ზურაბიშვილი არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს - ვისთან ერთად აპირებს ის ახალ პოლიტიკური ალიანსის შექმნას?

ზურაბიშვილი არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს - ვისთან ერთად აპირებს ის ახალ პოლიტიკური ალიანსის შექმნას?

პრეზიდენტის პირველი ღია განაცხადი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და დიდი პოლიტიკური ინტრიგა - სალომე ზურაბიშვილი არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს. „რადიო თავისუფლებასთან“ მიცემულ ინტერვიუში პირდაპირ ამბობს, რომ თუ ქვეყნის ევროპული მომავალი საფრთხის წინაშე დადგება, განიხილავს გადაგომასაც და ახალი პოლიტიკური გუნდის შექმნასაც. ამ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, სალომე ზურაბიშვილი ახალი პოლიტიკური ცენტრის და რამდენიმე პარტიის გამაერთიანებელი აღმოჩნდეს.

მმართველ გუნდს პრეზიდენტის განცხადება არ უკვირს და ამბობენ, რომ მისი ბოლოდროინდელი აქტივობა სწორედ ამის მანიშნებელი იყო. მათი აზრით, ზურაბიშვილი პრეზიდენტობის პოსტს მაქსიმალურად გამოიყენებს, ხოლო წინასაარჩევნოდ გადადგება. სავარაუდოდ, მასთან ერთად ვიხილავთ ნინო ლომჯარიას, გიორგი გახარიას, „ლელოს“, ნიკა გვარამიას და არაა გამორიცხული - ნიკა მელიაც. „ოცნების“ წევრები ამბობენ, რომ ისინი ე.წ. შუაშისტ ამომრჩეველზე მუშაობას აპირებენ. ირაკლი კობახიძემ ისიც კი თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დავით კეზერაშვილმა დასავლეთის ზოგიერთი პოლიტიკური წრეების დავალებით დაშალა, რათა ამ ე.წ. ახალ ძალას გზა გაუთავისუფლონ.

პრეზიდენტი კი დროს არ კარგავს, მან 13 დეკემბერს ათონელის რეზიდენციაში მიღება გამართა სახელწოდებით - „ჩვენი ხმა ევროპას“, სადაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეგროვებული ხელმოწერები გადასცა. მან მიღებაზე დიპლომატიურ კორპუსთან ერთად შევარდნაძის მთავრობის, სააკაშვილის და ბიძინა ივანიშვილის დროინდელი ყოფილი პრემიერები და საგარეო საქმეთა მინისტრებიც დაპატიჟა. ასევე, ღომისძიებაზე მიწვეულნი იყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლები.

პარტია „ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ზარქუა პრეზიდენტს „ლუზერებთან“ თანამშრომლობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი საზოგადოების კეთილგანწყობას ვერ მოიპოვებს, რადგან ის „რევოლუციურ სცენარებზე აქცენტირებულ“ პოლიტიკოსებს შეურთდა.

„და აქამდე სად იყო? ჩვენ ხომ ყველამ ვიცით, ის დიდი ხანია გაემიჯნა ქართულ ინტერესებს, მმართველ პარტიას, ხალხს და არის ხელმოცარულებთან, ვინც არიან რევოლუციურ სცენარებზე, ანტიევროპულ პოლიტიკაზე აქცენტირებულნი. კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტისგან რას ელოდებოდით? დიდი ხანია ოპოზიციაშია. აქ არაფერია ახალი. ჩვენ გააზრებული გვაქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ჩაფლავდა, ახლა გამოდის ორ ფრონტზე, ერთი იქნება ჩემი „ხაბე“ და მისი შემადგენლობა, ნუ - ლუზერები და აქეთ იქნება ვითომ ახალი სისხლი, მათ შორის ქალბატონი ზურაბიშვილი, გვარამია, „ლელო“, გახარია და დანარჩენი ხელმოცარულები“, - ამბობს დეპუტატი.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიზანმიმართულად აქტიურობს, რათა მუდმივად საზოგადოების და მედიის ყურადღების ცენტრში იყოს. ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ მისი მიზანია ხელისუფლება ანერვიულოს და მოსახლეობა აალაპარაკოს.

„ზურბიშვილს უნდა, რომ მუდმივად საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყოს და არ ჩამოვიდეს ამ ფოკუსიდან. შემდეგ კი სიტუაციიდან გამომდინარე, თუ მართლა გადაწყვიტა პოლიტიკაში ხელახლა შემოსვლა არჩევნების დროს, ან მისმა კურატორებმა უთხრეს, რომ დროა, უნდა გაუადვილდეს ამის გაკეთება. გაცილებით უფრო ადვილია, როცა მაღალი ცნობადობა გაქვს პოლიტიკაში, ხოლო მეორეა, როცა შენს რეზიდენციაში ხარ შეყუჟული პრეზიდენტი, უფუნქციო და არაფრის მკეთებელი ფიგურა. ეს არის და მეტი არაფერი. ყველამ ნახა ბოლოს „ენდიაის“ გამოკითხვები, სადაც მას არანაირი რეიტინგი არა აქვს. ამით გაქარწყლდა საზოგადოებაში „ცნობადი ექსპერტების“ პროგნოზი, რომ თითქოს ზურაბიშვილმა უზარმაზარი რეიტინგი აკრიფა. სად არის ეს რეიტინგი?

ზურაბიშვილი შეეცდება საპრეზიდენტო ვადა ბოლომდე ჩაამთავროს. თუნდაც შეზღუდული შესაძლებლობები და პრეზიდენტის რანგში მოახდინოს პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენა. განსაკუთრებით არჩევნების დღეს. ამ დღეს დასავლეთი გამადიდებელი შუშით დააკვირდება. გამომდინარე იქიდან, რომ ზურაბიშვილს დასავლეთში ნდობა აქვს, ექნება გარკვეული წონა“, - ამბობს ანჯაფარიძე.

რაც შეეხება იმას, გახდება თუ არა ის ერთიანი ოპოზიციის ლიდერი, ანჯაფარიძე ამბობს, რომ პრეზიდენტი არც სულელი და არც გულუბრყვილოა. მან კარგად იცის რა განწყობა და დამოკიდებულებაა ოპოზიციაში მის მიმართ.

„ზურაბიშვილი ერთიანი ოპოზიციის ლიდერი ვერ გახდება. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველ რიგში, პრეზიდენტმა მათი ნდობა მიხეილ სააკაშვილის შეწყალებით უნდა მოიპოვოს. მეორეც, რატომ უნდა უნდოდეს ოპოზიციას არაპროგნოზირებადი ზურაბიშვილი ლიდერად?! ეს იმას ნიშნავს, რომ უკან უნდა ჩაიწიოს მიხეილ სააკაშვილმა, ოპოზიციის სხვა ლიდერებმა და ერთიანი ლიდერით, ზურაბიშვილით გავიდნენ არჩევნებზე. დიდი კოალიციის შექნაზე საუბარი არის აბსურდი, რადგან საარჩევნო კოდექსი მაინც უნდა გქონდეს წაკითხული, რომ მიხვდე, ამაზე სუბარი როგორი სისულელეა. კოლიციებს და ბლოკებს არჩევნებში მონაწილეობა არ შეუძლიათ. იქ მონაწილეობენ კონკრეტული პარტიები. გამოდის, რომ ზურაბიშვილი უნდა გახდეს რომელიმე კონკრეტული პარტიის ლიდერი ან რჩეული“, - ამბობს ანჯაფარიძე.

ანალიტიკოსი და „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ზურაბიშვილი უკვე წინასაარჩევნო მარათონშია ჩართული. ქართველიშვილი ფიქრობს, რომ ის რიგრიგობით ხვდებოდა დეპოლარიზაციის დაძლევის პროგრამით სხვადასხვა ოპოზიციის და ენჯეოს წარმომადგენლებს, ხოლო უკანასკნელი ერთი კვირა მოახმარა იმის მტკიცებას, რომ ევროკავშირის მოახლოვებული გადაწყვეტილება, თითქოს-და მისი დიდი შრომის შედეგია.

„საბოლოო ჯამში, ეს აქტიურობა სამარცხვინო მარშით დაგვირგვინა, სადაც უზარმაზარი ევროკავშირის დროშის ქვეშ 400-500 კაცის მეტი ვერ შეაგროვეს. რა თქმა უნდა, ჩანს, რომ დიდი ალბათობით, საარჩევნო პაექრობაში ჩაერთვება. ტექნიკურად როგორ შეიძლება ეს მოხდეს, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, მთელი წლს განმავლობაში, ორბელიანის სასახლის გამოყენებით, პროევროპელი ლიდერის როლი ითამაშოს, თუმცა არჩევნებამდე ერთი ან ორი თვით ადრე გადადგეს, რაც მისცემს საშუალებას, თავი ე.წ. ახალი ცენტრის ლიდერად გამოაცხადოს, იმ გუნდთან ერთად, რომელზეც მანამდე ჩამოყალიბდება, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. თუმცა, ერთი მათემატიკური ჭეშმარიტება არსებობს. ნულებს რამდენი ნულიც გინდა მივუმატოთ, მაინც ნული გამოდის. ეს არის აქსიომა და ამას ზურაბიშვილი ვერ გაექცევა. ის არ წარმოადგენს იმ ქარიზმატულ ლიდერს, რომლის გარშემოც შესაძლოა დიდი მასა გაერთიანდეს. თუ „ნაცმოძრაობა“ კიდევ უფორ მარტივ მამრავლებად დაიშლება, მათი ამომრჩეველი ვერ აორთქლდება. რაღაცა ნაწილი, ალბათ, სხვა გზა რომ არ ექნებათ, ხმას ზურაბიშვილს მისცემს. დანარჩენი, ვისზე შესაძლოა მან გათვლა გააკეთოს, არ ვიცი“,-ამბობს ქართველიშვილი.

trampi მკვდარი მკვდარს აეკიდაო.....ვირი გინდა შიგნით დააბი, გინდა გარეთო---რა აზრი აქვს ვის შეეკვრება?? --მაინც არაფერი გამოუვათ, არც მაგას და არც მთელ ოპოზიციას ერთად აღებულებს.....მაქსიმუმ ჯამში ყველამ ერთად ჰააა ჰააა 20 % მიიღოს თავის მიშიან გრიშიანად ,.... დღევანდელ საქართველოში გენით საქართველოს მტრები მაგდენნი კი არიან....
11 თვის უკან
trampi არჩევნებზე 20 % რომ მიიღებენ მერე იმაზე აყირავდებიან--- გაგვიყალბეს, გაგვიყალბეს არჩევნები თორე 80 % ავიღეთო
რა ფანდარასტებიც არიან ისედაც ყველამ ვიცით


არადა ..არჩევნებზე...................უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო ........ ამ ოცნების საქმე ისეა....
მთავარი რაცაა ამათი ეროვნული იდეოლოგია ნოლია ნოლი
რამეს რომ აკეთებენ თან ამერიკა ევროპას შეჰყურებენ თვალებში
ისე ზაან მიკვირს ფანდარასტების კანონი რომ არ მიიღეს ამათ
განათლების სისტემა სწორედ იმათი დავალებით დააანგრიეს, იმათი დავალებით დააანგრეინეს მიშამ~
მაგრამ... დააანგრიეს, დაანგრიეს............... გამოსწორება ხომ შეიძლება?? ....მერე?? მარტო ჯიგარზე მუშატების ბრახუნი საქმეს რომ არ შველის??
11 თვის უკან