ლატვიის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი: ერთ თვეში რუსეთს 100-150 ტანკის წარმოება ან გარემონტება შეუძლია, რაც ევროპის შესაძლებლობებს ბევრად აღემატება

ლატვიის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი: ერთ თვეში რუსეთს 100-150 ტანკის წარმოება ან გარემონტება შეუძლია, რაც ევროპის შესაძლებლობებს ბევრად აღემატება

ერთ თვეში რუსეთს 100-150 ტანკის წარმოება ან გარემონტება შეუძლია, რაც ევროპის შესაძლებლობებს ბევრად აღემატება. ლატვიური მედიის ცნობით, ამის შესახებ რიგის უსაფრთხოების ფორუმზე გამოსვლისას ლატვიის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა, იანის გარისონსმა განაცხადა.

მისივე თქმით, ისტორია ნათლად აჩვენებს, რომ ომში იმარჯვებს ის მხარე, რომელსაც შეუძლია, სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების უფრო მეტი ეფექტურობით უზრუნველყოფა.

„ჩვენ შეგვიძლია, გავზარდოთ ჯარისკაცების რიცხვი, მაგრამ ასევე გვჭირდება შეიარაღება, ტანკები და ბევრი სხვა რამ, რისი წარმოებაც საჭირო რაოდენობით ჯერ არავის შეუძლია“, - აღნიშნა გარისონსმა და აღნიშნა, რომ გამარჯვებისთვის საჭიროა სამხედრო სამრეწველო ბაზა, რომლის გაზრდის შესაძლებლობა ევროკავშირს ჯერ კიდევ აქვს.