზრით, ე.წ. აგენტების შესახებ კანონი ძალიან უნამუსოდ შერაცხეს რუსულად, არადა, მისი ორი ვარიანტი იყო - ერთი გადმოქართულებული, ერთი კი სუფთა ამერიკული ფარას კანონი, რომელიც ითარგმნა ქართულ ენაზე და ეს კანონი დაიწუნეს საქართველოსთვის.

ანალიტიკოსის აზრით, ახლა, როცა საქართველო ადგას ევროინტეგრაციის გზას და კანდიდატის სტატუსიც მივიღეთ, ჩვენ უნდა შევასრულოთ ევროკავშირის არაერთი რეკომენდაცია და რეგულაცია. ამიტომ ბედის ირონია კი არა, მორიგი ფარისევლობა იქნება, რაც საერთაშორისო პოლიტიკაში მანკიერად დამკვიდრდა, რომ ჩვენ მოგვიწევს ევროპული ასეთივე კანონის მიღება.

„ე.წ. აგენტების შესახებ კანონი აპრობირებულია არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ ევროკავშირის კონტინენტზე სხვადასხვა ქვეყანაში და ახლა ეს კანონი ერთიანად მიიღო ბრიუსელმა, რაც ძალიან კარგია და წაადგება დემოკრატიას. უცხო ქვეყნის აგენტები, რომლებიც დესტრუქციულად მოქმედებენ საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, უნდა გაიშიფრონ. ეს სასჯელი კი არ იქნება, არამედ გაშიფვრა, ევროპულ და ამერიკულ ვარიანტში კიდევ უფრო მკაცრი სასჯელები და სანქციებია, რაც თავდაპირველ ქართულ ვარიანტში არ ყოფილა. ამიტომ არ გაგვიკვირდეს, რამდენიმე კვირაში თუ არა, რამდენიმე თვეში დავსხდეთ ამ კანონპროექტის განსახილველად. მინდა გავიხსენო, რომ ამას წინათ იყო მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა სიძულვილის ენასთან დაკავშირებით და რადიკალურმა ოპოზიციამ თავიდან ამაზე უსაგნო პროტესტი ატეხა, მაგრამ როდესაც ევროკავშირის ელჩი გამოვიდა და სხვა ბრიუსელელმა ჩინოვნიკებმაც მხარი დაუჭირეს აღნიშნულ ცვლილებას, ამის შემდეგ ე.წ. ტესტოსტერონმა დაიწია. ასე რომ, სავარაუდოდ, ფარას მსგავს კანონპროექტთან დაკავშირებითაც იგივე მოხდება. როდესაც იტყვის ბრიუსელი, რომ ეს კანონი შესასრულებელია სხვა უამრავ რეკომენდაცია-რეგულაციასთან ერთად, ბუნებრივია, რადიკალებს მოუწევთ ამაზე მუშაობა, თუ ბოიკოტის რეჟიმში ისევ არ ჩადგნენ, რაც მათგან გასაკვირი არაა“, - აღნიშნა გია აბაშიძემ for.ge- სთან საუბრისას.

შეკითხვის საპასუხოდ, როდის ელის, რომ ბრიუსელი მოგვთხოვს ფარას მსგავსი კანონის შესრულებას - კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ ახლო პერიოდში, თუ ევროკავშირში გაწევრიანების შორეულ პერსპექტივაში, გია აბაშიძე აცხადებს, რომ რთულია ამის პროგნოზირება, რადგან ხსენებული კანონის გარდა ევროკავშირის ბევრი რეგულაციაა შესასრულებელი. საკანონმდებლო ბაზის დაახლოების პროცესი ბრიუსელსა და თბილისს შორის ისედაც წლებია, მიმდინარეობს, მაგრამ ამიერიდან უფრო ფორსირებულად მოხდება, რადგან უკვე მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი.

trampi ძალიანაც კარგი თუ მოგვთხოვენ

მაგ მომენტს მე მაგალითად ამ ე.წ. ოპოზიციის ბოლომდე ჩასაძირად გამოვიყენებდი---
ვეტყოდი ამ ევროპელებს რომ -- რა ვქნათ ბარტონო, თქვენი გამოჩეკილი და მოწონებული ეს ე.წ. ოპოზიცია, ამ კანონის მიღებას ეწინაააღმდეგება, არ უნდა ევროპაში შემოსვლა--თქო. მაგ კანონს რუსულ კანონს ეძახიან და თქვენ კიდე რუსების მონებს მეთქი
ევროპის მოსაწონ ისეთი სიტყვების კორიანტელს და ბრახაბრუხს დავაყენებდი, რომ ისინი თვითონვე მიაწვებოდნენ ნაცებს მაგ კანონის მიღებაზე. იმდენს ვიზამდი, იმდენს რომ მაგ კანონის მიღება--დამტკიცების ინიციატორებად თვითონ ნაცებს გამოვიყვანდი
....პლიუს მე კიდე პირიქით აქედან დავიწყებდი მარიაჟულად ყვირილს---- არა რუსულ კანონს მეთქი.....


ამერიკაში აწ უკვე დამლაგებლად მომუშავე დაგნარი დეიდა მომიკითხედ, დაგნარი დეიდა..
არა ისე რა მაგარი სანახავი იქნება--- პოლისჯოხით და სალიარკაში გარეცხილი ტრიაპკით მომუშავე დაგნარი დეიდა.............იიიიიფ ..... კაიფ!!!!!!!
მოუწევს კიდეც-----ფანდარასტი!!!!!
11 თვის უკან